ტექნიკური რეგლამენტის ”ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის წესის” დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 19.08.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/1566
სარეგისტრაციო კოდი 300160070.22.024.016105
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110819013, 22/08/2011
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.08.2011 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| 1 | M2 M3 |
| 2 | N2 N3 |
| 3 | O3 O4 |
| 4 | M1 |
| 5 | N1 |
| 6 | M1 |
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) ექსპლუატაციის წესის” დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 31.12.2013
დოკუმენტის ტექსტი
ტექნიკური რეგლამენტის ”ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის წესის” დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .75in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/1566
2011 წლის 19 აგვისტო
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის წესის„ დამტკიცების თაობაზე
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ„ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ„ ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ„ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ„ ქვეპუნქტის, „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ„ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 9 ივნისის №1-1/883 ბრძანებით დამტკიცებული „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის„ პირველი მუხლის „ე„ ქვეპუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:
მუხლი 1🔗.
დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი „ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის წესი„.
მუხლი 2🔗.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის წესის დამტკიცების შესახებ„ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 25 დეკემბრის №158 ბრძანება.
მუხლი 3🔗. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის პირველი მოადგილე ა.კეკელია
ტექნიკური რეგლამენტი
ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის წესი (შემდგომში _ წესი) ადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის სახეობებისა და ტექნიკური მომსახურების სამუშაოთა ნუსხას, მათი ჩატარების პერიოდულობას, პირობებსა და პროცედურებს, მოთხოვნებს საქართველოში რეგისტრირებული სერვისის საწარმოს მიმართ.
მუხლი 2🔗. წესის მიზანი
წესის მიზანია უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის სტაბილური შესაბამისობა დამამზადებლის მიერ დადგენილ და/ან საქართველოს კანონმდებლობით მიღებულ ნორმებთან ექსპლუატაციის მთელი პერიოდის განმავლობაში.
მუხლი 3🔗. გამოყენების სფერო
1. წესი ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ გადამზიდველებზე, რომლებიც ახორციელებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანასა და სახიფათო ტვირთების გადაზიდვას, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის საწარმოებზე, ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების (საგამოცდო) ცენტრების გარდა.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელთათვის, რომლებიც არ ეწევიან ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანასა და/ან სახიფათო ტვირთების გადაზიდვას, წესის მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 მუხლების მოთხოვნები არ ვრცელდება.
მუხლი 4🔗. ტერმინთა განმარტება
წინამდებარე წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება - ტერმინი განიმარტება „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ„ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისი - მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამართული მდგომარეობის, გარეგნული იერსახისა და კომფორტულობის შენარჩუნების, აღდგენისა და გაუმჯობესების, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაცვის უზრუნველყოფასთან და მოიცავს ტექნიკური მომსახურების, რემონტის და დამატებითი მომსახურების სამუშაოებს;
გ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის საწარმო - იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის სამუშაოებს;
დ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება - ავტოსატრანსპორტო საშუალებების ძირითადი ტექნიკური პარამეტრების, გარეგნული იერსახისა და კომფორტულობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული საქმიანობა, რომელიც მოიცავს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის, უწესივრობების გამოვლენისა და აღმოფხვრის, გარეგანი იერსახის მოწესრიგების, შეზეთვის, საწვავით გაწყობის, მწყობრიდან გამოსული დეტალების შეცვლის, დამატებითი მოწყობილობების დაყენებისა და სხვა ანალოგიურ სამუშაოებს;
ე) ავტოსატრანსპორტო საშუალებების რემონტი - ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამართული მდგომარეობის უზრუნველყოფა მისი ცალკეული, მწყობრიდან გამოსული ან დასაშვებ ზღვრულ მდგომარეობას მიღწეული კვანძისა თუ აგრეგატის აღდგენით ან მისი ახლით შეცვლით;
ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების დამატებითი მომსახურება -ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარეგნული იერსახისა და კომფორტულობის მახასიათებლების გაუმჯობესების, დამატებითი სასიგნალო, განათების, ელექტრონული და სხვა მოწყობილობების დაყენების ან მათი შეცვლის, აგრეთვე დაცვისა და შენახვის მიზნით განხორციელებული საქმიანობა;
ზ) სერვისის წიგნაკი - დოკუმენტი, რომელშიც ხორციელდება გადამზიდველის ავტოსატრანსპორტო საშუალების სერვისის სამუშაოებთან დაკავშირებული და სხვა საჭირო მონაცემების რეგისტრაცია;
თ) სამუშაო ადგილი - ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ან ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემადგენელი აგრეგატების, კვანძებისა და სისტემების სერვისისათვის განკუთვნილი, მომსახურების სახეობისა და შესასრულებელი სამუშაოების მიხედვით სპეციალიზებული, პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული საწარმო უბანი;
ი) გადამზიდველი - ტერმინი განიმარტება „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ„ საქართველოს კანონის შესაბამისად;
კ) რეისი - მარშრუტის საწყისი პუნქტიდან დანიშნულების პუნქტამდე შესრულებული (შესასრულებელი) სატრანსპორტო პროცესი;
ლ) სახიფათო ტვირთი - ტერმინი განიმარტება „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ„ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. მოთხოვნები ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის საწარმოს მიმართ
1. შენობა-ნაგებობანი:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის საწარმოს (შემდგომ სერვისის საწარმო) შენობა უნდა აკმაყოფილებდეს მის მიმართ წაყენებულ შემდეგ მოთხოვნებს:
ა.ა) სერვისის საწარმოს საქმიანობა არ უნდა აფერხებდეს ქუჩაში ფეხით მოსიარულეთა და ტრანსპორტის მოძრაობას;
ა.ბ) სერვისის საწარმოს ნაგებობა უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი წესებით, ნორმებითა და სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (ტემპერატურის, ტენიანობის, განათების, ხმისა და ვიბროიზოლაციის, ტრავმებისაგან დაცვის, სახანძრო და ელექტროუსაფრთხოების, ვენტილაციის, სანიტარიის მიმართ);
ა.გ) სერვისის საწარმოს უნდა გააჩნდეს ტერიტორია ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომისათვის - ოთხ სამუშაო ადგილზე არანაკლებ ერთი სადგომი ადგილი.
