საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2494
სარეგისტრაციო კოდი
010.010.000.01.001.002.112
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 1, 04/01/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კონსტიტუციური კანონი

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს კონსტიტუციაში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №№31-33, მუხ. 668) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.“.

2. 26-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პირი, რომელიც ჩაირიცხება სამხედრო ძალების ან შინაგან საქმეთა ორგანოების პირად შემადგენლობაში, გამწესდება მოსამართლედ ან პროკურორად, წყვეტს პოლიტიკური გაერთიანების წევრობას.“.

3. 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში გადააყენოს მთავრობა, თანამდებობიდან გაათავისუფლოს საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები;“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 დეკემბერი.

№2494-რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.12.2005.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 23.12.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2494. სარეგისტრაციო კოდი — 010.010.000.01.001.002.112.
სად არის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.12.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“, №2494, 23.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.010.000.01.001.002.112 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.12.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/25318/