საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი (1)
- საქართველოს კონსტიტუცია 24.08.1995
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კონსტიტუციური კანონი
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს კონსტიტუციაში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №№31-33, მუხ. 668) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. 64-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კონსტიტუციის დარღვევისას ან/და დანაშაულის ჩადენისათვის იმპიჩმენტის წესით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მთავრობის წევრების, კონტროლის პალატის თავმჯდომარის და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.“.
2. 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში გადააყენოს მთავრობა, თანამდებობიდან გაათავისუფლოს საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები;“.
3. 761 მუხლი ამოღებულ იქნეს.
4. კონსტიტუციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 814 მუხლი:
“მუხლი 814
პროკურატურის ორგანოები შედის იუსტიციის სამინისტროს სისტემაში და მათ საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს იუსტიციის მინისტრი. პროკურატურის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 10 ოქტომბერი.
№344–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.10.2008.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ მიღებულია 10.10.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №344. სარეგისტრაციო კოდი — 010.010.000.01.001.003.288.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.10.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“, №344, 10.10.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.010.000.01.001.003.288 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.10.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/19066/