2. ტექნიკური აღჭურვილობა:
ა) სერვისის საწარმოს უნდა გააჩნდეს მის მიერ განხორციელებადი მომსახურებისათვის საჭირო მოწყობილობები და ხელსაწყოები გამართულ და უსაფრთხო მდგომარეობაში (დამამზადებლის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად), აგრეთვე საჭირო სიზუსტის დადგენილი წესით დამოწმებული ან დაკალიბრებული საზომი და დიაგნოსტიკური საშუალებები;
ბ) სერვისის საწარმოში გამოყენებული ყველა მოწყობილობა უნდა აკმაყოფილებდეს შრომისა და გარემოს დაცვის დადგენილ მოთხოვნებს.
3. ტექნიკური დოკუმენტაცია:
ა) სერვისის საწარმოს უნდა გააჩნდეს:
ა.ა) მომსახურების სფეროში შემავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მომსახურების სახეობისა და შესასრულებელი სამუშაოების შესაბამისი ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის სახელმძღვანელო დოკუმენტაცია (სერვისის ინსტრუქციები და/ან სახელმძღვანელოები, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სარეგულირო პარამეტრები და ა.შ.), ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარკების მიხედვით;
ა.ბ) სერვისისათვის გამოყენებული მოწყობილობა-დანადგარების ექსპლუატაციის მარეგლამენტირებელი დოკუმენტები (დანადგარების პასპორტები და/ან საექსპლუატაციო დოკუმენტები, დიაგნოსტიკური და/ან მზომი საშუალებების მეტროლოგიური დამოწმების ან დაკალიბრების მოწმობები).
4. პერსონალი:
ა) სერვისის საწარმოს თითოეული სამუშაო ადგილი, როგორც წესი, დაკომპლექტებული უნდა იყოს შესაბამისი სპეციალობით პროფესიული უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის ან სახელობო განათლების მიღების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე სპეციალისტით;
ბ) დასაშვებია სერვისის საწარმოში ავტოსატრანსპორტო საშუალების სერვისის სამუშაოების წარმოება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა„ ქვეპუნქტში მოყვანილი დოკუმენტის არმქონე პირის მიერ დამოუკიდებლად, ავტომექანიკოსის ზედამხედველობის გარეშე იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია ავტომექანიკოსის შეგირდად (დამხმარე მუშად) მუშაობის არანაკლებ სამი წლის სტაჟი, დადასტურებული სერვისის საწარმოს მიერ;
გ) ხუთზე მეტი სამუშაო ადგილის მქონე სერვისის საწარმოში სერვისის სამუშაოებზე საერთო ზედამხედველობას უნდა ახორციელებდეს ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციის უმაღლესი განათლების ან საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში შესაბამისი პროფესიული განათლების მქონე პასუხისმგებელი პირი.
5. ინფორმაცია:
ა) სერვისის საწარმო ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას იქონიოს სახელმწიფო ენაზე ჩამოყალიბებული ინფორმაცია მისი ადგილმდებარეობის, იურიდიული მისამართის, საკონტაქტო მონაცემების, მუშაობის რეჟიმის, მომსახურების სახეობების და მათი ღირებულების, აგრეთვე ზედამხედველი ორგანოს შესახებ;
ბ) სერვისის საწარმოს სარეკლამო და საინფორმაციო წარწერებისა და ნიშნების ფორმა და განლაგება უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
6. ხელშეკრულების ფორმები და პირობები:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელსა და სერვისის საწარმოს შორის ფორმდება ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) სერვისის საწარმო ვალდებულია დაუყონებლივ გააფრთხილოს მფლობელი და მის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე შეწყვიტოს მომსახურება, თუ სამუშაოს შესრულების პროცესში:
ბ.ა) აღმოჩენილი იქნა მფლობელისაგან მიღებული მარაგ-ნაწილებისა და/ან მასალების უხარისხობა ან დაზიანება;
ბ.ბ) მფლობელის მითითებამ ან მოთხოვნამ შეიძლება იმოქმედოს მომსახურების ხარისხზე ან/და სამუშაოს შესრულების ვადაზე ან/და მის ღირებულებაზე;
ბ.გ) აღმოჩენილი იქნა დამატებით ჩასატარებელი სამუშაო, რომლის გარეშეც შეუძლებელია წინასწარ განსაზღვრული სამუშაოს ხარისხიანად შესრულება;
გ) უხარისხო მომსახურების დადასტურებული ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში მფლობელს უფლება აქვს მოითხოვოს:
გ.ა) წუნის გამოსწორება ანაზღაურების გარეშე მხარეთა მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში;
გ.ბ) მომსახურების ღირებულების შესაბამისი შემცირება;
გ.გ) საკუთარი ძალებით ან მესამე მხარის მიერ წუნის გამოსწორების შემთხვევაში გაწეული დანახარჯის ანაზღაურება.
მუხლი 6🔗. ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება
1. ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება შესასრულებული სამუშაოების მიხედვით იყოფა შემდეგ ძირითად სახეობებად:
ა) წინასარეისო;
ბ) საკონტროლო - გამაფრთხილებელი;
გ) სრული ინსპექტირება;
დ) სეზონური.
2. საგარანტიო ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების სამუშაოთა ზუსტ ჩამონათვალს სახეობების მიხედვით და მათი შესრულების პერიოდულობას, როგორც წესი, განსაზღვრავს მწარმოებელი. იმ შემთხვევისათვის, როდესაც ზემოთ მოყვანილი მონაცემები საერთოდ არ არსებობს, ან ასეთი მონაცემები არ არსებობს საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგი პერიოდისათვის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების სამუშაოთა ჩატარების პერიოდულობა განსაზღვრულია დანართით №1, ტექნიკურ მომსახურებებს შორის განარბენი კილომეტრებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით, სტანდარტის გოსტ 21624-81 საფუძველზე, ხოლო ტექნიკური მომსახურების სამუშაოთა განზოგადებული ჩამონათვალი მომსახურების ძირითადი სახეობების მიხედვით მოცემულია დანართში №2.
