„საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონების პროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონების პროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ“ (07-1/115, 27.07.2009) და „საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ“ (07-1/117, 27.07.2009) საქართველოს კონსტიტუციური კანონების პროექტები.
2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 176-ე მუხლის პირველი, მე-2 და 21 პუნქტების შესაბამისად, შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 19 წევრისაგან, შემდეგი შემადგენლობით:
პავლე კუბლაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარე)
ხათუნა გოგორიშვილი – საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე
აკაკი მინაშვილი – საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
აკაკი ბობოხიძე – საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე
გია თორთლაძე – ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარე
რამაზ თედორაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
რომან მარსაგიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი
ჯონდო ბაღათურია – საქართველოს პარლამენტის წევრი
პეტრე მამრაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
გია ხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი
ირაკლი ბურდული – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი
გიორგი კვერენჩხილაძე – იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებუ-ლი პროფესორი
ვასილ გონაშვილი – იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი
ქეთევან ქოქრაშვილი – იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი
მარინა გარიშვილი – იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი
ნანა ჭიღლაძე – იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი
კახი ყურაშვილი – იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი
გიორგი კახიანი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
სოსო ცინცაძე – ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს დიპლომატიური აკადემიის რექტორი.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2009 წლის 31 ივლისი.
№1580–რს