📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ტექნიკური რეგლამენტის „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 09.08.2011
ძალის დაკარგვა 17.09.2012
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №001
სარეგისტრაციო კოდი 300160070.55.067.016001
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110817019, 18/08/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,801 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.08.2011 მიღება
17.09.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ტექნიკური რეგლამენტის „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} span.PlainTextChar { } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.abzacixmlChar { } span.saxexmlChar { font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის                                             ბრძანება №001 2011 წლის 9 აგვისტო ქ. ბათუმი ტექნიკური რეგლამენტის „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ „საქართველოს საზღვაო კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „დ" ქვეპუნქტის და „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 09 ივნისის №1-1/883 ბრძანების მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესი“. 2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „ტექნიკური რეგლამენტის „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2009 წლის 15 სექტემბრის №122 ბრძანება (სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.47.052.013.540) . 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. თ. იობიძე ტექნიკური რეგლამენტი „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესი“     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები    1. ტექნიკური რეგლამენტი „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების პროცედურას და პირობებს, აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლებს, აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოების საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების პირობებს, მასთან დასადები ხელშეკრულების/შეთანხმების (შემდგომში – ხელშეკრულება) ფორმასა და სავალდებულო პირობებს, საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების გაუქმების პირობებსა და წესს. 2. საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარებას, აღიარებაზე უარის თქმას, აღიარების გაუქმებას, აღრიცხვას, აგრეთვე აღიარებულ საკლასიფიკაციო საზოგადოებასთან ხელშეკრულების დადებას/მოშლას და საკლასიფიკაციო საზოგადოების საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო). 3. ამ წესის ამოქმედებამდე აღიარებულ საკლასიფიკაციო საზოგადოებებთან დადებული ხელშეკრულება ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, თუ არ არსებობს ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების ვადამდე მოშლის საფუძველი.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ნაოსნობის უსაფრთხოების მოთხოვნები – საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) კონვენციებით/რეზოლუციებით დადგენილი მოთხოვენები, რომლებიც განსაზღვრავენ: ა.ა) გემის კონსტრუქციის, მისი მექანიზმებისა და გემის მართვის სტანდარტებს; ა.ბ) გემის მაქსიმალური დატვირთვის დასაშვებ ზღვარს; ა.გ) გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების სავალდებულო ნორმებს; ა.დ) კავშირგაბმულობის უზრუნველყოფისა და გემების შეჯახების თავიდან აცილების პირობებს; ბ) საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარება – სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანება) საფუძველზე დადებული ხელშეკრულებით საკლასიფიკაციო საზოგადოებისათვის საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი/ცურვის მსურველი გემის შემოწმების, კონვენციური მოწმობების გაცემისა და სხვა სახის მომსახურების გაწევის უფლების მინიჭება; გ) კონვენციური მოწმობა – „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ“ 1974 წლის საერთაშორისო კონვენციით (SOLAS-1974) და მისი 1988 წლის ოქმით (შესწორებებით), „ხომალდებიდან გაჭუჭყიანების აღკვეთის