”საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/1539
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.024.016098
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110816018, 18/08/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება№1-1/1539

2011 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

”საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილი ს №1-1/584 ბრძანება ში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებით (სსმ ვებ პორტალი, 110414009, 14/04/2011) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტ ს დაემატოს „ლ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ლ1)სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, აღრიცხვა, ანალიტიკური დამუშავება და ერთიანი საინფორმაციო ბანკის ფორმირება.“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს სტრუქტურული ქვადანაყოფებია:

ა) საფინანსო და ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) საავტომობილო ტრანსპორტის სამსახური;

ბ.ა) სატვირთო გადაზიდვების სამმართველო;

ბ.ბ) სამგზავრო გადაყვანების სამმართველო;

გ) სპეციალური ტრანსპორტის სამსახური;

დ) უსაფრთხოების სამსახური;

ე) ანალიზისა და მონიტორინგის სამსახური;

ვ) მომხმარებლებთან ურთიერთობის სამსახური;

ზ) საკვალიფიკაციო ცენტრი.“.

 3. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საავტომობილო ტრანსპორტის სამსახური შედგება სატვირთო გადაზიდვებისა და სამგზავრო გადაყვანების სამმართველოებისაგან:

ა) სატვირთო გადაზიდვების სამმართველოს ფუნქციებია:

ა.ა) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის, საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) გაცემასთან (გადაცემასთან), მათში ცვლილებების შეტანასა ან გაუქმებასთან დაკავშირებული საქმიანობა, შესაბამისი სანებართვო რეესტრის წარმოება;

ა.ბ) საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სფეროში ტექნიკური რეგლამენტებისა და სხვა ნორმატიული აქტების, საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების შემუშავებასა და მათ რეალიზაციაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში. საჭიროების შემთხვევაში მასალების მომზადება მათში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზანშეწონილობის შესახებ;

ა.გ) კომპეტენციის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვის მარეგულირებელი საერთაშორისო ხელშეკრულებების, ტექნიკური რეგლამენტებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელებაში მონაწილეობა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ა.დ) პარტნიორ ქვეყნებთან შეუფერხებელი საავტომობილო სატვირთო მიმოსვლისათვის აუცილებელი პირობების ანალიზი, შესაბამისი ნებართვების ფორმების, ნებართვების რაოდენობისა და სახეების, სანებართვო კვოტების განსაზღვრის, გაცვლილი/მიღებული ნებართვების რაციონალური განაწილებისა და გამოყენების თაობაზე წინადადებების მომზადება;

ა.ე) საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის ფორმების შემუშავებაში მონაწილეობა;

ა.ვ) სანებართვო საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემთა კომპიუტერული საინფორმაციო ბანკის შექმნა და მონაცემთა ანალიზი;

ა.ზ) სააგენტოში შემოსული განცხადებების, აგრეთვე სატრანსპორტო პროცესის მონაწილეთა შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობა უფლებამოსილების ფარგლებში;

ა.თ) საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სფეროში მეწარმეებისა და მომხმარებლების ინტერესების დაცვა კომპეტენციის ფარგლებში;

ა.ი) საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სფეროში მოქმედ პრიორიტეტულ საერთაშორისო კონვენციებთან და შეთანხმებებთან მიერთებისათვის მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობა და მიერთების შემდგომ გათვალისწინებული თანმხლები პროცედურებისა და საქმიანობის განხორციელება დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში;

ა.კ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში, შეხვედრებში, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ღონისძიებებში, საექსპერტო კომისიების და ჯგუფების ორგანიზებასა და მუშაობაში მონაწილეობა;

ა.ლ) საომარ ან/და საგანგებო სიტუაციაში სატვირთო ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად „მობილიზაციის შესახებ“ და „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა რეალიზაციაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

ა.მ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

ბ) სამგზავრო გადაყვანების სამმართველოს ფუნქციებია:

ბ.ა) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემასთან, მათში ცვლილებების შეტანასა ან გაუქმებასთან დაკავშირებული საქმიანობა, მეწარმეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა-ექსპერტიზა, ხელშემკვრელ მხარესთან წარსადგენი რეკომენდაციების მომზადება, ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების რეკომენდაციების განხილვა, დოკუმენტაციის შეთანხმება-დამოწმება, შესაბამისი სანებართვო რეესტრის წარმოება;

ბ.ბ) საავტომობილო სამგზავრო გადაყვანების სფეროში ტექნიკური რეგლამენტებისა და სხვა ნორმატიული აქტების, საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების შემუშავებასა და მათ რეალიზაციაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში. საჭიროების შემთხვევაში მასალების მომზადება მათში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზანშეწონილობის შესახებ;

ბ.გ) კომპეტენციის ფარგლებში საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მარეგულირებელი საერთაშორისო ხელშეკრულებების, ტექნიკური რეგლამენტებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელებაში მონაწილეობა;

ბ.დ) პარტნიორ ქვეყნებთან შეუფერხებელი საავტომობილო სამგზავრო მიმოსვლისათვის აუცილებელი პირობების ანალიზი, შესაბამისი ნებართვების ფორმების რაოდენობისა და სახეების, სანებართვო კვოტების განსაზღვრის, გაცვლილი/მიღებული ნებართვების ფორმების რაციონალური განაწილებისა და გამოყენების თაობაზე წინადადებების მომზადება.