3. ავტოსატრანსპორტო საშუალების წინასარეისო მომსახურებისას, რომელიც უნდა ჩატარდეს უშუალოდ რეისში გასვლის წინ, ხდება მოძრაობის უსაფრთხოებაზე გავლენის მქონე აგრეგატების, კვანძებისა და სისტემების საკონტროლო დათვალიერება, საექსპლუატაციო სითხეების დონეებისა და კომპლექტაციის შემოწმება, გარეგანი იერსახის მოწესრიგება, შეზეთვისა და საწვავით გაწყობის სამუშაოების ჩატარება, ცალკეული ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის - სალონის ან ძარის სანიტარიულ-ჰიგიენური დამუშავება. წინასარეისო მომსახურებას ატარებს მძღოლი ან გადამზიდველის მიერ უფლებამოსილი პირი.
4. საკონტროლო-გამაფრთხილებელი და სრული ინსპექტირების სამუშაოების ჩატარებისას ხდება ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრა, უწესივრობების გამოვლენა და აღმოფხვრა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ძირითადი ტექნიკური პარამეტრების შენარჩუნებისა და გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით. აღნიშნული სამუშაოები მოიცავს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ძრავას, გაგრილებისა და შეზეთვის სისტემების, გადაბმულობის, გადაცემათა კოლოფის, სახსრული ლილვების, წინა და უკანა ხიდების, საჭით მართვისა და სამუხრუჭო სისტემების, სავალი ნაწილის, კაბინისა და ძარის, კვების სისტემის, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების, აკუმულატორების ბატარეის, ანთების სისტემის, მაშუქი და სასიგნალო მოწყობილობებისა და სხვა კვანძებისა და აგრეგატების საკონტროლო-სარეგულირო ოპერაციებს. აღნიშნული სამუშაოები ტარდება ამ წესით განსაზღვრული პერიოდულობითა და მწარმოებლის მიერ დადგენილი ტექნოლოგიით სერვისის საწარმოში და რეგისტრირდება სერვისის წიგნაკში.
5. სეზონური მომსახურება, საქართველოს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ცალკე არ ტარდება. იგი შეთავსებულ უნდა იქნეს საგაზაფხულო და საშემოდგომო პერიოდებში ჩასატარებელ სრული ინსპექტირების სამუშაოებთან.
6. აირზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებების დამატებითი მომსახურების პირობები განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტით.
მუხლი 7🔗. ავტოსატრანსპორტო საშუალებების რემონტი
1. ავტოსატრანსპორტო საშუალებების რემონტი ხორციელდება სერვისის საწარმოში.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალებების რემონტი ტარდება საჭიროებისამებრ, მისი შემადგენელი აგრეგატების, კვანძებისა და დეტალების მწყობრიდან გამოსვლის ან მათთვის განსაზღვრული საექსპლუატაციო რესურსის ამოწურვის შემთხვევაში და რეგისტრირდება სერვისის წიგნაკში.
3. რემონტის შესრულების ტექნოლოგიურმა დონემ უნდა უზრუნველყოს გარემონტებული აგრეგატების, კვანძებისა და დეტალების მტყუნების გარეშე მუშაობა არანაკლებ შემდგომი სრული ინსპექტირების ჩატარებამდე დარჩენილ განარბენზე.
მუხლი 8🔗. ავტოსატრანსპორტო საშუალებების დამატებითი მომსახურება
ავტოსატრანსპორტო საშუალების დამატებითი მომსახურება ნებაყოფლობითი ხასიათისაა და ტარდება მისი მფლობელის სურვილისამებრ.
მუხლი 9🔗. სერვისის წიგნაკი
1. სერვისის წიგნაკი გაიცემა გადამზიდველის მიერ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც აკმაყოფილებს ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების სავალდებულო მოთხოვნებს.
2. სერვისის წიგნაკში, მის ცალკეულ გვერდებზე, ჩამოთვლილი თანმიმდევრობით, ქვემოთ მოყვანილი პუნქტების შესაბამისად, უნდა დაფიქსირდეს:
ა) გადამზიდველის რეკვიზიტები, ავტოსატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო მონაცემები, ოდომეტრის ჩვენება სერვისის წიგნაკის გაცემის მომენტში, სერვისის წიგნაკის გაცემის თარიღი, პასუხიმგებელი პირის ხელმოწერა და ბეჭედი;
ბ) სერვისის საწარმოს რეკვიზიტები, მისი დეკლარაციის/სერტიფიკატის № და მიღების თარიღი, მომსახურების კოდი და მოქმედების ვადა, ხელშეკრულების № (არსებობის შემთხვევაში), გაფორმების თარიღი და მოქმედების ვადა, სერვისის წიგნაკის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირის მონაცემები, პასუხიმგებელი პირის ხელმოწერა და ბეჭედი;
გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების სახეობა, სამუშაოს შესრულების თარიღი და ოდომეტრის ჩვენება ამ დროისათვის, სერვისის საწარმოს პასუხიმგებელი პირის ხელმოწერა და ბეჭედი;
დ) კვანძის ან აგრეგატის რემონტის კონკრეტული სახე, რემონტის თარიღი და ოდომეტრის ჩვენება ამ დროისათვის, დადასტურებული სერვისის საწარმოს პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
ე) მონაცემები ავტოსატრანპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ჩატარების შესახებ (ჩატარების თარიღი და ფირნიშის ნომერი, შემდგომ ტესტირებაზე წარდგენის თარიღი).
3. სერვისის წიგნაკში უნდა იყოს მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების სამუშაოთა ჩატარების პერიოდულობა (დანართი №1) და მათი განზოგადებული ჩამონათვალი სახეობების მიხედვით (დანართი №2). ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიის, ტიპისა და მარკის შესაბამისად, სერვისის საწარმოს მიერ სავალდებულოდ შესასრულებელი სამუშაოების პერიოდულობას და კონკრეტული სახეობების აღმნიშვნელ პუნქტებს/ქვეპუნქტებს სერვისის წიგნაკში, მის გაცემამდე, მონიშნავს გადამზიდველის პასუხიმგებელი პირი. მონიშვნის სისწორე უნდა დადასტურდეს სერვისის საწარმოს პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით სერვისის სამუშაოების დაწყებამდე.
