ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) ექსპლუატაციის წესის” დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.12.2013 ბოლო ცვლილება 31.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№426
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.017651
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/01/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №426

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №209 განკარგულებით დამტკიცებული „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) საქართველოში იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის“ მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) ექსპლუატაციის წესი”.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
📎 დანართები (1)
3 cv-it.doc DOC

ტექნიკური რეგლამენტი

„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი

საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) ექსპლუატაციის წესი”

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ტექნიკური რეგლამენტი „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) ექსპლუატაციის წესი” (შემდგომში – რეგლამენტი) შემუშავებულია ევროპის შეთანხმების (ჟენევა, 1970 წლის 1 ივლისი) „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებათა ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ (შემდგომში AETR), 1B დამატების დებულებების, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ და „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად.

2. წინამდებარე რეგლამენტი განსაზღვრავს:

ა) საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და ექსპლუატაციის წესს;

ბ) საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების სამუშაოების განმახორციელებელი სახელოსნოების მიმართ წაყენებულ ორგანიზაციულ-ტექნიკურ მოთხოვნებსა და მათი სახელოსნოების ნუსხაში შეტანისა და ნუსხიდან ამოღების პროცედურებს;

გ) საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) ექსპლუატაციაზე და სახელოსნოების საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელების წესს.

მუხლი 2. რეგლამენტის მიზანი

რეგლამენტის მიზანია:

ა) ექსპლუატაციის მთელი პერიოდის განმავლობაში ტაქოგრაფების ტექნიკური მდგომარეობის სტაბილური შესაბამისობა დამამზადებლის მიერ დადგენილ და/ან AETR-ის შეთანხმებით, 1B დამატებით და წინამდებარე რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებთან და მათ მიერ დაფიქსირებული მაჩვენებლების უტყუარობის უზრუნველყოფა.

ბ) საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა მიერ შრომისა და დასვენების ოპტიმალური რეჟიმების დაცვის უზრუნველყოფა;

გ) ავტოსატრანსპორტო საშუალებებით საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის განხორციელებისას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების, ადამიანისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის მინიმიზაცია;

დ) საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო ნორმებთან;

ე) საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების სამუშაოების განმახორციელებელი სახელოსნოების სათანადო ორგანიზაციულ-ტექნიკური დონის უზრუნველყოფა და პირობების შექმნა მათი საქმიანობის შედეგების AETR-ის ყველა ხელშემკვრელი მხარის მიერ აღიარებისათვის.

მუხლი 3. გამოყენების სფერო

წინამდებარე რეგლამენტის დებულებები გამოიყენება ყველა საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მიმართ, რომელიც ხორციელდება საქართველოს ან AETR-ს ხელშემკვრელი ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით.

თუმცა, თუკი AETR-ის ხელშემკვრელ მხარესთან, რომლის ტერიტორიაზე ხორციელდება მიმოსვლა, საქართველოს მიერ დადებული შეთანხმება არ ითვალისწინებს საპირისპიროს, წინამდებარე რეგლამენტი არ გამოიყენება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის მიმართ, რომელიც სრულდება:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიერ, რომლებიც გამოიყენება ტვირთის გადასაზიდად და რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა, მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების მასის ჩათვლით, არ აღემატება 3,5 ტონას;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიერ, რომლებიც გამოიყენება მგზავრთა გადასაყვანად და რომლებსაც თავიანთი კონსტრუქციისა და აღჭურვილობის გამო შეუძლიათ გადაიყვანონ არა უმეტეს ცხრა კაცისა, მძღოლის ჩათვლით და განკუთვნილია ამ მიზნისათვის;

გ) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიერ, რომლებიც გამოიყენება მგზავრთა გადასაყვანად რეგულარულ ხაზებზე, რომელთა სიგრძეც არ აღემატება 50 კმ-ს;

დ) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიერ, რომელთა მაქსიმალური ნებადართული სიჩქარე არ აღემატება 40კმ/სთ-ს;

ე) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიერ, რომლებიც იმყოფება შეიარაღებული ძალების, სამოქალაქო თავდაცვის ორგანოების, სახანძრო სამსახურის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ძალების საკუთრებაში ან მათ მიერ მძღოლის გარეშეა დაქირავებული, როდესაც გადაზიდვა ხორციელდება ამ სამსახურებზე დაკისრებული ამოცანების შესრულების ფარგლებში, ან მათი კონტროლით;

ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიერ, რომლებიც გამოიყენება საგანგებო ვითარებაში ან სამაშველო ოპერაციების მსვლელობისას, მათ შორის ჰუმანიტარული ტვირთის არაკომერციული გადატანისას;

ზ) სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ, რომლებიც გამოიყენება სამედიცინო მიზნებით;

თ) სპეციალურ საავარიო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიერ, რომელთა ექსპლუატაციაც წარმოებს მათი მიწერის პუნქტიდან 100 კმ-ის ფარგლებში;

ი) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიერ, რომლებიც გადიან საგზაო გამოცდებს ტექნიკის სრულყოფის, რემონტის ან მომსახურების მიზნით და ახალი ან ხელახლა აღჭურვილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ, რომლებიც ჯერ კიდევ არ ჩაუბარებიათ საექსპლუატაციოდ;

კ) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიერ, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 7,5 ტონას და რომლებიც გამოიყენება ტვირთის არაკომერციული გადაზიდვისათვის;

ლ) კომერციული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ, რომლებსაც აქვთ ისტორიული სტატუსი AETR-ის იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის მიხედვით, სადაც წარმოებს მათი ექსპლუატაცია, და რომლებიც გამოიყენება არაკომერციული მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვისთვის.

მუხლი 4. ტერმინთა განმარტება

1. ამ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ავტომობილი – ნებისმიერი ავტოსაგზაო თვითმავალი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება გზებზე ადამიანების გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვისათვის ან გზებზე ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად გამოყენებული საშუალებების ბუქსირებისათვის; ეს ტერმინი არ მოიცავს სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორებს;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალება – ნებისმიერი ავტომობილი ან მისაბმელი; ეს ტერმინი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნებისმიერ შემადგენლობას მოიცავს;

გ) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობა – გადაბმული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც საგზაო მოძრაობაში ერთ მთლიანობად მონაწილეობენ;

დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მახასიათებელი კოეფიციენტი – ციფრული მახასიათებელი, რომელიც აჩვენებს ავტოსატრანსპორტო საშუალების იმ ელემენტით წარმოქმნილი გამომავალი სიგნალის სიდიდეს, რომელიც მას აერთებს საკონტროლო მოწყობილობასთან (მეორადი ლილვი ან გადაცემათა კოლოფის ღერძი), როცა ავტოსატრანსპორტო საშუალება ერთ გაზომილ კილომეტრ მანძილს გადის გამოცდის ნორმალურ პირობებში. მახასიათებელი კოეფიციენტი გამოიხატება ან ბრუნვით კილომეტრზე (კ=...კმ/ბრ), ან იმპულსით კილომეტრზე (კ=...იმპ/კმ);

ე) ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობა (შემდგომში ტაქოგრაფი) – მოწყობილობა, რომელიც გათვალისწინებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებაში დასამონტაჟებლად იმ მიზნით, რომ აჩვენოს ან დააფიქსიროს ავტომატურ ან ნახევრადავტომატურ რეჟიმში და შეინახოს მონაცემები ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შესახებ და მძღოლ(ებ)ის მუშაობისა და დასვენების განსაზღვრული პერიოდების შესახებ;

ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალების პარამეტრების დაყენება – ავტოსატრანსპორტო საშუალების პარამეტრების განახლების ან დამოწმების პროცედურა. განახლებას ან დამოწმებას ექვემდებარება შემდეგი პარამეტრები: ავტოსატრანსპორტო საშუალების მახასიათებელი კოეფიციენტი; ტაქოგრაფის მუდმივა; თვლის საბურავების ეფექტიანი გარშემოწერილობა; საბურავების ზომები; ინფორმაცია სიჩქარის შემზღუდველის შესახებ (თუ ის დაყენებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე), ოდომეტრის ჩვენება, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო და საიდენტიფიკაციო ნომრები;

ზ) დაშვების მოწმობა ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) დაყენებაზე, შემოწმებაზე, ტექნიკურ მომსახურებასა და შეკეთებაზე – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სახელოსნოს შეტანას ტაქოგრაფების დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების საქმიანობის განმახორციელებელი სახელოსნოების ნუსხაში და ანიჭებს მას უფლებამოსილებას განახორციელოს ტაქოგრაფების დაყენება (აქტივაცია), შემოწმება, ტექნიკური მომსახურება (დაკალიბრება) და შეკეთება AETR-ის დებულებებით, 1B დამატებით, საქართველოს კანონმდებლობით და წინამდებარე რეგლამენტით დადგენილი მითხოვნების შესაბამისად.

თ) თვლის საბურავების „ეფექტიანი გარშემოწერილობა“ – ავტოსატრანსპორტო საშუალების მამოძრავებელი რამდენიმე თვალის (წამყვანი თვლების) მიერ მათი ერთი სრული ბრუნვისას გავლილი მანძილის საშუალო მნიშვნელობა. ამ მანძილების სიდიდე შემდეგნაირად გამოიხატება: 1=...მმ;

ი) კომპანია (ავტოსატრანსპორტო საწარმო, გადამზიდველი) – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფლობს ავტოსატრანსპორტო საშუალებას და მონაწილეობს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანაში, იქნება ეს დაქირავებით თუ ანაზღაურებით, თუ საკუთარი ხარჯით;

კ) კომპანიის ბარათი – ციფრული ტაქოგრაფით აღჭურვილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელისა ან გამომყენებლისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ციფრული ტაქოგრაფის ბარათი, რომელიც კომპანიის იდენტიფიცირებისა და ამ კომპანიის მიერ ტაქოგრაფში შენახული მანაცემების დისპლეიზე გამოტანის, ჩატვირთვისა და დაბეჭდვის საშუალებას იძლევა;

ლ) მაკონტროლებლის ბარათი – უფლებამოსილ მაკონტროლებელ ორგანოზე ან პერსონალურად მის თანამშრომელზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ტაქოგრაფის ბარათი, რომელიც მაკონტროლებელი ორგანოს ან/და მაკონტროლებელი ორგანოს თანამშრომლის იდენტიფიცირებისა და ტაქოგრაფის მახსოვრობის ბლოკში ან/და მძღოლის ბარათში შენახულ მონაცემებთან წვდომის საშუალებას იძლევა, მათი დათვალიერების, დაბეჭდვისა ან/და ჩატვირთვის მიზნით;

მ) მისაბმელი - ნებისმიერი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც გათვალისწინებულია ავტომობილით მისი ბუქსირებისათვის; ეს ტერმინი მოიცავს აგრეთვე ნახევარმისაბმელებს;

ნ) მოძრაობის (იმპულსის) გადამწოდი – მოწყობილობა განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების სიჩქარის და/ან გავლილი მანძილის შესაბამისი სიგნალების წარმოსაქმნელად;

ო) მძღოლის ბარათი – კონკრეტულ მძღოლზე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ტაქოგრაფის ბარათი, რომელიც მძღოლის პიროვნების იდენტიფიცირებისა და ციფრული ტაქოგრაფით აღჭურვილი ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას მისი შრომისა და დასვენების, აგრეთვე მოძრაობის პარამეტრების შესახებ შესაბამისი მონაცემების შენახვის საშუალებას იძლევა;

პ) ნახევარმისაბმელი – ნებისმიერი მისაბმელი, რომელიც გათვალისწინებულია ავტომობილთან იმგვარად მისაბმელად, რომ მისი ნაწილი ეყრდნობა ავტომობილს და ამ უკანასკნელზე მოდის ნახევარმისაბმელის და მისი ტვირთის წონის მნიშვნელოვანი ნაწილი;

ჟ) ნებადართული მაქსიმალური მასა – დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური მასა, გამოცხადებული დასაშვებად იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ, სადაც რეგისტრირებულია დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება;

რ) საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების სამუშაოების განმახორციელებელი სახელოსნო (შემდგომ სახელოსნო) – იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც შეტანილია ტაქოგრაფების დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების საქმიანობის განმახორციელებელი სახელოსნოების ნუსხაში და ახორციელებს ტაქოგრაფების დაყენებას, შემოწმებას, ტექნიკურ მომსახურებასა და შეკეთებას AETR-ის დებულებების, 1B დამატების, საქართველოს კანონმდებლობისა და წინამდებარე რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად;

ს) სარეგისტრაციო ფურცელი – ფურცელი, რომელიც თავსდება საკონტროლო მოწყობილობაში და განკუთვნილია რეგისტრაციას დაქვემდებარებული მონაცემების უწყვეტი ჩაწერისა და შენახვისათვის;

ტ) სახელოსნოს ბარათი – სახელოსნოზე ან სახელოსნოში მომუშავე ფიზიკურ პირზე (მექანოკოსზე) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ტაქოგრაფის ბარათი, რომელიც ბარათის მფლობელის იდენტიფიცირებისა და ტაქოგრაფის დაყენების (აქტივირების), შემოწმების, ტექნიკური მომსახურების (დაკალიბრების), შეკეთების ან/და მასში შენახული მონაცემების ჩატვირთვის საშუალებას იძლევა;

უ) ტაქოგრაფის აქტივირება – ტაქოგრაფის პარამეტრების დაყენება, აგრეთვე ტაქოგრაფის და მოძრაობის (იმპულსის) გადამწოდის მახასიათებლების შეთანხმების პროცედურის განხორციელება, რომლის შემდეგ ტაქოგრაფი ხდება სრულიად მუშაუნარიანი და ასრულებს ყველა (მათ შორის დაცვითი) ფუნქციას. ტაქოგრაფის აქტივირება ხორციელდება სახელოსნოს ბარათისა და მისთვის მინიჭებული PIN-კოდის გამოყენებით;

ფ) ტაქოგრაფის დაკალიბრება – უფლებამოსილი მექანიკოსის ან სახელოსნოს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო და საიდენტიფიკაციო ნომრების, საბურავების ზომების, და მათი ფაქტიური პერიმეტრების, თვლების ბრუნვის რიცხვის, სიჩქარის პარამეტრების, საათის მაჩვენებლის ცდომილების, საკონტროლო მოწყობილობის მუდმივას და სხვა პარამეტრების შემოწმება და იდენტიფიცირება;

ქ) ტაქოგრაფის დაყენება – ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ტაქოგრაფის და/ან მოძრაობის (იმპულსის) გადამწოდის პირველად დაყენება ან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებული ტაქოგრაფის და/ან მოძრაობის (იმპულსის) გადამწოდის შეცვლა;

ღ) ტაქოგრაფის მუდმივა – ციფრული მახასიათებელი, რომელიც აჩვენებს გავლილი ერთი კილომეტრი მანძილის დაფიქსირებისა და აღრიცხვისათვის საჭირო შემავალი სიგნალის სიდიდეს; ეს მუდმივა გამოხატულია ან ბრუნვით კილომეტრზე - (კ=...ბრ/კმ), ან იმპულსით კილომეტრზე - (კ=...იმპ/კმ );

ყ) ჩატვირთვა – ავტოსატრანსპორტო საშუალებაში დამონტაჟებულ საკონტროლო მოწყობილობის მახსოვრობის ბლოკში ან ტაქოგრაფის ბარათის მახსოვრობის ბლოკში ჩაწერილი მონაცემების მთლიანად ან მისი ნაწილის კოპირება ციფრულ ხელმოწერასთან ერთად (ჩატვირთვა არ უნდა იწვევდეს ჩაწერილი მონაცემების შეცვლას ან წაშლას).

შ) ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათი ( მძღოლის ბარათი, კომპანიის ბარათი, სახელოსნოს ბარათი და მაკონტროლებლის ბარათი) – ციფრულ ტაქოგრაფში გამოყენებისათვის განკუთვნილი ბარათი ჩაშენებული მიკროსქემით, რომელიც ბარათის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემების (ან შესაბამისი ჯგუფის საიდენტიფიკაციო მონაცემების) შემოწმების, აგრეთვე გავლილი მანძილის, სიჩქარის, მძღოლის მუშაობისა და დასვენების განსაზღვრული პერიოდებისა და საჭიროებისამებრ ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობასთან დაკავშირებული სხვა მონაცემების შემოწმების, გადაცემისა და შენახვის საშუალებას იძლევა;

2. რეგლამენტში მოყვანილ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც მოცემულია „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონებში.

მუხლი 5. ტაქოგრაფის დაყენება და შემოწმება

1. ტაქოგრაფი მისი კონსტრუირების, დამონტაჟების, გამოყენების და შემოწმების თვალსაზრისით უნდა შეესაბამებოდეს AETR-ის შეთანხმებისა და 1B დამატების დებულებების მოთხოვნებს.

2. კონსტრუქციის მიხედვით გამოიყენება ორი სახის ტაქოგრაფი – ელექტრო-მექანიკური (ანალოგური) და ელექტრონული (ციფრული). ელექტრო-მექანიკურ ტაქოგრაფში ინფორმაციის რეგისტრაცია ხორციელდება სარეგისტრაციო ფურცლების, ხოლო ელექტრონულ ტაქოგრაფში – მძღოლის ბარათის მეშვეობით.

3. ტაქოგრაფი შეიძლება დაამონტაჟონ, შეამოწმონ, გაუწიონ ტექნიკური მომსახურება ან შეაკეთონ მხოლოდ იმ მექანიკოსებმა ან სახელოსნოებმა, რომლებსაც ამ მიზნით ამტკიცებენ AETR-ის ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები.

4. ტაქოგრაფი ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე უნდა დამონტაჟდეს იმგვარად, რომ მძღოლს შეეძლოს თავისი ადგილიდან თვალყური ადევნოს სპიდომეტრის, მანძილის მრიცხველისა და საათის მაჩვენებლებს, ამასთან ამ ხელსაწყოების ყველა ნაწილი, მათ შორის ამძრავი ელემენტები, დაცული იყოს შემთხვევითი გატეხვისაგან.

5. ტაქოგრაფის დაყენებისას და შემდგომში მის ექსპლუატაციისას უნდა იყოს დალუქული შემდეგი ელემენტები:

ა) ტაქოგრაფის დაყენების შესახებ მონაცემების შემცველი ფირფიტა, იმ შემთხვევების გარდა, როცა იგი იმგვარადაა დამაგრებული, რომ შეუძლებელია მისი მოხსნა მასზე მითითებული მარკირების დაუზიანებლად;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებასა და ტაქოგრაფს შორის ელექტრო შეერთებების ბოლოები;

გ) უშუალოდ ადაპტორი და წრედში მისი ჩართვის უბანი;

დ) გადამრთველი მექანიზმი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომელთა წამყვან ხიდს ორი ან მეტი გადაცემის რიცხვი გააჩნია;

ე) ადაპტორისა და გადამრთველი მექანიზმის ტაქოგრაფის დანარჩენ ნაწილებთან შემაერთებელი უბნები;

ვ) ტაქოგრაფის კორპუსის ნაწილი, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მისი არასანქცირებული გახსნისაგან დაცვა;

ზ) სხვა ელემენტებიც, იმ შემთხვევაში თუ ტაქოგრაფის ქარხანა-დამამზადებელი ითვალისწინებს ლუქის დადებას.

6. დამტკიცებული მექანიკოსი ან სახელოსნო განსაკუთრებული ნიშნით აღნიშნავს მის მიერ დადებულ ლუქს და გარდა ამისა, ციფრულ ტაქოგრაფში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეაქვს ელექტრონული მონაცემები იმ მიზნით, რომ მოეწყოს, კერძოდ, ავთენტურობის შემოწმება. AETR-ის ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები აწარმოებენ ნიშნებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყენებული ელექტრონული მონაცემების, აგრეთვე იმ ბარათების აღრიცხვას, რომლებიც გაიცა დამტკიცებულ სახელოსნოებსა და მექანიკოსებზე.

7. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი მექანიკოსის ან სახელოსნოს ნიშნის ანაბეჭდს უნდა გააჩნდეს ქვეყნის საერთაშორისო აბრევიატურა და მექანიკოსისა ან სახელოსნოსათვის კომპეტენტური ორგანოს მიერ მინიჭებული ნომერი შემდეგი სახით - GE 000.

8. AETR-ის ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს უგზავნიან დამტკიცებული მექანიკოსებისა და სახელოსნოების და მათთვის გაცემული ბარათების თავიანთ სიებს, აგრეთვე ნიშნების ასლებს და საჭირო ინფორმაციას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყენებული ელექტრონული მონაცემების შესახებ.

9. საგანგებო შემთვევებში შეიძლება მხოლოდ იმ ლუქების მოხსნა, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებში. ასეთი ლუქების მოხსნის ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა შედგეს და ლუქების დამდები მექანიკოსის ან სახელოსნოს რეგისტრაციის ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს წარედგინოს წერილობითი განცხადება, რომელშიც მითითებული იქნება ასეთი მოქმედების მიზეზები.

10. ტაქოგრაფის დამონტაჟების შემდეგ, მის მიერ დაფიქსირებული პარამეტრების გადახრა არ უნდა სცილდებოდეს მე-7 მუხლში მოყვანილ დასაშვებ ზღვრებს.

11. დამონტაჟებული ტაქოგრაფის შემოწმების შემდეგ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ტაქოგრაფთან ან თავად ტაქოგრაფზე მაგრდება დაყენების შესახებ მონაცემების შემცველი ფირფიტა (იმგვარად, რომ ის კარგად ჩანდეს), რომელშიც უნდა იყოს მითითებული იმ დამტკიცებული მექანიკოსის ან სახელოსნოს გვარი/სახელწოდება და მისამართი, რომელმაც განახორციელა ტაქოგრაფის დაყენება (ინსპექტირება), ავტოსატრანსპორტო საშუალების ზოგიერთი პარამეტრები (ავტოსატრანსპორტო საშუალების მახასიათებელი კოეფიციენტი, ტაქოგრაფის მუდმივა, თვლის საბურავების „ეფექტიანი გარშემოწერილობა“, საბურავების ზომები) და მათი განსაზღვრის თარიღი, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო და საიდენტიფიკაციო ნომრები. ყოველი დათვალიერების შემდეგ, როცა თავად ტაქოგრაფის შეცვლაა საჭირო, წინა ფირფიტის ადგილას ახალი ფირფიტა უნდა დამაგრდეს.

12. ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული ტაქოგრაფის პერიოდული ინსპექციები უნდა მოეწყოს სულ ცოტა ერთხელ ორ წელიწადში, ისინი შეიძლება მოეწყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებასთან ერთად. შემოწმება ხორციელდება აგრეთვე ტაქოგრაფის წარმოებიდან გამოშვებისას, რემონტის შემდეგ და იმპორტის დროს, ავტოსატრანსპორტო საშუალების მახასიათებელი კოეფიციენტის ან/და თვლის საბურავების „ეფექტიანი გარშემოწერილობის“ ან/და რეგისტრაციის ნომრის ცვლილების შემდეგ, იმ შემთხვევაშიც, თუ საათი, რომელიც აჩვენებს კოორდინირებულ მსოფლიო დროს (Universal Time Coordinated – UTC) 20 წუთზე მეტად ჩამორჩება ან წინ უსწრებს რეალური დროის მაჩვენებელს.

13. ტაქოგრაფის ინსპექტირებისას მოწმდება:

ა) ტაქოგრაფის მუშაობის სისწორე;

ბ) ტაქოგრაფზე ტიპის ოფიციალური დამტკიცების ნიშნის არსებობა;

გ) დაყენების ან შემოწმების შესახებ მონაცემების ფირფიტის არსებობა;

დ) ტაქოგრაფზე და მის შესაბამის ნაწილებზე დადებული ლუქების დაუზიანებლობა;

ე) საბურავების ეფექტური გარშემოწერილობის ფაქტობრივი მნიშვნელობები. ინსპექტირება მოიცავს ტაქოგრაფის დაკალიბრებას.

14. ტაქოგრაფის ამ რეგლამენტის მე-7 მუხლის მოთხოვნებთან (ექსპლუატაციის პროცესში დასაშვები გადახრების შესახებ) შესაბამისობა მოწმდება ექვს წელიწადში ერთხელ.

15. შემოწმების შედეგების მიხედვით ტაქოგრაფი შეიძლება აღიარებულ იქნეს გამოყენებისათვის ვარგისად ან უვარგისად.

16. ტაქოგრაფის შემოწმების დადებითი შედეგები დასტურდება მოწმობით ტაქოგრაფის საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ, რომელიც ინახება დადგენილი ვადით და უნდა იქნეს წარდგენილი შესაბამისი უფლებამოსილი მაკონტროლებელი ორგანოების მოთხოვნით.

17. ტაქოგრაფის შემოწმების უარყოფითი შედეგების მიღების შემთხვევაში, ის უნდა იქნეს ამოღებული ხმარებიდან.

18. აკრძალულია იმ ტაქოგრაფის გამოყენება, რომელმაც არ გაიარა შემოწმება დადგენილ ვადებში.

მუხლი 6. ტაქოგრაფის საერთო მახასიათებლები და ფუნქციები

1. ტაქოგრაფი უნდა აფიქსირებდეს შემდეგ პარამეტრებს:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ გავლილ მანძილს;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს;

გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის ხანგრძლივობას;

დ) მუშაობის ან სამუშაო ადგილზე ყოფნის სხვა პერიოდებს;

ე) მუშაობისას შესვენებებისა და დასვენების ყოველდღიურ პერიოდებს;

ვ) სარეგისტრაციო ფურცლის შემცველი კორპუსის გახსნას.

2. ციფრული ტაქოგრაფი ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პარამეტრების გარდა უნდა აფიქსირებდეს:

ა) კვების გათიშვას - ნებისმიერ პაუზას, რომელიც აღემატება 100 მილიწამს დამფიქსირებელი ტაქოგრაფის ელექტრონულ კვებაში (განათების გარდა), მანძილისა და სიჩქარის გადამწოდების ელექტრონულ კვებაში, აგრეთვე ნებისმიერ პაუზას მანძილისა და სიჩქარის გადამწოდზე სიგნალის მიწოდებაში;

ბ) დეფექტებს ტაქოგრაფისა და მძღოლის ბარათის მუშაობაში;

გ) მძღოლების ბარათების ნომრებს (ტაქოგრაფში მათი დაყენებისა და ტაქოგრაფიდან ამოღების დროს);

დ) მძღოლის ბარათის გარეშე ან დაზიანებული ბარათით ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის თარიღსა და დროს;

ე) შემოწმების განმახორციელებელი სახელოსნოს ბარათის ნომერს;

ვ) კონტროლის განმახორციელებელი კონტროლიორის ბარათის ნომერს.

3. ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც ორი მძღოლი იყენებს, ტაქოგრაფი უნდა უზრუნველყოფდეს ერთდროულად, ამასთან მკაფიოდ და ორ ცალ-ცალკე ფურცელზე, მონაცემების დაფიქსირებას ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ”, „დ” და „ე” ქვეპუნქტებში მითითებული პერიოდების მიხედვით.

4. სარეგისტრაციო ფურცელი, რომელიც გამოიყენება ტაქოგრაფში, ქარხანა დამამზადებლის მიერ დადგენილი ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში უნდა ინარჩუნებდეს მასში შეტანილი ჩანაწერების სიმკვეთრეს არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, ჩანაწერები ადვილად უნდა იკითხებოდეს და არ უნდა იშლებოდეს.

5. სარეგისტრაციო ფურცელს უნდა გააჩნდეს შემდეგი ჩასაწერი ზონები:

ა) მხოლოდ სიჩქარესთან დაკავშირებული მონაცემებისათვის გათვალისწინებული ზონა;

ბ) მხოლოდ განვლილ მანძილთან დაკავშირებული მონაცემებისათვის გათვალისწინებული ზონა;

გ) ერთი ან რამდენიმე ზონა მონაცემებისათვის, რომლებიც ეხება მართვის დროს, მუშაობის სხვა პერიოდებს და სამუშაო ადგილზე ყოფნას, მუშაობაში შესვენებებს და მძღოლების დასვენების პერიოდებს.

6. სარეგისტრაციო ფურცელზე (მისი ფორმის მიუხედავად) წერის მინიმალურმა შესაძლო ხანგრძლივობამ უნდა შეადგინოს 24 საათი.

7. ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე ციფრულ ტაქოგრაფში გამოიყენება შემდეგი სახის ბარათი:

ა) მძღოლის ბარათი;

ბ) კომპანიის ბარათი;

გ) სახელოსნოს ბარათი;

დ) მაკონტროლებლის ბარათი.

8. ბარათების ფორმა, გრაფიკული გაფორმება და დაცვის ელემენტები უნდა შეესაბამებოდეს AETR-ის და 1B დამატების დებულებებით მათ მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.

9. მძღოლის ბარათი - თეთრი ფერის, გაიცემა მძღოლზე 5 წლის ვადით, გამოიყენება მძღოლის იდენტიფიცირების და მისი შრომისა და დასვენების რეჟიმის აღრიცხვისა და შენახვისათვის, ინახავს მონაცემებს ბოლო დღეღამისა და წინა 28 დღეღამის განმავლობაში.

10. კომპანიის ბარათი - ყვითელი ფერის, გაიცემა კომპანიაზე 5 წლის ვადით, გამოიყენება ტაქოგრაფის მონაცემების (მძღოლის შრომისა და დასვენების შესახებ) კომპანიის მონაცემთა ბაზაში გადმოტვირთვისათვის და ამ მონაცემების ბლოკირებისათვის. აღნიშნულ ბარათს არ გააჩნია მახსოვრობა და მას არ შეუძლია მონაცემების შენახვა, გამოიყენება მხოლოდ როგორც გასაღები ტაქოგრაფის მახსოვრობაში არსებულ მონაცემებთან დასაშვებად.

11. სახელოსნოს ბარათი - წითელი ფერის, გაიცემა სახელოსნოზე ან პერსონალურად მის მუშაკზე ერთი წლის ვადით, გამოიყენება სახელოსნოს მუშაკების მიერ ციფრული ტაქოგრაფის დაყენების, აქტივირებისა და რემონტის სამუშაოების შესრულებისათვის.

12. მაკონტროლებლის ბარათი - ლურჯი ფერის, გაიცემა 2 წლის ვადით მაკონტროლებელ ორგანოზე ან პერსონალურად მაკონტროლებელ მუშაკზე. გამოიყენება მძღოლების შრომისა და დასვენების და სიჩქარის რეჟიმების დაცვაზე კონტროლის განხორციელებისათვის. ამასთანავე ციფრული ტაქოგრაფის მახსოვრობაში ფიქსირდება მაკონტროლებლის ქმედებებიც, რაც მათი საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების საშუალებას იძლევა.

მუხლი 7. მაქსიმალურად დასაშვები გადახრები (ვიზუალური და მარეგისტრირებელი ხელსაწყოები)

1. დასაშვებია ტაქოგრაფით გაზომილი (დაფიქსირებული) პარამეტრების გადახრები მათი ფაქტიური მნიშვნელობებიდან შემდეგ ფარგლებში:

ა) დამონტაჟების წინ საცდელ სტენდზე გაზომილი:

ა.ა) გავლილი მანძილის: 1%-ით მეტი ან ნაკლები რეალურ მანძილზე, თუ ეს მანძილი ერთ კილომეტრზე ნაკლებს არ შეადგენს;

ა.ბ) საჩქარის: რეალურ სიჩქარეზე 3 კმ/სთ-ით მეტი ან ნაკლები;

ა.გ) დროის: ± ორი წუთი დღეში და მაქსიმუმ 10 წუთი შვიდ დღეში იმ შემთხვევებში, თუ საათის ხელმეორედ მომართვის შემდეგ მისი მუშაობის დროის ხანგრძლივობა ამ პერიოდზე ნაკლები არ არის;

ბ) დამონტაჟების შემდეგ:

ბ.ა) გავლილი მანძილის: 2%-ით მეტი ან ნაკლები რეალურ მანძილზე, თუ ეს მანძილი ერთ კილომეტრზე ნაკლებს არ შეადგენს;

ბ.ბ) სიჩქარის: რეალურ სიჩქარეზე 4 კმ/სთ-ით მეტი ან ნაკლები;

ბ.გ) დროის: ± ორი წუთი დღეში ან ± 10 წუთი შვიდ დღეში;

გ) ექსპლუატაციისას:

გ.ა) გავლილი მანძილის: 4%-ით მეტი ან ნაკლები რეალურ მანძილზე, თუ ეს მანძილი ერთ კილომეტრზე ნაკლებს არ შეადგენს;

გ.ბ) სიჩქარის: რეალურ სიჩქარეზე 6 კმ/სთ-ით მეტი ან ნაკლები;

გ.გ) დროის: ± ორი წუთი დღეში ან ± 10 წუთი შვიდ დღეში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ა”, “ბ” და “გ” ქვეუნქტებში მითითებული მაქსიმალურად დასაშვები გადახრები მოქმედებს 00 – 400 C დიაპაზონის ტემპერატურისათვის, ამასთან ტემპერატურა იზომება აპარატურის უშუალო სიახლოვეს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებში მითითებული მაქსიმალურად დასაშვები გადახრების გაზომვა უნდა ტარდებოდეს შემდეგ პირობებში, რომლებიც მიჩნეული უნდა იყოს გამოცდების სტანდარტულ პირობებად:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილ მდგომარეობაში უტვირთოდ;

ბ) საბურავებში წნევა შეესაბამება დამამზადებელი ქარხნის ინსტრუქციებს;

გ) საბურავების ცვეთა კანონმდებლობით დაშვებულ ზღვრებში;

დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა; ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც აიძვრება საკუთარი ძრავით, უნდა მოძრაობდეს სწორხაზოვნად სწორ ზედაპირზე 50±5 კმ/სთ სიჩქარით; გამოცდა შეიძლება ჩატარდეს აგრეთვე შესაბამის საცდელ სტენდზე, ანალოგიური სიზუსტის უზრუნველყოფის პირობებით.

მუხლი 8. ტაქოგრაფის ექსპლუატაცია

1. მძღოლები, რომლებიც მართავენ ტაქოგრაფით აღჭურვილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას:

ა) უზრუნველყოფენ ტაქოგრაფის, სარეგისტრაციო ფურცლის (იმ შემთხვევებში, როცა მართავენ ანალოგური ტაქოგრაფით აღჭურვილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას) და მძღოლის ბარათის (იმ შემთხვევებში, როცა მართავენ ციფრული ტაქოგრაფით აღჭურვილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას) სწორ ფუნქციონირებას და სათანადო გამოყენებას;

ბ) დროულად აწარმოებენ სარეგისტრაციო ფურცლების ან მძღოლის ბარათის დაყენებას, შეცვლასა და შევსებას, აგრეთვე უზრუნველყოფენ მათ შენახვასა და ადეკვატურ დაცვას გაჭუჭყიანებისა ან დაზიანებისაგან;

გ) სარგებლობენ სარეგისტრაციო ფურცლით ან მძღოლის ბარათით ყოველდღიურად, როდესაც ისინი მართავენ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, ავტოსატრანსპორტო საშუალების თავიანთ პასუხისმგებლობაში მიღების მომენტიდან. სარეგისტრაციო ფურცელის ან მძღოლის ბარათის ამოღება არ ხდება სამუშაო ყოველდღიური პერიოდის დასრულებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მისი ამოღება დასაშვებია სხვა დებულებათა შესაბამისად. არც ერთი სარეგისტრაციო ფურცელი და არც ერთი მძღოლის ბარათი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვიდრე პერიოდი, რომლისთვისაც ისინი განკუთვნილია;

დ) უზრუნველყოფენ სარეგისტრაციო ფურცელზე მითითებული დროის შესაბამისობას ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყნის ოფიციალურ დროსთან;

ე) მოქმედებაში მოჰყავთ ჩამრთველი მექანიზმები, რომლებიც საშუალებას იძლევა ცალკეულად და გარკვევით დაარეგისტრირონ დროის შემდეგი პერიოდები:

ე.ა) [pic] ნიშნით ან [pic][1] ნიშნით: მართვის ხანგრძლივობა;

ე.ბ) [pic] ნიშნით ან [pic][2] ნიშნით: მუშაობის ყველა სხვა პერიოდი (ავტოსატრანსპორტო საშუალების კაბინის გარეთ);

ე.გ) [pic]ნიშნით ან [pic][3] ნიშნით: სამუშაო ადგილზე (კაბინაში) ყოფნის სხვა პერიოდები, კერძოდ:

● ლოდინის დრო, ანუ პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მძღოლები ვალდებული არ არიან იმყოფებოდნენ თავიანთ სამუშაო ადგილებზე, თუ არა იმ მიზნით, რომ რეაგირება მოახდინონ მართვის დაწყების ან განახლების სიგნალებზე, ანდა სხვა სამუშაოს შესრულების სიგნალზე;

● ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პროცესში მძღოლის გვერდით გატარებული დრო;

● ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პროცესში საძინებელ ადგილზე გატარებული დრო;

ე.დ) ნიშნით ან [pic][4] ნიშნით: მართვაში შესვენებები და ყოველდღიური დასვენების პერიოდები.

ვ) შეაქვთ სარეგისტრაციო ფურცლებში აუცილებელი ცვლილებები, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე იმყოფება ერთ მძღოლზე მეტი, რათა ამ პუნქტის „ე.ბ“, „ე.გ“ და „ე.დ“ ქვეპუნქტებში მითითებული ინფორმაცია დარეგისტრირებულ იქნეს იმ მძღოლის ფურცელზე, რომელიც ფაქტობრივად მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას;

ზ) იმ შემთხვევაში, თუ დაზიანდა სარეგისტრაციო ფურცელი, რომელიც დაფიქსირებულ მონაცემებს შეიცავს, ან მძღოლის ბარათი, დაზიანებულ სარეგისტრაციო ფურცელს ან დაზიანებულ მძღოლის ბარათს დაურთავენ დროებით სარეგისტრაციო ფურცელს, რომელიც შესაცვლელად გამოიყენება.

2. იმ შემთხვევაში თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების ბორტზე, რომელიც აღჭურვილია ციფრული საკონტროლო მოწყობილობით იმყოფება ერთზე მეტი მძღოლი, თითოეული მძღოლი უზრუნველყოფს, რომ მისი მძღოლის ბარათი ტაქოგრაფის შესაბამის ბუდეში იქნეს მოთავსებული.

3. თუ თავისი არყოფნის გამო მძღოლს არ შეუძლია ისარგებლოს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებული ტაქოგრაფით, მაშინ დროის პერიოდები, მითითებული ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ე.ბ“, „ე.გ“ და „ე.დ“ ქვეპუნქტებში:

ა) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია ანალოგური ტაქოგრაფით, დატანილი უნდა იქნეს სარეგისტრაციო ფურცელზე ხელით, ავტომატურად ან სხვა ხერხით გარკვევით და სუფთა სახით; ან

ბ) თუ სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია ციფრული ტაქოგრაფით, მძღოლის ბარათზე დატანილი უნდა იქნეს მონაცემთა შესატანი ხელის მოწყობილობის გამოყენებით, რომელიც გათვალისწინებულია ჩამწერი აპარატურით.

4. ანალოგური ტაქოგრაფის გამოყენების შემთხვევაში ეკიპაჟის ყოველმა წევრმა ისე, რომ არ დააზიანოს და სიმკვეთრე არ გააუარესოს, თავის სარეგისტრაციო ფურცელზე უნდა მიუთითოს შემდეგი მონაცემები (დანართი №1):

ა) ფურცლის გამოყენების დასაწყისში თავისი სახელი და გვარი;

ბ) ფურცლის გამოყენების დაწყების თარიღი და ადგილი და მისი გამოყენების დასრულების თარიღი და ადგილი;

გ) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი, რომელზე სამუშაოდაც ის ინიშნება, როგორც ფურცელზე რეგისტრირებული პირველი რეისის დასაწყისში, ისე შემდგომ, ავტოსატრანსპორტო საშუალების შეცვლის შემთხვევაში, ფურცლის გამოყენების განმავლობაში;

დ) კილომეტრების მრიცხველის ჩვენება:

დ.ა) ტაქოგრაფში სარეგისტრაციო ფურცლის დაყენებისას;

დ.ბ) ტაქოგრაფიდან სარეგისტრაციო ფურცლის მოხსნისას;

დ.გ) სამუშაო დღის განმავლობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების შეცვლის შემთხვევაში (იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების კილომეტრების მრიცხველის მაჩვენებლები, რომელზეც მძღოლი მუშაობდა და იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების კილომეტრების მრიცხველის მაჩვენებელი, რომელზეც მძღოლი იმუშავებს);

ე) ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ გავლილი მანძილი ტაქოგრაფში სარეგისტრაციო ფურცლის დაყენებიდან სარეგისტრაციო ფურცლის მოხსნამდე.

ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალების ნებისმიერი შეცვლის დრო (საერთო ჯამში სარეგისტრაციო ფურცელი უზრუნველყოფს ჩანაწერის შესაძლებლობას 3 ავტოსატრანსპორტო საშუალების შეცვლის თაობაზე).

5. თუ მძღოლი მართავს ანალოგური ტაქოგრაფით აღჭურვილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, მას უნდა შეეძლოს წარადგინოს ყოველთვის, როცა ამას მოითხოვს შემმოწმებელი პირი:

ა) მიმდინარე დღის სარეგისტრაციო ფურცელი და ფურცლები, რომლებიც მძღოლმა გამოიყენა წინა 28 კალენდარული დღის განმავლობაში;

ბ) მძღოლის ბარათი, თუ იგი მას აქვს; და

გ) ხელით გაკეთებული ნებისმიერი ჩანაწერი და ამონაბეჭდები, გაკეთებული მიმდინარე დღის და წინა 28 კალენდარული დღის განმავლობაში.

6. თუ მძღოლი მართავს ციფრული ტაქოგრაფით აღჭურვილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, მას უნდა შეეძლოს წარადგინოს ყოველთვის, როცა ამას მოითხოვს შემმოწმებელი პირი:

ა) მძღოლის ბარათი, რომლის მფლობელიც იგი არის;

ბ) ხელით გაკეთებული ნებისმიერი ჩანაწერი და ამონაბეჭდები, გაკეთებული მიმდინარე დღის და წინა 28 კალენდარული დღის განმავლობაში.

გ) სარეგისტრაციო ფურცლები, რომლებიც შეესატყვისება დროის იმავე პერიოდს, რომელზედაც აღნიშნულია წინა ქვეპუნქტში და რომლის განმავლობაშიც იგი მართავდა ანალოგური საკონტროლო მოწყობილობით აღჭურვილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას.

7. ვიდრე ტაქოგრაფი გაუმართავია ან არასწორად ფუნქციონირებს, სარეგისტრაციო ფურცელზე ან სარეგისტრაციო ფურცლებზე ან შესაბამის ფურცელზე, რომელიც თან უნდა ერთვოდეს სარეგისტრაციო ფურცელს ან/და მძღოლის ბარათს, მძღოლი წერს მონაცემებს, რომლებიც იძლევა მისი იდენტიფიცირების საშუალებას (გვარს და თავისი მართვის მოწმობის ნომერს ან გვარს და თავისი მძღოლის ბარათის ნომერს), მისი ხელმოწერის ჩათვლით, მძღოლი მიუთითებს მთელ ინფორმაციას დროის სხვადასხვა პერიოდების მიხედვით, რომელიც აღარ რეგისტრირდება ან სათანადოდ არ იბეჭდება ტაქოგრაფით.

8. თუ ტაქოგრაფი მწყობრიდან გამოვიდა ან არასწორად ფუნქციონირებს, იგი უნდა შეკეთდეს უფლებამოსილი მექანიკოსის ან სახელოსნოს დახმარებით მაშინვე, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება. თუ შეუძლებელია ავტოსატრანსპორტო საშუალების საწარმოში დაბრუნება ტაქოგრაფის გაფუჭების ან არასწორი ფუნქციონირების გამოვლენის დღიდან ერთი კვირის განმავლობაში, რემონტი გზაში უნდა შესრულდეს, რისთვისაც მძღოლმა უნდა მიმართოს მარშრუტის გზასავალზე ფუნქციონირებად უახლოეს უფლებამოსილ სახელოსნოს.

9. იმ შემთხვევაში თუ მძღოლის ბარათი დაზიანებულია, არასწორად ფუნქციონირებს, დაკარგული ან გატაცებულია, ანდა არ იმყოფება მძღოლის განკარგულებაში, მძღოლი:

ა) თავისი რეისის დასაწყისში ამობეჭდავს დაწვრილებით ცნობებს ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ, რომელსაც მართავს, და შეაქვს მასში:

ა.ა) ცნობები, რომლებიც იძლევა მძღოლის იდენტიფიცირების საშუალებას (გვარს და თავისი მართვის მოწმობის ნომერს ან გვარს და თავისი მძღოლის ბარათის ნომერს), მათ შორის საკუთარი ხელმოწერა;

ა.ბ) ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ე.ბ“, „ე.გ“ და „ე.დ“ ქვეპუნქტებში ხსენებული პერიოდები;

ბ) თავისი რეისის ბოლოს ამობეჭდავს მონაცემებს ტაქოგრაფის მიერ დაფიქსირებული დროის პერიოდების შესახებ, არეგისტრირებს სხვა სამუშაოს, ყოფნისა და დასვენების ნებისმიერ პერიოდებს იმ მომენტიდან, როდესაც რეისის დასაწყისში გაკეთდა ამონაბეჭდი, თუ ეს მონაცემები დარეგისტრირებული არაა ტაქოგრაფის მიერ, და მიუთითებს ამ დოკუმენტში დეტალებს, რომლებიც იძლევა მძღოლის იდენტიფიცირების საშუალებას (გვარს და თავისი მართვის მოწმობის ნომერს ან გვარს და თავისი მძღოლის ბარათის ნომერს), მათ შორის საკუთარ ხელმოწერას.

10. თუ მძღოლის ბარათი დაზიანებულია, არასწორად ფუნქციონირებს, მძღოლი უბრუნებს მას იმ ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს, სადაც მისი ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი მდებარეობს. ბარათის მოპარვის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია ოფიციალური განცხადებით მიმართოს იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს, სადაც ქურდობა მოხდა.

11. მძღოლის ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია ამის შესახებ ოფიციალური განცხადებით აცნობოს ბარათის გამცემი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს და იმ ხელშემკვრელი მხარე სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს, სადაც მისი ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი მდებარეობს, თუ საქმე ეხება სხვადასხვა ხელშემკვრელ მხარეებს.

12. მძღოლს შეუძლია ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა მძღოლის ბარათის გარეშე განაგრძოს მაქსიმუმ 15 კალენდარული დღის ან უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, თუ ეს საჭიროა ავტოსატრანსპორტო საშუალების საწარმოში დასაბრუნებლად, იმ პირობით, რომ მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში შეუძლებელი იყო ბარათის წარდგენა ან გამოყენება.

13. თუ იმ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები, სადაც მძღოლი ჩვეულებრივ ცხოვრობს, განსხვავდება იმ კომპეტენტური ორგანოებისაგან, რომლებმაც მასზე გასცეს ბარათი და რომლებშიც იგი ვალდებულია განაახლოს, შეცვალოს ან გადაცვალოს მძღოლის ბარათი, ეს კომპეტენტური ორგანოები აცნობებენ იმ კომპეტენტურ ორგანოებს, რომლებმაც გასცეს ადრინდელი ბარათი, მისი განახლების, შეცვლის ან გადაცვლის ზუსტ მიზეზებს.

14. იმ შემთხვევაში, როდესაც მძღოლი იმყოფება შვებულებაში ავადმყოფობის გამო ან ყოველწლიურ შვებულებაში ან თუ იგი მართავდა ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც არ ექვემდებარება AETR-ს დებულებების მოქმედებას მას შეუძლია წარმოუდგინოს შემმოწმებელ პირს საქმიანობის დამადასტურებელი ბლანკი №2 დანართში მოყვანილი ფორმის მიხედვით.

15. საქმიანობის დამადასტურებელ ბლანკს არ აქვს სავალდებულო ძალა, მაგრამ მისი გამოყენების შემთხვევაში, ის უნდა შეესაბამებოდეს №2 დანართში მოყვანილ ფორმას. ამ ფორმით შევსებული ბლანკი უნდა იქნეს მიღებული ყველა შემმოწმებელი პირის მიერ AETR-ს ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიაზე.

16. საქმიანობის დამადასტურებელი ბლანკის გამოყენებისას დაცული უნდა იყოს შემდეგი წესები:

ა) ბლანკის ყველა პოზიცია უნდა შეივსოს კომპანიის და შესაბამისი მძღოლის მიერ რეისამდე.

ბ) ბლანკის ტექსტის შეცვლა დაუშვებელია.

გ) ბლანკი ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ იგი ხელმოწერილია როგორც კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის, ასევე თავად მძღოლის მიერ. ინდივიდუალურ საწარმოთა შემთხვევაში მძღოლი ბლანკს ხელს აწერს ერთხელ საწარმოს სახელით და ერთხელ - როგორც მძღოლი. ნამდვილია მხოლოდ ამ დოკუმენტის ხელმოწერილი ორიგინალი.

დ) ამობეჭდილი ბლანკი შეიძლება შეიცავდეს კომპანიის ლოგოტიპს. 1-5 პოზიციები შეიძლება დაიბეჭდოს წინასწარ. კომპანიის ბეჭედს არ შეუძლია იმ პირის ხელმოწერის მაგივრობა გასწიოს, რომელმაც ბლანკს ხელი უნდა მოაწეროს, თუმცა მისი ხელმოწერა შეიძლება დადასტურდეს ბეჭდით.

ე) დამატებითი ეროვნული ან რეგიონული ინფორმაცია მითითებულ უნდა იქნეს ბლანკის უკანა მხარეზე.

ვ) თუ ბლანკი დგება სხვა ენაზე ვიდრე ინგლისური ან ფრანგულია, მისი დასახელება ეროვნულ ენაზე მითითებულ უნდა იქნეს ინგლისური და ფრანგულენოვანი დასახელებების ქვეშ, რომლებიც უნდა შენარჩუნდეს ბლანკზე. თუ ბლანკი შედგენილია სხვა ენაზე ვიდრე ინგლისურია, თავების დასახელებები თავად ბლანკზე უნდა გამეორდეს ინგლისურ ენაზე.

17. უფლებამოსილ შემმოწმებელ პირს შეუძლია წინამდებარე რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვა შეამოწმოს ეკრანზე გამოტანილი სარეგისტრაციო ფურცლების ან ტაქოგრაფით ან მძღოლის ბარათის დახმარებით რეგისტრირებული მონაცემების ამონაბეჭდის ანალიზის მეშვეობით, ანდა, თუ ეს შეუძლებელია, ნებისმიერი სხვა დოკუმენტის ანალიზის მეშვეობით, რომელიც იძლევა იმის გარკვევის საშუალებას, თუ რატომ არ შესრულდა რომელიმე დებულება.

18. იკრძალება ტაქოგრაფში დაცულ სარეგისტრაციო ფურცელში ან მძღოლის ბარათში შეტანილი მონაცემების და ციფრული ტაქოგრაფის ამობეჭდილი მონაცემების გაყალბება, ამოღება ან განადგურება. იკრძალება აგრეთვე ნებისმიერი მოქმედება ტაქოგრაფის, სარეგისტრაციო ფურცლის ან მძღოლის ბარათის მიმართ, რომლის შედეგადაც შეიძლება მოხდეს მონაცემების და/ან დაბეჭდილი ინფორმაციის გაყალბება, ამოღება ან განადგურება. არც ერთი მოწყობილობა, რომლის გამოყენებაც შეიძლება აღნიშნული მიზნებით, არ უნდა იმყოფებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებაში.

19. კომპანია:

ა) უზრუნველყოფს ტაქოგრაფების სწორ ექსპლუატაციას, ქარხანა დამამზადებლის მიერ დამტკიცებული ტაქოგრაფის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს, AETR-ის დებულებების, 1B დამატებისა და წინამდებარე რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად;

ბ) საკმარისი რაოდენობის სარეგისტრაციო ფურცლებს გასცემს ანალოგური ტაქოგრაფით აღჭურვილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებზე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ეს ფურცლები პირადი ხასიათისაა, აგრეთვე მიმოსვლის ხანგრძლივობის და იმ დაზიანებული ფურცლის ან ფურცლების შეცვლის შესაძლო ვალდებულების გათვალისწინებით, რომლებიც უფლებამოსილი შემმოწმებელი პირების მიერ იქნა ამოღებული. კომპანია მძღოლებზე გასცემს მხოლოდ დამტკიცებული ნიმუშის ფურცლებს, რომლებიც ვარგისია ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებულ ტაქოგრაფში გამოყენებისათვის;

გ) ინახავს სარეგისტრაციო ფურცლებს და ამონაბეჭდებს ქრონოლოგიური თანამიმდევრობით და საკითხავად მოსახერხებელი ფორმით მათი გამოყენებიდან არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში და მიაწვდის მათ ასლებს დაინტერესებულ მძღოლებს, რომლებიც მას შესაბამისი თხოვნით მიმართავენ. კომპანია ასევე მიაწვდის დაინტერესებულ მძღოლებს, რომლებიც მას შესაბამისი თხოვნით მიმართავენ, მძღოლების ბარათებიდან მიღებულ მონაცემებს და ამ ასლების დაბეჭდილ ვარიანტებს. ეს სარეგისტრაციო ფურცლები, ამონაბეჭდები და მიღებული მონაცემები მიეწოდება ან გაიცემა უფლებამოსილი შემმოწმებელი პირების მოთხოვნით;

დ) ციფრული ტაქოგრაფით აღჭურვილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობისას:

დ.ა) უზრუნველყოფს მონაცემთა რეგულარულ ჩატვირთვას მძღოლის ბარათიდან და ტაქოგრაფიდან, რათა უზრუნველყოს ყველა მონაცემის არსებობა ამ კომპანიის მიერ ან ამ კომპანიისთვის შესრულებული საქმიანობის შესახებ;

დ.ბ) უზრუნველყოფს ყველა მონაცემის შენახვას, რომლებიც იტვირთება როგორც ტაქოგრაფიდან, ისე მძღოლის ბარათიდან არანაკლებ 12 თვის განმავლობაში რეგისტრაციის მომენტიდან და ასეთ მონაცემთა ხელმისაწვდომობას შემმოწმებელი პირის მოთხოვნისამებრ ან უშუალოდ, ან დისტანციურად, კომპანიის ტერიტორიიდან.

ე) მძღოლის ბარათიდან და ტაქოგრაფიდან კომპანიის პროგრამულ-ტექნიკურ საშუალებებში ინფორმაციის ჩატვირთვას ახორციელებს:

ე.ა) პერიოდულად, არანაკლებ ერთხელ 28 დღის განმავლობაში მძღოლის ბარათიდან და ერთხელ 90 დღის განმავლობაში ტაქოგრაფიდან;

ე.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გასხვისების წინ;

ე.გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების იჯარით (ლიზინგით) გადაცემის წინ;

ე.დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შეწყვეტის წინ.

ვ) უზრუნველყოფს ტაქოგრაფების შემოწმების ოქმებისა და დამოწმების შესახემ მოწმობების შენახვას მათი ვადის გასვლიდან არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში

ზ) აანალიზებს ტაქოგრაფებიდან და მძღოლების ბარათებიდან, აგრეთვე ამონაბეჭდებიდან მიღებულ ინფორმაციას მძღოლების მიერ შრომისა და დასვენების რეჟიმების დაცვასთან დაკავშირებით და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში იღებს ყველა საჭირო ზომას მომავალში მათი აცილებისა და დაუშვებლობისათვის;

თ) მძღოლების მიერ შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვის კონტროლს ახორციელებს ტაქოგრაფში ან მძღოლის ბარათში რეგისტრირებული შემდეგი პარამეტრების მიხედვით:

თ.ა) მუშაობის დაწყების და დასრულების ადგილებში რეგისტრირებული მონაცემები;

თ.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მუშაობის ჯამური დრო;

თ.გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გაცდენის დრო;

თ.დ) მძღოლის დასვენებებისა და შესვენებების დრო;

თ.ე) ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარე;

თ.ვ) ტაქოგრაფის და/ან მძღოლის ბარათის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტები.

ი) უზრუნველყოფს ტაქოგრაფის დროული ტექნიკური მომსახურება და დამოწმება, მისი მწყობრიდან გამოსვლის ან შეფერხებებით ფუნქციონირების შემთხვევაში მიმართავს შესაკეთებლად მხოლოდ უფლებამოსილ სახელოსნოებს, რომლებსაც ამ მიზნით ამტკიცებენ AETR-ის ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები.

მუხლი 9. მოთხოვნები სახელოსნოს მიმართ

1. სახელოსნო შეიძლება იყოს საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მქონე იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, საკუთრების ფორმის მიუხედავად, რომელიც აკრედიტებულია დადგენილი წესით, შეტანილია ტაქოგრაფების დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების საქმიანობის განმახორციელებელი სახელოსნოების ნუსხაში და რომლის ტერიტორია, შენობა-ნაგებობები, მოწყობილობა-დანადგარები, პროგრამული უზრუნველყოფა, პერსონალის კვალიფიკაცია, დოკუმენტაცია და ტექნოლოგიური პროცესები აკმაყოფილებს AETR-ის დებულებებით, 1B დამატებით, საქართველოს კანონმდებლობით და წინამდებარე რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.

2. სახელოსნოს ფინანსური მდგომარეობა უნდა იყოს სტაბილური და უზრუნველყოფდეს ტაქოგრაფების დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობას დადგენილი მოთხოვნათა შესაბამისად.

3. სახელოსნოს უნდა გააჩნდეს AETR-ის, 1B დამატებისა და წინამდებარე რეგლამენტის დებულებების რეალიზაციასთან დაკავშირებული ნორმატიულ-სამართლებრივი, ორგანიზაციულ-მეთოდური, საცნობარო და ინფორმაციული დოკუმენტების, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და ტაქოგრაფების მწარმოებლების შესაბამისი ინსტრუქციების მუდმივად განახლებადი ფონდი.

4. სახელოსნოს მართვის სისტემა უნდა მოიცავდეს ტაქოგრაფების დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების სამუშაოების სრულ კომპლექსს, რომელიც სრულდება როგორც ძირითად ტერიტორიაზე, ასევე მისგან დაშორებულ დროებით და მოძრავ პუნქტებში.

5. სახელოსნოს ტექნიკური აღჭურვილობა, მათ შორის მიმდებარე ტერიტორია, საწარმოო შენობება-ნაგებობები, მოწყობილობა-დანადგარები, ინსტრუმენტები და გამზომი საშუალებები უნდა უზრუნველყოფდეს საქართველოს კომპეტენტური ორგანოს მიერ აღიარებული ტაქოგრაფების დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების სამუშაოების სრულყოფილ შესრულებას, მათი მარკების, მოდელებისა და ტიპების (ანალოგური, ციფრული) გათვალისწინებით.

6. სახელოსნოს ტერიტორია, ასევე მისასვლელი (გამოსასვლელი) გზები უნდა იყოს განათებული ღამის საათებში.

7. სახელოსნოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გავლა უნდა ხდებოდეს გამჭოლად, მობრუნების და უკან სვლის გარეშე.

8. სახელოსნოს ტერიტორიაზე უნდა იყოს განთავსებული:

ა) სპეციალური გორგოლაჭიანი სტენდი საკონტროლო მოწყობილობაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარამეტრების დაყენების (შემოწმების) სამუშაოების შესრულებისათვის ან არანაკლები 20 მეტრი სიგრძის მყარი საფარის გზის სწორი მონაკვეთი, (რომლის გრძივი და განივი დაქანებები არა აღემატება 1.5%) მასთან მისასვლელი გზებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მსხვილგაბარიტიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მანევრირებას;

ბ) საწარმოო შენობისაკენ მისასვლელი გზები;

გ) მყარი საფარის მქონე სადგომი მოედანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის.

9. სახელოსნოს შენობის ადმინისტრაციული ნაწილები (დოკუმენტაციის გაფორმების ადგილი, მოსაცდელი, სანკვანძი, დამხმარე სათავსო და სხვა ფართი) უნდა იყოს ერთმანეთისაგან იზოლირებული და შეესაბამებოდეს თავის დანიშნულებას.

10. სახელსნოს საწარმოო შენობაში უნდა იყოს გამოყოფილი ცალკე ფართი (გარეშე პირთა შესვლის შეზღუდვით) პროგრამული-ტექნიკური საშუალებების განლაგებისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ციფრული ტაქოგრაფების მახსოვრობიდან ან სახელოსნოს ბარათებიდან გადმოტანილი ინფორმაციის ამოკითხვას, დამუშავებას და შენახვას, მათი სარეზერვო ასლების მომზადებასა და შენახვას, ციფრული ტაქოგრაფის დაყენებას, შემოწმებასა და მის პროგრამირებას. აღნიშნული ფართი უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი სანიტარული, ხანძარსაწინაღო და ელექტროუსაფრთხოების ნორმების მოთხოვნებს და იყოს აღჭურვილი ინტერნეტში შესვლის საშუალებებით, მომდენ-გამწოვი ვენტილაციით, განათებით, გათბობით, ხანძარსაწინაღო და პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებით, აგრეთვე სეიფით ან ლითონის ყუთით სახელოსნოს ბარათების, ინფორმაციების სარეზერვო ასლების, ლუქების, ლუქის დასადები მოწყობილობებისა და სახელოსნოს (მექანიკოსის) ნიშნის ანაბეჭდების შესანახად.

11. სამუშაოების შესრულებისას ავტოსატრანსპორტო საშუალებების კვანძებთან და აგრეგატებთან ხელმისაწვდომობისათვის საწარმოო შენობას უნდა გააჩნდეს სათვალთვალო ორმო (რეკომენდირებული პარამეტრებით, სიგანე 1,0-1,05 მეტრი; სიღრმე -1,4-1,5 მეტრი, სიგრძე არა ნაკლებ 12 მეტრი) ან ამწე მოწყობილობა.

12. სამუშაო ადგილი, სადაც სრულდება ტაქოგრაფზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარამეტრების დაყენება ძრავის მუშა მდგომარეობისას, უნდა იყოს აღჭურვილი გამონაბოლქვი აირების გამოსაბოლქვი მილისაგან მოშორებისა და გაწმენდის სისტემებით.

13. სახელოსნო უნდა იქნეს აღჭურვილი საჭირო ტექნოლოგიური მოწყობილობით, რომლის ნომენკლატურა განისაზღვრება ტაქოგრაფის მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტაციით. სახელოსნოს მიერ შეძენილ მოწყობილობას, სათადარიგო ნაწილებს და მასალებს უნდა გააჩნდეთ დადგენილ მოთხოვნებთან შესატყვისობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

14. გამზომი საშუალებების ტიპი უნდა იყოს რეგისტრირებული, ხოლო მისი მეტროლოგიური დამოწმება უზრუნველყოფილი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

15. სახელოსნოს პასპორტში შეტანილ თითოეულ მოწყობილობასა და გამზომ საშუალებაზე უნდა არსებობდეს შემდეგი მონაცემები:

ა) მოწყობილობის და გამზომი საშუალების დასახელება, მოდელი, საქარხნო ნომერი, ძირითადი მახასიათებლები და გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფა;

ბ) დამამზადებელი (ფირმა, ქვეყანა);

გ) გამზომი საშუალების ტიპის რეგისტრაციის და მეტროლოგიური დამოწმების დოკუმენტები და შემდგომი პროცედურების თარიღები.

16. სახელოსნო დაკომპლექტებული უნდა იყოს პერსონალით-მექანიკოსებით, რომლებსაც გააჩნიათ:

ა) ტაქოგრაფების დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო კვალიფიკაცია და პრაქტიკული ჩვევები;

ბ) ტაქოგრაფის მწარმოებლის ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ, აგრეთვე მეტროლოგიის ორგანიზაციის მიერ გაცემული დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ მათი საქმიანობისათვის საჭირო მომზადების კურსების გავლას.

17. სახელოსნო სამუშაოების დასრულებისას ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს (მძღოლს) აძლევს შესაბამის დოკუმენტს ტაქოგრაფის მდგომარეობის შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ნომერსა და თარიღს;

ბ) სახელოსნოს დასახელებას, ადგილმდებარეობას, მისთვის მინიჭებულ ნომერს სახელოსნოების ნუსხის მიხედვით;

გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის დასახელებას, მისამართს, ტელეფონს;

დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემებს (ტიპი, მარკა, რეგისტრაციის ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN), საბურავების ზომები, თვლის საბურავების „ეფექტიანი გარშემოწერილობა“, ოდომეტრის ჩვენება);

ე) ტაქოგრაფის მოდელს და ნომერს;

ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მახასიათებელი კოეფიციენტისა და ტაქოგრაფის მუდმივას მონაცემებს;

ზ) სახელოსნოსათვის მიმართვის მიზეზს;

თ) ინფორმაციას სახელოსნოს მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ;

ი) ინფორმაციას ტაქოგრაფის გამართულობის/გაუმართაობის შესახებ გამოვლენილი უწესივრობების მითითებით (არსებობის შემთხვევაში).

მუხლი 10. ტაქოგრაფების დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების საქმიანობის განმახორციელებელი სახელოსნოების ნუსხაში შეტანის წესი

1. იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის საკუთრებაში/სარგებლობაში მყოფი სახელოსნოს შეტანას ტაქოგრაფების დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების საქმიანობის განმახორციელებელი სახელოსნოების ნუსხაში (შემდგომში ნუსხა) ახორციელებს სააგენტო AETR-ის დებულებების, 1B დამატებისა და წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად.

2. სახელოსნოს ნუსხაში შესატანად იურიდიულმა პირმა (ინდივიდუალურმა მეწარმემ) უნდა წარუდგინოს სააგენტოს განცხადება ტაქოგრაფების დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების საქმიანობის განმახორციელებელი სახელოსნოების ნუსხაში სახელოსნოს შეტანის შესახებ №3 დანართში მოყვანილი ფორმის მიხედვით, რომელსაც თან უნდა ახლდეს:

ა) სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერი;

ბ) სახელოსნოს დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი აკრედიტაციის მოწმობის ასლი, გაცემული სსიპ - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მოერ;

გ) კომპეტენტური ორგანოს მოერ გაცემული სერტიფიკატის ასლი, რომელიც ადასტურებს მექანიკოს(ებ)ის მომზადების პროცედურების გავლას.

3. სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განცხადების და თანდართული საბუთების შესაბამისობას ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან.

4. განცხადებისა და თანდართული საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, სააგენტო განმცხადებელს მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღვრავს ვადას (რომელიც არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები), რომლის განმავლობაშიც განცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი ან წერილობითი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით.

5. შემოწმების დადებითი შედეგების ან დადგენილ ვადაში ნაკლოვანებების გამოსწორების შემთხვევაში, სააგენტოს შეაქვს იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე სახელოსნოების ნუსხაში, ანიჭებს სახელოსნოს ნომერს და გასცემს განმცხადებელზე დაშვების მოწმობას ტაქოგრაფების დაყენებაზე, შემოწმებაზე, ტექნიკურ მომსახურებასა და შეკეთებაზე (დანართი №4). დაშვების მოწმობა რეგისტრირდება სახელოსნოების უწყებრივ რეესტრში (დანართი №5), ხოლო მათი ასლები ინახება სააგენტოში.

6. სახელოსნოების ნუსხიდან სახელოსნოს ამოღებისა და იურიდიულ პირზე ან ინდივიდუალურ მეწარმეზე გაცემული დაშვების მოწმობის გაუქმების, აგრეთვე მისი მოქმედების შეჩერების საფუძველს წარმოადგენს:

ა) ტაქოგრაფების დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესის დარღვევა;

ბ) გაუმართავი ან/და დაუმოწმებელი გამზომი საშუალებებისა და მოწყობილობების გამოყენება;

გ) პერსონალის კვალიფიკაციის შეუსაბამობა;

დ) ციფრული ტაქოგრაფების მახსოვრობიდან სახელოსნოს პროგრამულ-ტექნიკურ საშუალებებში გადმოტანილი ინფორმაციების, აგრეთვე სახელოსნოს ბარათების მართვისა და შენახვის პირობების დარღვევა;

ე) შესრულებული სამუშაოების რეგისტრაციისა და აღრიცხვის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა;

ვ) შემოწმების აქტში დარღვევების აღმოსაფხვრელად მოყვანილი მითითებების შეუსრულებლობა (არასათანადო შესრულება) დადგენილ ვადებში:

ზ) უფლებამოსილი ორგანოების მიერ ჩასატარებელ შემოწმებაზე უარის თქმა;

თ) სახელოსნოს დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი აკრედიტაციის გაუქმება ან მისი მოქმედების შეჩერება;

ი) ტაქოგრაფის სახელოსნოს ბარათის ვადის გასვლა ან მისი მოქმედების შეჩერება.

7. დაშვების მოწმობის მოქმედების შეჩერება ან გაუქმება ფორმდება სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებით მოქმედების შეჩერებისა ან გაუქმების მიზიზების მითითებით.

8. გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის შემდეგ იურიდიულ პირზე (ინდივიდუალურ მეწარმეზე) კვლავ გაიცემა დაშვების მოწმობა და სახელოსნო შეიტანება სახელოსნოების ნუსხაში.

9. ინფორმაცია დაშვების მოწმობის მოქმედების შეჩერების ან გაუქმების თაობაზე უნდა იყოს ხელმისაწვდომი სახელოსნოს მომსახურების მომხმარებლებისათვის, აგრეთვე AETR-ის ყველა ხელშემკვრელი მხარისათვის.

10. სახელოსნოს მიერ დადგენილი მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად სააგენტო უფლებამოსილია დადგენილი წესით განახორციელოს მისი საქმიანობის კონტროლი, რომლის დროსაც მოწმდება:

ა) სახელოსნოს ტერიტორიის, შენობა-ნაგებობების, საცდელი და სხვა მოწყობილობა-დანადგარების და პროგრამულ-ტექნიკური საშუალების მდგომარეობა;

ბ) ტექნიკური დოკუმენტაციის არსებობა;

გ) ტაქოგრაფების დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების სამუშაოების შესრულების ორგანიზება;

დ) სამუშაოების შესრულებისას უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა;

ე) პერსონალის კვალიფიკაცია;

ვ) წარმოების მეტროლოგიური უზრუნველყოფა;

ზ) მოქმედი სახელოსნოს ბარათების არსებობა, მათი მართვისა და შენახვის ორგანიზება;

თ) ციფრული ტაქოგრაფების მოხსოვრობიდან სახელოსნოს პროგრამულ-ტექნიკურ საშუალებებში გადმოტანილი ინფორმაციების დაცვისა და შენახვის ორგანიზება;

ი) სახელოსნოს მიერ გაწეული მომსახურების ხარისხი;

კ) შესრულებული სამუშაოების შესახებ მონაცემების რეგისტრაციისა და აღრიცხვის მდგომარეობა;

ლ) გამზომი საშუალებების რეგისტრაციისა და დამოწმების მდგომარეობა.

11. კონტროლი ტარდება პერიოდულობით არა უმეტეს 2 წელიწადში ერთხელ, აგრეთვე სახელოსნოს საქმიანობის მიმართ პრეტენზიების შესახებ დასაბუთებული ინფორმაციის, ან   AETR-ს  ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებების მიღებისას.

მუხლი 11. სახელოსნოს ხელმძღვანელისა და მექანიკოსის ვალდებულებები და

პასუხისმგებლობა

1. სახელოსნოს ხელმძღვანელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს სახელოსნოს ტერიტორიაზე და შენობა-ნაგებობებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანიტარულ-ჰიგიენური, მოძრაობის, ეკოლოგიური და სახანძრო უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დაცვა და წარმართოს საქმიანობა AETR-ის დებულებების, 1B დამატებისა და წინამდებარე რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად;

ბ) შეიმუშაოს და დანერგოს შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და უსაფრთხოების მართვის სისტემა, რომელიც მოიცავს შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლსა და ელექტრონულ მატარებლებში შენახული მონაცემების არასანქცირებული შეღწევისაგან დაცვას;

გ) იმუშაოს მხოლოდ დაშვების მოწმობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში;

დ) აწარმოოს დოკუმენტური აღრიცხვა:

დ.ა) შესრულებული სამუშაოების;

დ.ბ) გამოყენებული მოწყობილობების, სათადარიგო ნაწილების, მასალების, ინსტრუმენტებისა და საზომი საშუალებების;

დ.გ) გამოყენებული სახელოსნოს ბარათების;

დ.დ) გამოყენებული პლომბირატორების;

დ.ე) სამუშაოების შესრულებისას გამოვლენილი ტაქოგრაფის გამოყენების წესების დარღვევების.

ე) შეინახოს ციფრული ტაქოგრაფიდან გადმოტანილი ინფორმაცია არა ნაკლებ 12 თვის განმავლობაში, სახელოსნოს ბარათიდან გადმოტანილი ინფორმაცია - არა ნაკლებ 24 თვის განმავლობაში, ხოლო გადმოტანილი ინფორმაციების სარეზერვო ასლები შეინახოს სეიფში ან ლითონის ყუთში არა ნაკლებ 24 თვის განმავლობაში.

ვ) აცნობოს სააგენტოს სახელოსნოს საქმიანობის ნებისმიერ ცვლილებაზე, რომელიც გავლენას მოახდენს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან სახელოსნოს შესაბამისობაზე;

ზ) ყოველი წლის 20 იანვრამდე მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია წინა წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ №6 დანართში მოყვანილი ფორმის მიხედვით;

თ) სახელოსნოს დასახელების, ადგილმდებარეობისა ან მისი მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ცვლილებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობით აცნობოს სააგენტოს აღნიშნულის შესახებ, სახელოსნოების ნუსხაში შესაბამისი ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანის მიზნით.

ი) შესაბამის უფლებამოსილ მაკონტროლებელ მუშაკს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს შესამოწმებლად სახელოსნოს ბარათები, ლუქის დასადები მოწყობილობები, აგრეთვე ციფრული ტაქოგრაფების მახსოვრობიდან სახელოსნოს პროგრამულ-ტექნიკურ საშუალებებში გადმოტანილი ინფორმაციები ბოლო 12 თვის განმავლობაში.

კ) ბარათის ან სახელოსნოს ბარათის PIN-კოდის დაზიანების, დაკარგვის, მოპარვის შემთხვევაში ან თუ სახელოსნოს ბარათის PIN-კოდი ცნობილი გახდა მესამე პირისათვის ან თუ შეიცვალა ბარათის მფლობელის პერსონალური მონაცემები (რომლებიც გავლენას ახდენენ ბარათისა და მისი მომხმარებლის იდენტიფიკაციაზე) ამ ფაქტების დადგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით წარუდგინოს სააგენტოს განმარტება აღნიშნულის შესახებ, ბარათის დაზიანების, დაკარგვის, მოპარვის, გარემოებათა მითითებით და ამ ფაქტების დამადასტურებელი დოკუმენტების (არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენით და განცხადება ახალი ბარათის მიღებაზე;

ლ) ბარათის გამოუყენებლობის შემთხვევაში (კომპანიის/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას, პროფესიული საქმიანობის/შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას, ტაქოგრაფების დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების საქმიანობის განხორციელების უფლების ჩამორთმევისას), ჩააბაროს ბარათი სააგენტოს ბარათის გამოყენების შეწყვეტიდან 15 სამუშაო დღის ვადაში.

2. სახელოსნოს მექანიკოსი ვალდებულია:

ა) ტაქოგრაფების დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების სამუშაოები შეასრულოს AETR-ის მოთხოვნებისა და ტაქოგრაფების მწარმოებლის ტექნიკური და ტექნოლოგიური დოკუმენტაციით გათვალისწინებული ტექნოლოგიური პროცესების დაცვით;

ბ) გადაიტანოს მონაცემები ციფრული ტაქოგრაფების მახსოვრობიდან სახელოსნოს ბარათში;

ბ) სახელოსნოს ბარათის დაკარგვის, მოპარვის ან დაზიანების შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ სახელოსნოს ხელმძღვანელობას;

დ) საიდუმლოდ შეინახოს სახელოსნოს ბარათის PIN-კოდი და თუ იგი გახდა ცნობილი სხვა პირისათვის, აცნობოს აღნიშნულის შესახებ სახელოსნოს ხელმძღვანელობას;

ე) ბარათის ან სახელოსნოს ბარათის PIN-კოდის დაზიანების, დაკარგვის, მოპარვის შემთხვევაში ან თუ სახელოსნოს ბარათის PIN-კოდი ცნობილი გახდა მესამე პირისათვის ან თუ შეიცვალა მექანიკოსის პერსონალური მონაცემები (რომლებიც გავლენას ახდენენ ბარათისა და მისი მომხმარებლის იდენტიფიკაციაზე), დაუყონებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ სახელოსნოს ხელმძღვანელობას;

ვ) ბარათის გამოუყენებლობის შემთხვევაში (კომპანიის/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას, პროფესიული საქმინობის/შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას, ტაქოგრაფების დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების საქმიანობის განხორციელების უფლების ჩამორთმევისას), დაუყონებლივ ჩააბაროს ბარათი სახელოსნოს ხელმძღვანელობას.

ზ) უზრუნველყოს რეგულარულად (არანაკლებ 28 დღეში ერთხელ) ინფორმაციის გადატანა სახელოსნოს ბარათიდან სახელოსნოს საინფორმაციო ბაზაში.

თ) სამუშაოების შესრულების პროცესში ტაქოგრაფისა და მასზე დადებული ლუქების დაზიანების ფაქტების გამოვლენისას აცნობოს აღნიშნულის შესახებ სახელოსნოს ხელმძღვანელობას.

ი) ტაქოგრაფის დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების სამუშაოების შესრულებისას უზრუნველყოს მასში დაფიქსირებული მონაცემების შენარჩუნება.

3. სახელოსნოს ხელმძღვანელი და მექანიკოსი პერსონალურად აგებენ პასუხს ყველა იმ ქმედებაზე, რომელიც განხორციელდა მათ სახელზე გაცემული სახელოსნოს ბარათის მეშვეობით.

მუხლი 12. კონტროლი

1. ტაქოგრაფის სისტემის მუშაუნარიანობის უზრუნველმყოფელ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს AETR-ის შეთანხმებით, 1B დამატებით და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე კონტროლი, რომელიც შემდეგი ელემენტებისაგან შედგება:

ა) უფლებამოსილი მაკონტროლებელი ორგანოების მიერ კონტროლის განხორციელება მძღოლებზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე;

ბ) უფლებამოსილი მაკონტროლებელი ორგანოების მიერ კონტროლის განხორციელება კომპანიებზე (გადამზიდველებზე) დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე;

გ) უფლებამოსილი მაკონტროლებელი ორგანოების მიერ კონტროლის განხორციელება სახელოსნოებზე და მექანიკოსებზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე;

დ) კომპანიების (გადამზიდველების) მიერ კონტროლის განხორციელება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების პირობების დაცვაზე.

2. სახელმწიფო კონტროლს მძღოლებისა და კომპანიების მიერ AETR-ის შეთანხმებით, 1B დამატებითა და ამ რეგლამენტით მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და სააგენტო თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

3. სახელმწიფო კონტროლს სახელოსნოებისა და მექანიკოსების მიერ AETR-ის შეთანხმებით, 1B დამატებით და ამ რეგლამენტით მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე ახორციელებს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი და სააგენტო თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

4. პასუხისმგებლობა ამ წესის მოთხოვნათა დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

დანართი №1

ანალოგური ტაქოგრაფის სარეგისტრაციო ფურცელში

შესატანი მონაცემები

[pic]

1. მძღოლის სახელი და გვარი.

2. სარეგისტრაციო ფურცლის გამოყენების დაწყების ადგილი.

3. სარეგისტრაციო ფურცლის გამოყენების დასრულების ადგილი.

4. სარეგისტრაციო ფურცლის გამოყენების დაწყებისა და დასრულების თარიღები.

5. ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი.

6. კილომეტრების მრიცხველის ჩვენება ტაქოგრაფში სარეგისტრაციო ფურცლის დაყენებისას.

7. კილომეტრების მრიცხველის ჩვენება ტაქოგრაფიდან სარეგისტრაციო ფურცლის მოხსნისას.

8. ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ გავლილი მანძილი ტაქოგრაფში სარეგისტრაციო ფურცლის დაყენებიდან სარეგისტრაციო ფურცლის მოხსნამდე.

დანართი №2

ATTESTATION OF ACTIVITIES / FORMULAIRE D’ATTESTATION D’ACTIVITES*

saqmianobis damadasturebeli blanki*

(reglamenti 561/2006 (ЕС) an AETR ) / (REGULATION (ЕС) 561/2006 OR THE AETR**)

Seivsos beWduri laTinuri asoebiT da xelmoweril iqnes reisamde / То be filled in by typing in Latin characters and siwied before a journey

daerTos sakontrolo mowyobilobis Canawerebs, romlebic unda SenarCundes / То be kept with the original control device records wherever they are required to be kept

damadasturebeli blankis gayalbeba samarTaldarRvevas warmoadgens / False attestations constitute an infringement

|sawarmos mier Sesavsebi nawili (Part to be filled in by the undertaking) |

|1. sawarmos dasaxeleba / Name of the undertaking. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . |

|2. quCa, safosto indeqsi, qalaqi / Street address, postal code, city . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . |

|qveyana / Country: |

|3. telefonis nomeri (saerTaSoriso kodis CaTvliT)/ Telephone number (including international prefix) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .|

|. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . |

|4. faqsis nomeri (saerTaSoriso kodis CaTvliT) / Fax number (including international prefix) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .|

|. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . |

|5. eleqtronuli fostis misamarTi / e-mail address: . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . |

|me, qvemore xelmomweri (I, the undersigned): . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . |

|6. gvari da saxeli / Name and first name: . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . |

|7. Tanamdeboba sawarmoSi / Position in the undertaking: . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . |

|vacxadeb, rom mZRolma / declare that the driver: |

|8. gvari da saxeli / Name and first name: . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . |

|9. dabadebis TariRi: (dRe, Tve, weli)// Date of birth (day/month/year): . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . |

|10. mZRolis marTvis mowmobis an piradobis mowmobis an pasportis nomeri / Driving licence or identity card or passport number . . . . . . . . . . . . . . . . . . . |

|. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . |

|11. daiwyo muSaoba sawarmoSi(dRe, Tve, weli)-dan / who has started to work at the undertaking on (day/month/year) periodis ganmavlobaSi / for the period:. . . . . |

|. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . |

|12. (saaTi, dRe, Tve, weli)-dan /from (day/month/year): . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . |

|13. (saaTi, dRe, Tve, weli)-mde /to (day/month/year): . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . |

|14. imyofeboda SvebulebaSi avadmyofobis gamo / was on sick leave . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . |

|15. imyofeboda yovelwliur SvebulebaSi ** / was on annual leave) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . |

|16. imyofeboda SvebulebaSi an isvenebda ** / was on leave or rest . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . |

|17. marTavda avtosatransporto saSualebas, romelic ar eqvemdebareba (ЕС)561/2006 an AETR-s reglamentis debulebebis moqmedebas ** / drove a vehicle exempted from the|

|scope of the Regulaiion(EC) 561/2006 or the AETR |

|18. asrulebda sxva samuSaos, gansxvavebuls avtosatransporto saSualebis marTvisagan/was performing any work pther than driving of a vehicle |

|*** / was performing any work other than driving of a vehicle |

|19. imyofeboda lodinis reJimSi ** / was available |

|20. adgili / Place: . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . TariRi / date: . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . |

|xelmowera / signature |

21. me, qvemore xelmomweri mZRoli, vadastureb, rom zemoaRniSnuli periodis ganmavlobaSi ar vmarTavdi satransporto saSualebas, romelic eqvemdebareba (ЕС)561/2006 an AETR-s reglamentis debulebebis moqmedebas (I, the driver, confirm that I have not been driving a vehicle falling under the scope of the (EC) Regulation 561/2006 or AETR during the period mentioned above).

22. adgili / Place: . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . TariRi / date: . . . . . . . . . . . . . . .

mZRolis xelmowera / signature of the driver

_____________________________________________________________

* aRniSnuli formis miReba eleqtronuli da dasabejdi variantebiT SesaZlebelia Semdeg misamarTze / This form is available in electronic and printable versions at the following address: http://www.unece.org/trans/main/scl/aetr.html.

** airCieT mxolod erTi pozicia / Choose only one box.

დანართი №3

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ტაქოგრაფების დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების საქმიანობის განმახორციელებელი სახელოსნოების ნუსხაში სახელოსნოს შეტანის შესახებ

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის დასახელება, იურიდიული მისამართი, ადგილმდებარეობა (თუ განსხვავდება იურიდიული

მისამართისაგან) ტელეფონი/ფაქსი)

მისი ხელმძღვანელის --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(სახელი, გვარი, ტელეფონი/ფაქსი)

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- სახით

გთხოვთ შეიტანოთ ჩვენს საკუთრებაში/სარგებლობაში (ქვეშ ხაზი გაესვას) მყოფი სახელოსნო ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(სახელოსნოს დასახელება, მისამართი, ტელეფონი)

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ანალოგური ან/და ციფრული (ქვეშ ხაზი გაესვას) საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების საქმიანობის განმახორციელებელი სახელოსნოების ნუსხაში.

დანართი: ფურცელი.

სახელოსნოს ხელმძღვანელი --------------------------------------- -------------------------------------------

სახელი, გვარი ხელმოწერა

ბ.ა. --------------------------------------------

თარიღი

დანართი № 4

[pic]

დაშვების მოწმობა

ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) დაყენებაზე, შემოწმებაზე, ტექნიკურ მომსახურებასა და შეკეთებაზე

" __ " ___________ წ. № GE______

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის დასახელება, მისამართი და ტელეფონი)

სახელოსნო --------------------------------------------------------------------------------------------------

(სახელოსნოს დასახელება, მისამართი ტელეფონი)

შეტანილია ტაქოგრაფების დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების საქმიანობის განმახორციელებელი სახელოსნოების ნუსხაში და მიენიჭა უფლებამოსილება განახორციელოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობების - ტაქოგრაფების:

|ანალოგურის * |□ | | |

|ციფრულის * |□ | | |

| | |

|დაყენება (აქტივაცია), შემოწმება, ტექნიკური მომსახურება (დაკალიბრება) და შეკეთება. | |

საფუძველი: --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(მიეთითოს ნორმატიული აქტის დასახელება, ნომერი და თარიღი, რომელიც საფუძვლად დაედო დოკუმენტის გაცემას)

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დარეგისტრირებულია სახელოსნოების რეესტრში

" __ " ___________ წ.

სააგენტოს დირექტორი ------------------------------------------------ ---------------------

სახელი გვარი ხელმოწერა

ბ.ა. ------------------------

თარიღი

-------------------------------------------------------------------------------------------

* საჭირო აღინიშნოს, არასაჭირო გადაიხაზოს.

დანართი № 5

ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების სამუშაოების განმახორციელებელი სახელოსნოების უწყებრივი რეესტრი

|რიგ. |სახელოსნოს |სახელოსნოს დასახელება |სახელოსნოს ხელმძღვანელის სახელი, |სახელოსნოს ტელეფონი |სახელოს-ნოს |მისამართი |მონაცემები დაშვების მოწმობის გაუქმების |

|№ |რეგისტრაციის | |გვარი | |E-mail | |თაობაზე |

| | |ტიპი და მარკა |რეგისტრაციის N |

საიდენტიფიკაციო N | | | |დაყენება (აქტივაცია) |შემოწმება |ტექ. მომსახურება

დაკალიბრება |შეკეთება | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | |

სახელოსნოს ხელმძღვანელი ------------------------------------------------- -------------------------------------------------

სახელი, გვარი ხელმოწერა

ბ.ა. -------------------------------------------------

თარიღი

-----------------------

[1] სიმბოლოები, რომლებიც გამოყენებულია ციფრულ ტაქოგრაფში.

[2] სიმბოლოები, რომლებიც გამოყენებულია ციფრულ ტაქოგრაფში.

[3] სიმბოლოები, რომლებიც გამოყენებულია ციფრულ ტაქოგრაფში.

[4] სიმბოლოები, რომლებიც გამოყენებულია ციფრულ ტაქოგრაფში.

-----------------------

[pic]