 ბ.ე) საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის ფორმების შემუშავებაში მონაწილეობა;

ბ.ვ) საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანების განმახორციელებელი გადამზიდველების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მარშრუტების, განრიგების, ტარიფების, შესასრულებელი რეისების პერიოდულობის და სახშირის, აგრეთვე სამგზავრო ავტოსადგურების ადგილმდებარეობის, კლასებისა და მათ მიერ მომსახურე მარშრუტების შესახებ საინფორმაციო ბანკის შექმნა და მონაცემთა ანალიზი;

ბ.ზ) სააგენტოში შემოსული განცხადებების, აგრეთვე სატრანაპორტო პროცესის მონაწილეთა შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობა უფლებამოსილების ფარგლებში;

ბ.თ) საავტომობილო სამგზავრო გადაყვანების სფეროში მეწარმეებისა და მომხმარებლების ინტერესების დაცვა კომპეტენციის ფარგლებში;

ბ.ი) საავტომობილო სამგზავრო გადაყვანების სფეროში მოქმედ პრიორიტეტულ საერთაშორისო კონვენციებთან და შეთანხმებებთან მიერთებისათვის მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობა და მიერთების შემდგომ გათვალისწინებული თანმხლები პროცედურებისა და საქმიანობის განხორციელება დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში;

ბ.კ)კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში, შეხვედრებში, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ღონისძიებებში, საექსპერტო კომისიების და ჯგუფების ორგანიზებასა და მუშაობაში მონაწილეობა;

ბ.ლ) საომარ ან/და საგანგებო სიტუაციაში სამგზავრო ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად „მობილიზაციის შესახებ“ და „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა რეალიზაციაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

ბ.მ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.“

ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ზ) სპეციალური ტარნსპორტის სფეროში მოქმედ პრიორიტეტულ საერთაშორისო კონვენციებთან და შეთანხმებებთან მიერთებისათვის მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობა და მიერთების შემდგომ გათვალისწინებული თანხლები პროცედურებისა და საქმიანობის განხორციელება დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში;“

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციებია:

ა) საერთაშორისო სატრანსპორტო ორგანიზაციებსა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისა და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით დარგში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი და საერთაშორისო ვალდებულებებით განსაზღვრული უსაფრთხოების ტექნიკური პირობების და ნორმების ანალიზი, მათი იმპლემენტაციისათვის აუცილებელი წინადადებების მომზადება და რეალიზაციაში მონაწილეობა;

ბ) სახმელეთო ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო კონცეფციებისა და პროგრამების პროექტების შემუშავებასა და მათ რეალიზაციაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

გ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში, შეხვედრებში, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ღონისძიებებში, საექსპერტო კომისიების და ჯგუფების ორგანიზებასა და მუშაობაში მონაწილეობა;

დ) სამსახურის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული მონაცემთა კომპიუტერული საინფორმაციო ბანკის შექმნა და მონაცემთა ანალიზი;

ე) გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის, ევროსაბჭოს და ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) /საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) წესების, დირექტივებისა და რეზოლუციების, დარგში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის ECMT-ს სერტიფიკატების, სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის ან გაუქმების უზრუნველყოფა, შესაბამისი სასერტიფიკაციო რეესტრის წარმოება;

ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიშის ბლანკების კანონმდებლობით დადგენილი წესით დამზადების ორგანიზებაში მონაწილეობა, მათი გამოყენების მონიტორინგი, ფირნიშის ბლანკების რეესტრის წარმოება; “

4) მე-5 მუხლს დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„41 ანალიზისა და მონიტორინგის სამსახურის ფუნქციებია:

ა) სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვება, მიღებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და მეწარმეთა აღრიცხვა;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება მეწარმე სუბიექტთა რეპუტაციის, ფინანსური სტაბილურობისა და კომპეტენტურობის შესწავლის მიზნით და შესაბამისი საინფორმაციო ბაზის ფორმირება;

გ) ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენების მომზადება, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაცია, ერთიანი საინფორმაციო ბანკის ფორმირება და ეტაპობრივი შევსება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში დარგში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ტექნიკური რეგლამენტებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით. მათი დარღვევისას ან/და ეროვნული გადამზიდველების მიერ დაშვებულ დარღვევებზე უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებისაგან ინფორმაციის მიღებისას, დარმღვევ პირთა მიმართ საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;

ე) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების დადგენილ მოთხოვნებთან შესატყვისობის დამადასტურებელი ECMT-ს სერტიფიკატებით და სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობებით განსაზღვრული პირობების დაცვის მონიტორინგი და პირობების დარღვევის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარების უზრუნველყოფა;

ვ) სააგენტოში შემოსული განცხადებების, აგრეთვე სატრანსპორტო პროცესის მონაწილეთა შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობა უფლებამოსილების ფარგლებში;

ზ) სახმელეთო ტრანსპორტის დარგში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების და სამართალდამრღვევი მეწარმე სუბიექტების აღრიცხვის წარმოება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვა.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოადგილე დ.გიორგაძე