4. სერვისის წიგნაკი უნდა შეიცავდეს გვერდებს განსაკუთრებული აღნიშვნებისათვის აგრეგატების და კვანძების შეცვლის, მათზე სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში -მისი მონაცემების, ავტოსატრანსპორტო საშუალებაში კონსტრუქციული ცვლილებებისა და ფუნქციური დანიშნულების შეცვლის შესახებ. აღნიშნული ცვლილებების შესახებ ჩანაწერს სერვისის წიგნაკში, შესაბამის გვერდზე, დადასტურებულს ხელმოწერითა და ბეჭდით, აკეთებს სერვისის საწარმოს პასუხისმგებელი პირი.
5. სერვისის წიგნაკის დაკარგვის, დაზიანების ან შესავსები გრაფების ამოწურვის შემთხვევაში გადამზიდველი გასცემს ახალ სერვისის წიგნაკს.
6. გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს მგზავრთა გადაყვანასა და/ან სახიფათო ტვირთის გადაზიდვას, ვალდებულია უზრუნველყოს სათანადოდ გაფორმებული სერვისის წიგნაკის არსებობა ამ პროცესში ჩართულ თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალების ბორტზე.
მუხლი 10🔗. სერვისის საწარმოს შესაბამისობის შეფასება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან
1. სერვისის საწარმოს წინამდებარე წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისა და დადასტურების პროცედურა ხორციელდება სერვისის საწარმოს მიერ ამ წესის მოთხოვნებთან მომსახურების შესაბამისობის დეკლარაციის სავალდებულო მიღებით ან ამ წესის მოთხოვნებთან მომსახურების შესაბამისობის შეფასების მიზნით მისი აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოსათვის ნებაყოფლობით წარდგენით.
2. შესაბამისობის დამადასტურებლის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
დანართი №1
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების სამუშაოთა ჩატარების პერიოდულობა ტექნიკურ მომსახურებებს შორის განარბენი კილომეტრებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით
ავტოსატრანსპორტო საშუალებების
დანიშნულება და მახასიათებლები
საკონტროლო-
გამაფრთხილე-ბელი
სრული ინსპექტირების
1
M2 M3
8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები
5000 კმ
20000 კმ
2
N2 N3
3500 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები:
4000 კმ
16000 კმ
3
O3 O4
3500 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელები და ნახევარმისაბმელები
იხ. შენიშვნა
იხ. შენიშვნა
4
M1
ტაქსები
5000 კმ
20000 კმ
5
N1
არა უმეტეს 3500 კგ. ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები
6
M1
არა უმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები
შენიშვნა: მისაბმელისა და ნახევარმისაბმელის ტექნიკური მომსახურების პერიოდულობა განისაზღვრება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების პერიოდულობით, რომელთანაც არის განსაზღვრული მათი ექსპლუატაცია.
დანართი №2
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების სამუშაოთა განზოგადებული ჩამონათვალი მომსახურების ძირითადი სახეობების მიხედვით
მუხლი1. წინასარეისო სამუშაოები
1. საკონტროლო ოპერაციების ნუსხა:
ა) დათვალიერდეს ავტოსატრანსპორტო საშუალება, შემოწმდეს კომპლექტურობა (M3, N2, N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება დაკომპლექტებული უნდა იყოს დაგორების საწინააღმდეგო საყრდენებით, ცეცხლმქრობით, სამედიცინო მინი აფთიაქით და ავარიული გაჩერების ნიშნით), მისი საერთო მდგომარეობა, უკანა ხედვის სარკეები, სახელმწიფო სანომრე ნიშნები, კარის საკეტი მექანიზმები, ავტობუსებში კარების ავტომატური მართვის მექანიზმი, სატვირთო ავტომობილებზე ძარის ბორტის საკეტების მდგომარეობა, თვლების დისკოების სამაგრი ჭანჭიკების ან ხრახნული შეერთებების მდგომარეობა;
ბ) შემოწმდეს გარე მაშუქი მოწყობილობა, მოხვევისა და „სდექ„ სიგნალის მდგომარეობა, აგრეთვე მინის მწმენდების და მინის ჩამრეცხების მუშაობა;
გ) შემოწმდეს სამუხრუჭო სისტემის ჰერმეტულობა, კვების სისტემის, შეზეთვისა და გაგრილების სისტემები;
დ) აღმოიფხვრას არსებული უწესივრობები;
ე) ვიზუალურად შემოწმდეს მავნე აირების გამონაბოლქვის სისტემა ბოლვადობაზე.
2. რეცხვა-დასუფთავების ოპერაციები:
ა) დასუფთავდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების კაბინა და პლატფორმა ან სალონი;
ბ) გაირეცხოს და გამშრალდეს ავტოსატრანსპორტო საშუალება.
3. შეზეთვა - გაწყობის ოპერაციები:
ა) შემოწმდეს და საჭიროების შემთხვევაში დაემატოს ზეთი ძრავას კარტერში;
ბ) შემოწმდეს გამაგრილებელი სითხის დონე რადიატორში და რეზერვუარში და საჭიროების შემთხვევაში დაემატოს იგი;
გ) შემოწმდეს სითხის დონე მინის ჩამრეცხების რეზერვუარში და საჭიროების შემთხვევაში შეივსოს იგი;
დ) შემოწმდეს სამუხრუჭო სითხის დონე და საჭიროების შემთხვევაში დაემატოს იგი;
ე) შემოწმდეს საწვავის დონე საწვავის ავზში და საჭიროების შემთხვევაში დაემატოს იგი.
მუხლი 2🔗. საკონტროლო - გამაფრთხილებელი სამუშაოები
1. ძრავა:
ა) შემოწმდეს ვიზუალურად ძრავის შეზეთვისა და გაგრილების სისტემები ჰერმეტულობაზე და მათი გადამწოდების დამაგრების საიმედობა;
ბ) შემოწმდეს ძრავის დამაგრება ჩარჩოზე;
გ) აღმოიფხვრას არსებული უწესივრობები.
2.გადაბმულობა:
შემოწმდეს სატერფულის განმბრჯენი ზამბარა და სატერფულის თავისუფალი სვლა. საჭიროების შემთხვევაში დარეგულირდეს.
3. გადაცემათა კოლოფი:
ა) შემოწმდეს გადაცემათა კოლოფის დამაგრება გადაბმის ქუროს კარტერზე. საჭიროების შემთხვევაში მოეჭიროს სამაგრი ხრახნული შეერთებები;
ბ) შემოწმდეს გადაცემათა კოლოფის დისტანციური ამძრავი. აღმოიფხვრას შემჩნეული უწესივრობები;
გ) შემოწმდეს შუალედური საყრდენი და მისი დამაგრება ჩარჩოზე. საჭიროების შემთხვევაში მოეჭიროს.