შესახებ“ 1973 წლის საერთაშორისო კონვენციით (MARPOL-1973) და მისი 1978 წლის ოქმით (შესწორებებით), „სატვირთო მარკის შესახებ“ 1966 წლის საერთაშორისო კონვენციით და მისი 1988 წლის ოქმით (შესწორებებით), „ხომალდების გაზომვის შესახებ“ 1969 წლის საერთაშორისო კონვენციითა და „ზღვაში ხომალდების შეჯახების გაფრთხილების წესების შესახებ“ 1972 წლის საერთაშორისო კონვენციით, აგრეთვე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) სხვა კონვენციებით/რეზოლუციებით გათვალისწინებული მოწმობები/სერტიფიკატები, რომლებსაც გასცემს სააგენტოს მიერ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოება მის ზედამხედველობის ქვეშ მყოფ გემზე, ნაოსნობის უსაფრთხოების მოთხოვნებთან გემის შესაბამისობის დადასტურების მიზნით; დ) აღიარების მაძიებელი საკლასიფიკაციო საზოგადოება – ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაცია, რომელსაც სურვილი აქვს ზედამხედველობა გაუწიოს „საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში“ რეგისტრაციას დაქვემდებარებულ/რეგისტრირებულ გემს. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს საზღვაო კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობა.     მუხლი 3🔗. აღიარების მაძიებელი საკლასიფიკაციო საზოგადოებისადმი წაყენებული მოთხოვნები 1. აღიარების მაძიებელი საკლასიფიკაციო საზოგადოება (შემდგომში – მაძიებელი) უნდა შეესაბამებოდეს: ა) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) 1993 წლის 4 ნოემბრის A.739 (18) რეზოლუციის – „სააგენტოს სახელით მოქმედი ორგანიზაციებისათვის უფლებამოსილებების მინიჭების სახელმძღვანელო“ (შემდგომში – რეზოლუცია A.739) – დანართისა და დამატება 1-ის მოთხოვნებს; ბ) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) 1995 წლის 23 ნოემბრის A.789 (19) რეზოლუციის – „სააგენტოს სახელით აღიარებული ორგანიზაციების შემოწმებისა და მოწმობების ფუნქციების სპეციფიკაციები“ – დანართის მოთხოვნებს, მათ შორის: ბ.ა) მართვის სისტემის სფეროში – მოდული 1-ით („მართვა“) განსაზღვრულ მოთხოვნებს; ბ.ბ) ტექნიკური ექსპერტიზის სფეროში – მოდული 2-ით („ტექნიკური ექსპერტიზა“) განსაზღვრულ მოთხოვნებს; ბ.გ) შემოწმებისა და შესაბამისობის დადასტურების სფეროში – მოდული 3-ით („შემოწმებები“) განსაზღვრულ მოთხოვნებს; ბ.დ) სპეციალისტების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სფეროში – მოდული 4-ით („კვალიფიკაცია და მომზადება“) განსაზღვრულ მოთხოვნებს; გ) „ISO 9001-2000“-ის მართვის ხარისხის სისტემის მოთხოვნებს. 2. აღიარების მაძიებელი საკლასიფიკაციო საზოგადოება უნდა იყოს საერთაშორისო საკლასიფიკაციო საზოგადოებების ასოციაციის (IACS) წევრი.     მუხლი 4🔗. საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების პროცედურა 1. მაძიებელი სააგენტოს წარუდგენს წერილობით განცხადებას (შემდგომში – განცხადება), რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს და რომელშიც სავალდებულოდ მითითებულ უნდა იქნეს, თუ რა საერთო ტევადობის, მთავარი ძალური დანადგარის სიმძლავრის, ტიპის, დანიშნულებისა და სხვა მახასიათებლების მქონე გემის ზედამხედველობის განხორციელება სურს მაძიებელს, აგრეთვე, რა სახის კონვენციური მოწმობების გაცემა შეუძლია მას. განცხადებას ხელს აწერს მაძიებლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი. 2. განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან – თუ მაძიებელი კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმეა. უცხო ქვეყნის მაძიებლის შემთხვევაში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ან მისი ეკვივალენტური დოკუმენტი; ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები – თუ მაძიებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია; გ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მაძიებლის შესაბამისობას ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. 3. უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულმა მაძიებელმა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, განცხადებას დამატებით უნდა დაურთოს მისი რეგისტრაციის სახელმწიფოს ან სხვა სახელმწიფო(ები)ს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (მოწმობა/სერტიფიკატი ან სხვა).  