„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№944
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 187, 31/12/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (07-1/73, 29.12.2008) „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი.

2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 176-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 24 წევრისაგან, შემდეგი შემადგენლობით:

პავლე კუბლაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარე)              

პაატა დავითაია – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე

ლევან ვეფხვაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე

გიორგი არსენიშვილი – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე

აკაკი მინაშვილი – საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

ხათუნა გოგორიშვილი – საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე

გიორგი თარგამაძე – საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი

გიორგი ახვლედიანი – ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარე

გია თორთლაძე – ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“           თავმჯდომარე

მურთაზ ზოდელავა – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე

გიორგი ცაგარეიშვილი – ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე

კახაბერ ანჯაფარიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი

ჯონდო ბაღათურია – საქართველოს პარლამენტის წევრი

ჩიორა თაქთაქიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი

ნიკოლოზ ლალიაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი

დიმიტრი ლორთქიფანიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი

რომან მარსაგიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი

კონსტანტინე კუბლაშვილი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

დიმიტრი ძაგნიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

გია ხუროშვილი –          საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი

გიორგი ხუბუა – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

ირაკლი ბურდული       – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი

ავთანდილ დემეტრაშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

დავით კერესელიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე დ. ბაქრაძე

თბილისი,

2008 წლის 30 დეკემბერი.

№944–რს