4. წამყვანი ხიდი:
ა) მოეჭიროს ნახევარღერძების მორგვზე სამაგრი ხრახნული შეერთებები;
ბ) მოეჭიროს რედუქტორის სამაგრი ხრახნული შეერთებები;
გ) შემოწმდეს მთავარი გადაცემის ჯამური ფოლხვა;
დ) აღმოიფხვრას არსებული უწესივრობები.
5. საჭით მართვის სისტემა და ხიდი (ღერძი):
ა) მოეჭიროს საჭის ჭიღოს სამაგრი ქანჩი;
ბ) შემოწმდეს სფერული თითების ჭანჭიკების შპლინტები;
გ) შემოწმდეს საჭით მართვის სისტემის ჯამური ფოლხვა;
დ) შემოწმდეს თვლის მორგვის საკისრების ღერძული და რადიალური ღრეჩოები;
ე) შემოწმდეს ხიდის (ღერძის) დამაგრება;
ვ) აღმოიფხვრას არსებული უწესივრობები.
6. სამუხრუჭო სისტემა:
ა) შემოწმდეს სამუხრუჭო სისტემის ჰერმეტულობა;
ბ) შემოწმდეს პნევმატიკური სამუხრუჭო სისტემის კამერების ჭოკის თითების შპლინტის მდგომარეობა, სატერფულის თავისუფალი სვლა. საჭიროების შემთხვევაში დარეგულირდეს;
გ) შემოწმდეს პნევმოსამუხრუჭო სისტემის ონკანის მდგომარეობა;
დ) შემოწმდეს ხელის მუხრუჭი;
ე) აღმოიფხვრას არსებული უწესივრობები.
7. სავალი ნაწილი:
ა) შემოწმდეს ვიზუალურად ჩარჩოს, რესორების (ზამბარების) და ამორტიზატორების მდგომარეობა;
ბ) მოეჭიროს რესორის ხიდზე (ღერძზე) გამაგრების ხრახნული შეერთებები, შემოწმდეს რესორის თითებისა და საყურეების დამაგრების ადგილები;
გ) შემოწმდეს საბურავების მდგომარეობა, წნევა საბურავებში. საჭიროების შემთხვევაში მოყვანილ იქნეს ნორმაში;
დ) შემოწმდეს თვლის სამაგრი ხრახნული შეერთებები. საჭიროების შემთხვევაში მოეჭიროს;
ე) შემოწმდეს თვლის დისკოები;
ვ) აღმოიფხვრას არსებული უწესივრობები.
8. კაბინა და ძარა:
ა) შემოწმდეს ძარას დამაგრება ჩარჩოზე. საჭიროების შემთხვევაში მოეჭიროს სამაგრი ხრახნული შეერთებები;
ბ) შემოწმდეს ძარის ელემენტებისა და საშხეფურების დამაგრება. საჭიროების შემთხვევაში მოეჭიროს სამაგრი ხრახნული შეერთებები;
გ) შემოწმდეს სახელმწიფო სანომრე ნიშნების მდგომარეობა;
დ) აღმოიფხვრას არსებული უწესივრობები.
9. კვების სისტემისა და ელექტრომოწყობილობის მომსახურება:
ა) ვიზუალურად დათვალიერდეს კვების სისტემის ცალკეული კვანძების მდგომარეობა, მათი შეერთების ჰერმეტულობა;
ბ) შემოწმდეს დროსელის ამძრავი მექანიზმის და საჰაერო საფარის ამძრავი ელემენტის შეერთების საიმედობა, დროსელისა და საჰაერო საფარის გაღებისა და დახურვის კუთხეები;
გ) დიზელის ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის შემოწმდეს მაღალი წნევის ტუმბოს ლარტყის ამძრავისა და ძრავას გამომრთველი მექანიზმების მდგომარეობა;
დ) შემოწმდეს შორი და ახლო ნათების ფარების დამაგრების საიმედობა და მათი მოქმედება;
ე) გაიწმინდოს აკუმულატორის ბატარეა. ამოსუფთავდეს ბატარეის ატმოსფეროსთან შემაერთებელი ხვრელები, შემოწმდეს ელექტროლიტის დონე და საჭიროების შემთხვევაში დაემატოს ელექტროლიტი (დამამზადებლის მიერ გათვალისწინებულ შემთხვევაში);
ვ) შემოწმდეს საკონტაქტო ხუნდების აკუმულატორთან შეერთების საიმედობა. საჭიროების შემთხვევაში გაიწმინდოს და დამაგრდეს ისინი;
ზ) შემოწმდეს გარე სასიგნალო მაშუქების მოქმედება;
თ) შემოწმდეს გენერატორის ამძრავი ღვედის დაჭიმულობა. საჭიროების შემთხვევაში დაიჭიმოს ღვედი;
ი) შეიზეთოს გენერატორის საკისრები და მწყვეტარას ამძრავი ლილვი (დამამზადებლის მიერ გათვალისწინებულ შემთხვევაში);
კ) შემოწმდეს ელექტროგამტარების მდგომარეობა;
ლ) აღმოიფხვრას არსებული უწესივრობები.
10. შეზეთვისა და გაწმენდის ოპერაციები:
ა) შეიზეთოს ავტოსატრანსპორტო საშუალების აგრეგატები, კვანძები და დეტალები შეზეთვის რუკის მიხედვით;
ბ) შემოწმდეს ზეთის დონე ძრავასა და ტრანსმისიის აგრეგატების კარტერებში. საჭიროების შემთხვევაში დაემატოს ზეთი;
გ) საჭიროების შემთხვევაში გამოიღვაროს ნამუშევარი ზეთი აგრეგატებიდან და შეიცვალოს ახლით;
დ) შემოწმდეს ძრავისა და კომპრესორის ჰაერის ფილტრები და საჭიროების შემთხვევაში შეიცვალოს;
ე) გამოიღვაროს კონდენსატი პნევმატური სამუხრუჭო სისტემის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების პნევმოსისტემის რესივერებიდან;
ვ) დიზელისძრავიან ავტოსატრანსპორტო საშუალებებში გამოიღვაროს საწვავის ნარჩენი ფილტრებიდან და გამოირეცხოს ფილტრები (დამამზადებლის მიერ გათვალისწინებულ შემთხვევაში);
ზ) სათანადო პერიოდულობით შეიცვალოს ზეთი ძრავასა და ტრანსმისიის აგრეგატების კარტერებში.
