საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კონსტიტუციური კანონი
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს კონსტიტუციაში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №№31-33, მუხ. 668) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) კანონმდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციისა და აკადემიური ხარისხების შესახებ;“.
2. 35-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.
3. სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.“.
მუხლი 2.
„ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 27 დეკემბერი.
№4135–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.12.2006.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 27.12.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4135. სარეგისტრაციო კოდი — 010.010.000.01.001.002.493.
- სად არის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.12.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“, №4135, 27.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.010.000.01.001.002.493 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/25864/