შპს "ნავთობსადენების სამშენებლო კომპანი"-ის აუქციონის გამოცხადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110816014, 18/08/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

   განცხადება აუქციონის შესახებ

 

  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 17 ნოემბრის №2/8514-10 სასამართლოს სხდომის ოქმის საფუძველზედ დავინიშნე შპს „ნავთობის სამშენებლო კომპანიის” გაკოტრების მმართველი ვლადიმერ სალაძე გაცნობებთ, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ვნიშნავ 2011 წლის 19 სექტემბერს 1-ლ აუქციონს შპს „ნავთობის სამშენებლო კომპანიის“ უძრავ-მოძრავ ქონებაზე:

1. გარდაბნის რაიონი სოფელი გაჩიანი, სექტორი ადთაკლია, ნაკვეთის საკადასტრო კოდია №810609121, ფართით 15892 კვ.მ მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით.

2. მსუბუქი ავტომობილი ბ. მ. ვ. 5201.

3. ავტოჩამტვირთველი „ზეტელმეიერი” ზლ-4002.

4. ტატრა 815-253 (ბეტონმრევი).

5. ტატრა 815-253 (თვითმმცლელი).

6. კამაზი 5511  (თვითცლელი).

7. კავზი 3270 (საშუალო ტევადობის ავტობუსი).

8. კრაზი 256ბ1 (თვითმცლელი).

9. მაზი  5334 (სპეციალიზირებული).

10.  უაზი 3303-01 (ბორტიანი).

11. გაზ 53.

12. ვაზ 21213  (მსუბუქი მაღალი გამავლობის).

13. ავტოკრანი (კრაზ მკატ-40).

     14.  „მუხლუხება ამწე რდკ.

15.  ავტოკრანი ზილ 133 კს 3575 ა.

16.  ტატრა თვითმცლელი.

17. კომპიუტერი.

18. ფაქსი „პანასონიკი”.

19. კომპიუტერი.

20. ბეტონის ნასოსი „ტურბოსოლ”.

21. საოფისე ავეჯი.

22. კომპიუტერი პ4/256მბ/40გბ.

23. იუპიესი 500.

24.  ნოუთბუქი სიმენსი პილ 505.

25. სეიფი.

26. ძიპ პრივ 250 მბ უესბი ექსტ.

     27. კომპიუტერული სისტემა სვიჩ.

28.  ლამინატორი.

 

შენიშვნა: უძრავ-მოძრავი ქონების მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის თაობაზე შეგიძლიათ მიმართოთ გაკოტრების მმართველს.

აუქციონზე ქონება იყიდება ერთიანი კომპლექსის სახით, აუქციონზე გასატანი უძრავ-მოძრავი ქონების საერთო ღირებულება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” კან ო ნის 38.10 მუხლის შესაბამისად შეადგენს 232 352.25 ლარს.

შემძენის მიერ თანხის 1/3-ის გადახდა უნდა მოხდეს აუქციონის ჩატარების დღესვე, ხოლო დარ ჩ ენილი 2/3-ის – აუქციონის ჩატარებიდან 7 დღის ვადაში.

 აუქციონში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი აუქციონში მონაწილეობის შესახებ არაუგვიანეს 2011 წლის 16 სექტემბრამდე, ქ. თბილისში, დიღმის მასივი, მე-6 კვარტალი, 22 ა კორპუსი, ბინა №37, 10-18 სთ-მდე. განცხადებას უნდა დაერთოს პირადობის მოწმობა (ფიზიკური პირის შემთხვევაში), ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ იგი მოქმედებს სხვა პირის სახელით. იურიდიული პირები დამატებით წარმოადგენენ სადამფუძნებლო დოკუმენტაციას და ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან.

ა უქციონი ჩატარდება 2011 წლის 19 სექტემბერს 17 საათზე ქ. თბილისში, დიღმის მასივი,     მე-6-ე კვარტალი, 22 ა კორპუსი, ბინა 37.

აუქციონზე გამარჯვებულად გამოცხადდება ის პირი, ვინც გადაიხდის აუქციონზე გასატანი უძრავ-მოძრავი ქონების საერთო ღირებულების შესაბამისად მაქსიმალურ თანხას.

დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ შპს „ნავთობსადენის სამშენებლო კომპანიის” გაკოტრების მმართველს ვლადიმერ სალაძეს –  ქ. თბილისი, დიღმის მასივი, მე-6 კვარტალი, 22 ა კორპუსი, ბინა №37. 10-18 საათამდე შაბათ-კვირის გარდა. ტ ელეფონი: 577 73 59 03.

გამცხადებელი

შპს „ნავთობის სამშენებლო კომპანიის“

გაკოტრების მმართველი              ვ. სალაძე