11. დამატებით ოპერაციები თვითმცლელებისა და საწევარებისთვის:
ა) შემოწმდეს თვითმცლელის ზედა ჩარჩოს მდგომარეობა და ამწე ჰიდროცილინდრის მიმაგრების ადგილები. ავტოგამწეზე დათვალიერდეს საყრდენ-ჩასაბმელი მოწყობილობის მდგომარეობა;
ბ) შემოწმდეს ამყირავებელი მექანიზმის მუშაობა და ძარის აყირავების შემზღუდველის მდგომარეობა;
გ) შემოწმდეს უკანა ბორტების მდგომარეობა და მათი ჩამკეტი მოწყობილობა;
დ) დამაგრდეს საჭის მექანიზმი ჩარჩოზე, ზედა ჩარჩო ძირითად ჩარჩოზე, სიმძლავრის ამრთმევი კოლოფი, ძარის ამყირავებელი ჰიდროცილინდრი ჩარჩოზე და ძარაზე, სათადარიგო თვლის სამაგრი კრონშტეინი;
ე) შემოწმდეს ზეთის დონე ამყირავებელი მექანიზმის ჰიდროსისტემაში. საჭიროების შემთხვევაში დაემატოს ზეთი ან შეიცვალოს იგი;
ვ) შემოწმდეს ელექტრო და მილგამტარების შეერთების მდგომარეობა;
ზ) აღმოიფხვრას არსებული უწესივრობები.
12. სპეციფიკური ოპერაციები ავტობუსებისა და M1 და N1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის:
ა) შემოწმდეს სავარძლების, უსაფრთხოების ღვედების, თავსაყუდელების მდგომარეობა და დამაგრება, გვერდითი ფანჯრის და კარის საკეტები;
ბ) შემოწმდეს ძარის ფერმის მდგომარეობა, ლონჟერონები, სალონისა და საბარგულის იატაკი;
გ) შემოწმდეს საკიდარის დრეკადი ელემენტები, მიმმართველი მოწყობილობის ბერკეტები და სახსრული შეერთებები, განივი მდგრადობის სტაბილიზატორი და ამორტიზატორები;
დ) აღმოიფხვრას არსებული უწესივრობები.
13. სპეციფიკური ოპერაციები აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის:
აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მომსახურების წესი და პირობები განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 3🔗. სრული ინსპექტირების სამუშაოები
1. ძრავა, გაგრილების და შეზეთვის სისტემები:
ა) მოეჭიროს ძრავას ძარასთან სამაგრი ხრახნული შეერთებები;
ბ) შემოწმდეს გაგრილების სისტემის ჰერმეტულობა;
გ) მოეჭიროს რადიატორის, ჟალუზების და კაპოტის სამაგრი ხრახნული შეერთებები;
დ) შემოწმდეს კომპრესორის მუშაობა, მისი დამაგრება ძრავაზე და ამძრავი ღვედის დაჭიმულობა. საჭიროების შემთხვევაში მოეჭიროს სამაგრი ხრახნული შეერთებები და დაიჭიმოს ღვედი;
ე) შემოწმდეს წყლის ტუმბოს დამაგრება და ამძრავი ღვედის დაჭიმულობა. საჭიროების შემთხვევაში მოეჭიროს სამაგრი ხრახნული შეერთებები და დაიჭიმოს ღვედი;
ვ) მოეჭიროს ვენტილატორის ფრთების სამაგრი ხრახნული შეერთებები, შემშვები და გამშვები მილსადენის სამაგრი ხრახნული შეერთებები და მაყუჩი. მოეჭიროს აგრეთვე ძრავას კარტერისა და გადაბმის ქუროს კორპუსის სამაგრი ხრახნული შეერთებები;
ზ) შემოწმდეს ძრავის ცილინდრების კომპრესია;
თ) შემოწმდეს ცილინდრების თავსახურის ძრავის ბლოკთან მიმაგრების ჰერმეტულობა. საჭიროების შემთხვევაში მოეჭიროს ბლოკის სამაგრი ხრახნული შეერთებები;
ი) შემოწმდეს შემშვები და გამშვები სარქველის თბური ღრეჩოები. საჭიროების შემთხვევაში მოხდეს რეგულირება;
კ) შემოწმდეს შეზეთვის სისტემის ჰერმერტულობა;
ლ) აღმოიფხვრას არსებული უწესივრობები.
2. გადაბმულობა:
ა) შემოწმდეს სატერფულის განმბრჯენი ზამბარის მდგომარეობა, სატერფულის თავისუფალი და სრული სვლები;
ბ) აღმოიფხვრას არსებული უწესივრობები.
3. გადაცემათა კოლოფი:
ა) შემოწმდეს და საჭიროების შემთხვევაში მოეჭიროს კოლოფის სამაგრი ხრახნული შეერთებები;
ბ) შემოწმდეს სიჩქარეთა გადართვის მექანიზმის მდგომარეობა;
გ) შემოწმდეს სპიდომეტრის ამძრავი და სადგომი მუხრუჭის მდგომარეობა (თუ იგი ტრანსმისიულია);
დ) აღმოიფხვრას არსებული უწესივრობები.
4. სახსრული ლილვი:
ა) შემოწმდეს ღრეჩო სახსრული ლილვის შეერთებებში;
ბ) მოეჭიროს სახსრული ლილვის მილტუჩების შემაერთებელი ხრახნული შეერთებები;
გ) შემოწმდეს სახსრული ლილვის შუალედური საყრდენი და საკისარი;
დ) აღმოიფხვრას არსებული უწესივრობები.
5. წამყვანი ხიდი:
ა) ვიზუალურად შემოწმდეს წამყვანი ხიდის კარტერის მდგომარეობა, მოეჭიროს რედუქტორის სამაგრი ხრახნული შეერთებები;
ბ) აღმოიფხვრას არსებული უწესივრობები.
6. საჭით მართვის სისტემა:
ა) ვიზუალურად შემოწმდეს წინა ხიდის ძელი;
ბ) შემოწმდეს და დარეგულირდეს წინა თვლების დაყენების კუთხეები და სამართავი თვლების მობრუნების კუთხეებს შორის თანაფარდობა;
გ) შემოწმდეს სფერული თითის სამაგრი ხრახნული შეერთებების შპლინტების მდგომარეობა;
დ) მოეჭიროს ჭიღოს ლილვზე სამაგრი ქანჩი და ჭიღოსთან საჭის წევის დამაკავშირებელი სფერული თითი;
ე) მოეჭიროს საჭის მექანიზმის ჩარჩოსთან სამაგრი ხრახნული შეერთებები და საჭის სვეტის სამაგრი ჭანჭიკები;
ვ) შემოწმდეს საჭით მართვის სისტემის ჯამური ფოლხვა, საჭის თვლის დამაგრება საჭის სვეტზე;
ზ) აღმოიფხვრას არსებული უწესივრობები.
7. სამუხრუჭო სისტემა:
ა) შემოწმდეს სამუხრუჭო სისტემის მილსადენების ჰერმეტულობა (დამცველი სარქველების მდგომარეობა პნევმატიკური ამძრავის შემთხვევაში);
ბ) შემოწმდეს სამუხრუჭო ონკანის ამძრავი და ონკანის ჩარჩოზე დამაგრება. ჰიდრავლიკური მუხრუჭების შემთხვევაში შემოწმდეს მთავარი სამუხრუჭო ცილინდრის მიმაგრება ჩარჩოსთან;
გ) მოიხსნას თვლები მორგვითა და სამუხრუჭო დოლით. შემოწმდეს სამუხრუჭო დოლისა და სამუხრუჭო მექანიზმების მდგომარეობა;
დ) შემოწმდეს ანტიბლოკირების სისტემა (მისი არსებობის შემთხვევაში);
ე) მოეჭიროს სამუხრუჭო ცილინდრების სამაგრი ხრახნული შეერთებები და სამუხრუჭო დისკების სამაგრი ხრახნული შეერთებები საბრუნ სატაცებთან და ნახევარღერძების გარცმებზე;
ვ) შეიცვალოს თვლის მორგვის საკისრების შემზეთი მასალა. დაუყენდეს მოხსნილი თვალი. დარეგულირდეს თვლის მორგვის საკისრები;
ზ) ჰიდრავლიკური ამძრავის შემთხვევაში შემოწმდეს სამუხრუჭო სითხის ოდენობა სისტემაში, საჭიროების შემთხვევაში დაემატოს. ყოველი ერთი წლის შემდეგ გამოირეცხოს სამუხრუჭო სისტემა და შეივსოს იგი ახალი სითხით;
თ) შემოწმდეს სადგომი მუხრუჭების ამძრავი. საჭიროების შემთხვევაში დარეგულირდეს;
ი) აღმოიფხვრას არსებული უწესივრობები.
8. სავალი ნაწილი:
ა) შემოწმდეს წინა და უკანა ღერძების პარალელურობა, ჩარჩოს ან მზიდი ფერმის მდგომარეობა, საბუქსირო მოწყობილობის მდგომარეობა, საკიდარის დრეკადი ელემენტებისა და მიმმართველი მოწყობილობის მდგომარეობა, ამორტიზატორები;
ბ) მოეჭიროს ხიდისა და რესორის ერთმანეთთან მიმაგრების ხრახნული შეერთებები, საკიდარის სვლის შემზღუდველების სამაგრი ხრახნული შეერთებები და ამორტიზატორის სამაგრი ხრახნული შეერთებები. შემოწმდეს და საჭიროების შემთხვევაში მოეჭიროს მიმმართველი მოწყობილობის სახსრული შეერთების ქანჩები;
გ) შემოწმდეს თვლის დისკები, მათი სამაგრი ხრახნული შეერთებები, გაიზომოს წნევა საბურავებში და საჭიროების შემთხვევაში მოხდეს წნევის რეგულირება. შემოწმდეს საბურავების მდგომარეობა, პროტექტორის სიღრმე. არასაკმარისი სიღრმის ან კიდევ სხვა დეფექტის შემთხვევაში შეიცვალოს საბურავები. დაბალანსდეს თვლები;
დ) აღმოიფხვრას არსებული უწესივრობები;
9. კაბინა, ძარა:
ა) მოეჭიროს კაბინის ჩარჩოზე სამაგრი ხრახნული შეერთებები;
ბ) მოეჭიროს ძარის ჩარჩოსთან სამაგრი ხრახნული შეერთებები;
გ) მოეჭიროს საწვავის ავზების, ფრთებისა და საშხეფურების სამაგრი ხრახნული შეერთებები.
10. კვების სისტემის და ელექტრომოწყობილობის მომსახურება:
ა) შემოწმდეს საწვავის ავზის და მილსადენების ჰერმეტულობა, კარბურატორის და ბენზინის ტუმბოს დამაგრება;
ბ) შემოწმდეს დროსელის საფარისა და საჰაერო საფარის ამძრავების მდგომარეობა, მათი დახურვის და გაღების კუთხეები;
გ) შემოწმდეს საწვავის ტუმბოს მიერ განვითარებული წნევა და საწვავის დონე ტივტივას კამერაში;
დ) მოიხსნას კარბურატორი, დაიშალოს და გაიწმინდოს იგი. შემოწმდეს ბრუნთა რიცხვის შემზღუდველი და ჟიკლიორების გამტარუნარიანობა;
ე) დიზელის ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის შემოწმდეს მაღალი წნევის ტუმბოს ამძრავისა და ძრავას გამომრთველი მექანიზმების მდგომარეობა. დიზელის ძრავიან ავტოსატრანსპორტო საშუალებებში შემოწმდეს მაღალი წნევის ტუმბოს ლარტყის ამძრავი და ძრავას ჩამქრობი. შემოწმდეს მფრქვევანები და მაღალი წნევის ტუმბო;
ვ) ბენზინზე მომუშავე, საწვავის შეფრქვევის სისტემის მქონე ძრავების შემთხვევაში მომსახურება მოხდეს დამამზადებლის მიერ დადგენილი წესით და შესაბამისი მოწყობილობა-დანადგარების გამოყენებით;
ზ) კვების სისტემის მომსახურების შემდეგ მოხდეს მისი რეგულირება. გაიზომოს მავნე ნივთიერებათა შემცველობა გამონაბოლქვში;
თ) აღმოიფხვრას არსებული უწესივრობები.