4. განცხადება სააგენტოსთვის წარმოადგენს საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს. განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების განხილვა სააგენტოში ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და იმ მიზნით, რათა დადგინდეს, აკმაყოფილებს თუ არა განცხადება, მასზე თანდართული დოკუმენტები და შემცველი ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის მოთხოვნებს. 5. თუ განცხადება და თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, მაშინ სააგენტო მაძიებელს წერილობით მიუთითებს კონკრეტულ ხარვეზ(ებ)ზე, და კანონმდებლობით დადგენილი წესით განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ხარვეზ(ებ)ი და წერილობით წარმოადგინოს მათი გამოსწორების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია. 6. საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების პროცესში, სააგენტო, მაძიებლის ადამიანური რესურსების (პერსონალის კვალიფიკაცია, რაოდენობა), ტექნიკური საშუალებების (მოწყობილობები, დანადგარები), არსებული გამოცდილებისა და სხვა პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე გასაწევი მომსახურების მოცულობის გათვალისწინებით, ადგენს მაძიებლის შესაძლებლობას განახორციელოს გემის ზედამხედველობა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ განცხადებაში მის მიერ მოთხოვნილი მახასიათებლებისა და პირობების შესაბამისად. სააგენტო უფლებამოსილია ადგილზე შეამოწმოს მაძიებლის საქმიანობის ფაქტობრივი მდგომარეობა და აღნიშნული შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში, თუ ეს შემოწმება ხორციელდება საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაძიებელი ვალდებულია აანაზღაუროს სააგენტოს მიერ ამ პუნქტით განსაზღვრული შემოწმებისათვის გაწეული ხარჯები. 7. განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტების ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის, აგრეთვე, ამ მუხლის მე-6 პუნქტ ით გათვალისწინებული შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, ან თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის/ინფორმაციის მიღების შემდეგ სააგენტო დაადგენს მაძიებლის წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას მაძიებლის საკლასიფიკაციო საზოგადოებად აღიარების შესახებ. 8. აღიარებულ საკლასიფიკაციო საზოგადოებასთან (შემდგომში – საკლასიფიკაციო საზოგადოება) სააგენტო დებს ხელშეკრულებას, რომლის სავალდებულო პირობები, ამ მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, განსაზღვრულია ამ წესის მე-7 მუხლში.     მუხლი 5🔗. მაძიებლის საკლასიფიკაციო საზოგადოებად აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლები სააგენტო არ აღიარებს მაძიებელს საკლასიფიკაციო საზოგადოებად, თუ: ა) მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განცხადება ან/და მასზე თანდართული დოკუმენტები არ აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ან/და ამ წესის მოთხოვნებს და ეს ხარვეზ(ებ)ი დადგენილ ვადაში არ იქნა გამოსწორებული მაძიებლის მიერ; ბ) მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს; გ) მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ყალბია; დ) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული უარის თქმის სხვა საფუძველი.     მუხლი 6🔗. საკლასიფიკაციო საზოგადოების საქმიანობაზე კონტროლი 1. საკლასიფიკაციო საზოგადოების საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად. 2. საკლასიფიკაციო საზოგადოების საქმიანობის შემოწმება ხორციელდება, სულ ცოტა, 2 წელიწადში ერთხელ მაინც და იმ მიზნით, რათა დადგინდეს საკლასიფიკაციო საზოგადოების საქმიანობის შესაბამისობა მის მიერ ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მდგომარეობასთან. 3. საკლასიფიკაციო საზოგადოება ვალდებულია შეუქმნას სააგენტოს ხელსაყრელი პირობები შემოწმების ჩასატარებლად და აუნაზღაუროს მას შემოწმებისათვის გაწეული ხარჯები, ამ წესის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.     მუხლი 7🔗. ხელშეკრულების ფორმა და სავალდებულო პირობები ხელშეკრულება უნდა დაიდოს საერთაშორისო საზღვაო პრაქტიკაში საკლასიფიკაციო საზოგადოებების აღიარებისათვის მიღებული, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წერილობითი ფორმით და შეიცავდეს რეზოლუცია A.739-ით განსაზღვრულ სავალდებულო პირობებს, მათ შორის, გემის შემოწმებასთან დაკავშირებულ შემდეგ მოთხოვნებს: ა) შემოწმება უნდა განხორციელდეს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) 2003 წლის 5 დეკემბრის A.948 (23) რეზოლუციის – „შემოწმებების და მოწმობების გაფორმების ჰარმონიზებული სისტემის შესაბამისად შემოწმებების გადასინჯული სახელმძღვანელო“ – გათვალისწინებით; ბ) შემოწმება შეიძლება განხორციელდეს სააგენტოს ან/და საკლასიფიკაციო საზოგადოების ინიციატივით; გ) გემის შემოწმების შედეგების შესახებ საკლასიფიკაციო საზოგადოებამ წერილობითი ანგარიში და მის მიერ გაცემული კონვენციური მოწმობების ასლები უნდა წარუდგინოს სააგენტოს, სადაც მითითებული იქნება შემოწმებისას გამოვლენილი ნაკლოვანებები (არსებობის შემთხვევაში) და მათი აღმოფხვრის რეკომენდაციები, აღმოფხვრის ვადების განსაზღვრით; დ) თუ შემოწმების მიმდინარეობისას გამოვლენილი იქნება ისეთი ნაკლოვანებები, რომლებიც რეალურ საფრთხეს უქმნიან ნაოსნობის უსაფრთხოებას, გემზე მყოფ ადამიანებს ან/და გარემოს, მაშინ საკლასიფიკაციო საზოგადოება აჩერებს მის მიერ გაცემული კონვენციური მოწმობის მოქმედებას და აცნობებს ამის შესახებ სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადაწყვეტილების მისაღებად; ე) თუ გემთმფლობელი არ ეთანხმება საკლასიფაკაციო საზოგადოების მიერ გამოვლენილ ნაკლოვანებებს, სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს გემის ინსპექტირება გემის დროშის სახელმწიფო ინსპექტორის მეშვეობით.     მუხლი 8🔗. საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება ან ბათილად ცნობა 1. თუ საკლასიფიკაციო საზოგადოება არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მაშინ სააგენტო მას წერილობით მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე, და კანონმდებლობით დადგენილი წესით, განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც საკლასიფიკაციო საზოგადოებამ უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წერილობით წარმოადგინოს მათი გამოსწორების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია. თუ აღნიშნულ ვადაში საზოგადოება არ აღმოფხვრის ნაკლოვანებებს, მაშინ სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების და ხელშეკრულების მოშლის თაობაზე. 2. თუ საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების შემდეგ დადგინდება, რომ მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ი, რომლის საფუძველზეც მოხდა მისი აღიარება ყალბია, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებისა და ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.  3. სააგენტო ვალდებულია საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების/ბათილად ცნობის თაობაზე, გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში წერილობით აცნობოს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას (IMO).     მუხლი 9🔗. საკლასიფიკაციო საზოგადოებების აღრიცხვა 1. სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოებების აღრიცხვა და შესაბამის მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა. 2. უფლებამოსილი ორგანოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტო ვალდებულია მიაწოდოს მას ინფორმაცია საკლასიფიკაციო საზოგადოებების მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან.     მუხლი 10🔗. გარდამავალი დებულებანი 1. 2012 წლის 15 თებერვლიდან ქართული დროშის ქვეშ მცურავ გემებს მოეთხოვებათ საერთაშორისო საკლასიფიკაციო საზოგადოებების ასოციაციის (IACS) წევრი საკლასიფიკაციო საზოგადოებების მიერ გაცემული სერტიფიკატები. 2. საკლასიფიკაციო საზოგადოებებს, რომლებიც არ არიან საერთაშორისო საკლასიფიკაციო საზოგადოებების ასოციაციის (IACS) წევრები, მიეცეთ უფლება, 2011 წლის 15 დეკემბრამდე გასცენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სერტიფიკტები იმ საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე, რომლებიც იმყოფებიან მათი ზედამხედველობის ქვეშ.