„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის უზრუნველყოფის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის უზრუნველყოფის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“.
2. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის უზრუნველყოფის მიზნით,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 187-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 14 წევრის შემადგენლობით, საქართველოს საპარლამენტო ფრაქციათა თითო წარმომადგენლისაგან.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.
თბილისი,
2002 წლის 10 აპრილი
№1367–IIს
პროექტი
საქართველოს კონსტიტუციური კანონი
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს კონსტიტუციაში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995 წ., №31-33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა. 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „ან კანონით დადგენილი წესით დადასტურდა მის მიერ კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენა.“.;
ბ. 63-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვების „დანაშაულის შემადგენლობის“შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან კორუფციის“;
გ. 64-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვის „დანაშაულის“შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან კორუფცი-ული სამართალდარღვევის“;
დ. 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის:
დ.ა) პირველ წინადადებაში სიტყვის „დანაშაულის“შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან კორუფციული სამართალდარღვევის“;
დ.ბ) „ბ“ქვეპუნქტში სიტყვის „ნიშნები“შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენა“.
მუხლი 2
ეს კონსტიტუციური კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის უზრუნველყოფის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის უზრუნველყოფის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.04.2002.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის უზრუნველყოფის თაობაზე?
- „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის უზრუნველყოფის თაობაზე მიღებულია 10.04.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1367. სარეგისტრაციო კოდი — 0000.00.00.000000.
- სად არის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის უზრუნველყოფის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.04.2002 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის უზრუნველყოფის თაობაზე, №1367, 10.04.2002, სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.04.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/41272/