11. აკუმულატორების ბატარეა:
ა) შემოწმდეს აკუმულატორების ბატარეის დამაგრება. გაიწმინდოს აკუმულატორების ბატარეა, ამოსუფთავდეს ბატარეის ატმოსფეროსთან შემაერთებელი ხვრელები, შემოწმდეს ელექტროლიტის დონე და სიმკვრივე, საჭიროების შემთხვევაში დაემატოს ელექტროლიტი(დამამზადებლის მიერ გათვალისწინებულ შემთხვევაში);
ბ) შემოწმდეს ბატარეის დამუხტულობა, საჭიროების შემთხვევაში მოიხსნას იგი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან და დაიმუხტოს.
12. გენერატორი და სტარტერი:
ა) გაიწმინდოს გენერატორი და სტარტერი;
ბ) მოეჭიროს სტარტერის სამაგრი ხრახნული შეერთებები. შემოწმდეს გენერატორის ამძრავი ღვედის დაჭიმულობა, საჭიროების შემთხვევაში დარეგულირდეს;
გ) მოიხსნას დამცავი ხუფი, შემოწმდეს კოლექტორის და საკონტაქტო ნახშირების მდგომარეობა, საჭიროების შემთხვევაში შეიცვალოს ნახშირის კონტაქტები.
13. ანთების სისტემა:
ა) მოიხსნას ანთების სანთლები. საჭიროების შემთხვევაში გაიწმინდოს და დარეგულირდეს კონტაქტებს შორის ღრეჩო;
ბ) მოიხსნას მწყვეტარა-მანაწილებელი. შემოწმდეს კონტაქტების მდგომარეობა დარეგულირდეს ღრეჩო მათ შორის;
გ) შემოწმდეს მაღალი და დაბალი ძაბვის გამტარების მდგომარეობა;
დ) აღმოიფხვრას არსებული უწესივრობები.
14. მაშუქი და სასიგნალო მოწყობილობა:
ა) შემოწმდეს სასიგნალო მოწყობილობის მუშაობა;
ბ) შემოწმდეს გარე მაშუქი მოწყობილობა. საჭიროების შემთხვევაში დარეგულირდეს შორი და ახლო ნათების ფარები;
გ) აღმოიფხვრას არსებული უწესივრობები.
15. შეზეთვისა და გაწმენდის ოპერაციები:
ა) შეიზეთოს ავტოსატრანსპორტო საშუალებას მოხახუნე წყვილები ავტოსატრანსპორტო საშუალებას შეზეთვის რუკის თანახმად;
ბ) დაემატოს ან შეიცვალოს (გრაფიკის მიხედვით) ზეთი გადაცემათა კოლოფის, მთავარი გადაცემის და საჭის მექანიზმის კარტერებში. გამოიღვაროს დანალექი ზეთი ზეთის ფილტრებიდან და გრაფიკის თანახმად შეიცვალოს ზეთი ძრავას კარტერში. ამავე დროს შეიცვალოს წმინდა გაწმენდის ფილტრი;
გ) გამოირეცხოს და შეიცვალოს ზეთი ჰაერის ფილტრში;
დ) მოიხსნას საწვავის ფილტრები, გაირეცხოს და შეიცვალოს მფილტრავი ელემენტები.
16. დამატებითი ოპერაციები თვითმცლელებისა და საწევარებისთვის:
ა) შემოწმდეს თვითმცლელის ზედა ჩარჩოს მდგომარეობა და ამწე ჰიდროცილინდრის შეერთების ადგილები ძარასთან. ავტოგამწეზე დათვალიერდეს საყრდენ-ჩასაბმელი მოწყობილობის მდგომარეობა;
ბ) შემოწმდეს ამყირავებელი მექანიზმის მუშაობა და ძარის შემზღუდველის მდგომარეობა;
გ) შემოწმდეს უკანა ბორტის მდგომარეობა და მისი ჩამკეტის მოწყობილობა;
დ) მოეჭიროს სიმძლავრის ამრთმევი კოლოფის, ამყირავებელი ჰიდროცილინდრის ჩარჩოზე და ძარაზე მისამაგრებელი ხრახნული შეერთებები, სათადარიგო თვლის სამაგრი კრონშტეინის ხრახნული შეერთებები;
ე) შემოწმდეს ზეთის დონე ამყირავებელი მექანიზმის ჰიდროსისტემაში. საჭიროების შემთხვევაში დაემატოს ზეთი ან შეიცვალოს (გრაფიკის მიხედვით);
ვ) აღმოიფხვრას არსებული უწესივრობები.
17. სპეციფიკური ოპერაციები ავტობუსებისა და M1 და N1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის:
ა) შემოწმდეს ძარის გვერდითი შპანგოუტების მდგომარეობა და მათი დამაგრების საიმედობა. სალონის მოპირკეთების მდგომარეობა, კარების, მინების და სავარძლების მდგომარეობა;
ბ) შემოწმდეს საფეხურებისა და იატაკის სავენტილაციო ლუკებისა და სავარძლების სახელურების მდგომარეობა;
გ) შემოწმდეს მძღოლის სავარძელი, მისი სარეგულირებელი მექანიზმების მდგომარეობა, სალონის განათება, ვენტილაცია და გათბობა;
დ) მოიხსნას ავტომატური კარის გასაღები მექანიზმი, მოხდეს მათი დაშლა და ცალკეული დეტალების შემოწმება;
ე) მოხდეს ძარის მზიდი ფერმის შეერთების დეტალური დათვალიერება. შემოწმდეს თვლის დაყენების კუთხეები და ტაბიკის კვანძის მდგომარეობა;
ვ) შემოწმდეს მინის ჩამრეცხები და მინის მწმენდები;
ზ) შემოწმდეს ავარიული გასასვლელები და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები;
თ) შემოწმდეს ჟალუზების ამძრავი, კაპოტის და საბარგულის სახურავის ანჯამები და საკეტები;
ი) შემოწმდეს სავარძლების მდგომარეობა, მათი მდგრადობა და დაშორება ურთიერთშორის;
კ) აღმოიფხვრას არსებული უწესივრობები.
18. სპეციფიკური ოპერაციები აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის
აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მომსახურების წესი და პირობები განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.