საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ერთობლივ ქვემდებარეობას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმისა და შევსების წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.08.2011 ძალადაკარგული 14.08.2014
ნომერი
№690
სარეგისტრაციო კოდი
020080160.22.034.016053
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110819004, 19/08/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №690-№159

2011 წლის 18 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ერთობლივ ქვემდებარეობას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმისა და შევსების წესის დამტკიცების შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის,„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 231-ე მუხლისა და 239-ე მუხლის 41-ე ნაწილის, შესაბამისად, ვბრძანებ:

1.დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ერთობლივ ქვემდებარეობას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის თანდართული ფორმა (დანართი 1).

2.დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ერთობლივ ქვემდებარეობას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების წესი (დანართი 2).

3. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ოქმის ფორმების დამზადებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია).

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

ა. ხეთაგური

დანართი 1

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

№ 000000

1. ________________________________________  2. ________________________________

        შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)                              შედგენის ადგილი

3. _________________________________________________________________________________

ოქმის შემდგენლები (სახელი, გვარი, თანამდებობა)

_________________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________

 

4. დამრღვევის: ა) _____________________________________________         ბ) ______________________

                                     სახელი, გვარი/ სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი             დაბადების თარიღი

გ) _____________________________________________________________________________________

სამუშაო ადგილი

 

დ) _____________________________        ე) ________________________________________________

                  მოქალაქეობა                                                                           პირადი №

 

5. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი:

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

 

6. ასკ-ს: მუხლი ________ ნაწილი _________ ქვეპუნქტი __________

7. მცურავი ობიექტის (თუ არის): ა) _______________________ბ)_____________________________

                                                                            მოდელი (ტიპი)                              სახელი (სარეგისტრაციო №)

გ)_____________დ)________________ე)____________________ვ)___________________________                                                                დროშა                  IMO-ს ნომერი            საძახისი                                          მიწერის ნავსადგური

8. ____________________________________________________________________________________

                                                მოწმის (თუ არის) სახელი, გვარი და მისამართი

_______________________________________________________________________________________

9. ოქმს თან ერთვის: ___________________________________________________________________

______________________________________________________________________________________

______________________________________________________________________________________

______________________________________________________________________________________

10. დამრღვევის ახსნა-განმარტება: ______________________________________________________

______________________________________________________________________________________

______________________________________________________________________________________

______________________________________________________________________________________

______________________________________________________________________________________

 

მოწმე (თუ არის) ________________________

                                             ხელმოწერა

 

ოქმის შემდგენელი _____________________    ________________________

                                                      ხელმოწერა                              ხელმოწერა

 

სამართალდამრღვევი _______________________________________________________________

                                                   ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა

 

ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები – ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს; მისცეს ახსნა-განმარტებანი; წარადგინოს მტკიცებულებანი; განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს დედაენაზე; თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება).

 დამკვეთი: შსს – საქართველოს

 სასაზღვრო პოლიცია

 მისამართი: ქ. თბილისი    

 სიმონ კანდელაკის ქ. №12 

 დამამზადებელი: შპს „კაბადონი+“

 

 სფს-ს რეგისტრაციის № 00 - 0000  

 

 

 

დანართი 2

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ერთობლივ ქვემდებარეობას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების წესი

    მუხლი 1

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ერთობლივ ქვემდებარეობას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების სამართლებრივ საფუძვლებს.

    მუხლი 2

1.      ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი №1) ივსება ერთობლივად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ.

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი №1) ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეგზავნება საქმის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა სამართალდამრღვევს.

    მუხლი 3

 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 582 მუხლითა და 86-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-7–მე-9 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს (დანართი №1) ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ბუნებრივი რესურსების სააგენტოსთან ერთად.

    მუხლი 4

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (დანართი №1):

ა)  პირველ და მე-2 პუნქტებში აღინიშნება ოქმის შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და შედგენის ადგილი;

ბ)  მე-3 პუნქტში –ოქმის შემდგენლების სახელი, გვარი და თანამდებობა / იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი;

გ)მე-4 პუნქტში აღინიშნება დამრღვევის სახელი, გვარი (იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი) დაბადების თარიღი, სამუშაო ადგილი, მოქალაქეობა და პირადი ნომერი;

დ)მე-5 პუნქტში –ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;

ე) მ ე-6 პუნქტში –ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;

ვ)მე-7 პუნქტის „ა-ვ” ქვეპუნქტებში –მცურავი ობიექტის მონაცემები (თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია მცურავი ობიექტის გამოყენებით), მათ შორის IMO-ს (საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია, რომელიც მცურავ ობიექტებს ანიჭებს სარეგისტრაციო ნომერს) ნომერი;

ზ)მე-8 პუნქტში –მოწმის სახელი, გვარი და მისამართი (თუ არის);

თ)მე-9 პუნქტში შეიტანება ოქმზე თანდართული დოკუმენტების ნუსხა და საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები;

ი)მე-10 პუნქტში აღინიშნება დამრღვევის ახსნა-განმარტება, აგრეთვე მოწმის (თუ არის) ხელმოწერა, ოქმის შემდგენლის ხელმოწერა და სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე უარის თქმა ან ოქმის ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა.