ტექნიკური რეგლამენტის ”სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების პერიოდულობის” დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 19.08.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/1568
სარეგისტრაციო კოდი 310150000.22.024.016107
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110819015, 22/08/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.08.2011 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (8)
| 1 | M2 M3 |
| 2 | N2 N3 |
| 3 | O3 O4 |
| 4 | M1 |
| 5 | N1 |
| 6 | M1 |
| ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორია | ავტოსატრანსპორტო საშუალების სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა * ტ. |
| ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები | ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულება და მახასიათებლები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების პერიოდულობა“ დამტკიცების თაობაზე ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება 14.06.2007
დოკუმენტის ტექსტი
ტექნიკური რეგლამენტის ”სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების პერიოდულობის” დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 45.0pt 1.0in 45.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/1568
2011 წლის
19 აგვისტო
ქ. თბილისი
ტექნიკური
რეგლამენტის „
სხვადასხვა
კატეგორიის
ავტოსატრანსპორტო
საშუალების
ტესტირების
პერიოდულობის“
დამტკიცების
თაობაზე
„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, ”ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 9 ივნისის №1–1/883 ბრძანებით დამტკიცებული ”ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის“ პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗. დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების პერიოდულობა“.
მუხლი 2🔗.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების პერიოდულობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №36 ბრძანება.
მუხლი 3🔗.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის პირველი მოადგილე
ა. კეკელია
ტექნიკური რეგლამენტი
სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების პერიოდულობა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ტექნიკური რეგლამენტი – „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების პერიოდულობა“ (შემდგომში
– რეგლამენტი) შემუშავებულია „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე.
2. რეგლამენტი ადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო ტესტირების პერიოდულობას მისი კატეგორიისა და დანიშნულების მიხედვით.
3. რეგლამენტში მოყვანილი მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებულ და დადგენილი წესით რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.
4. რეგლამენტის მოთხოვნები არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა დამამზადებლის მიერ დადგენილი მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს და არასაგზაო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.
მუხლი 2🔗. რეგლამენტის მიზანი
რეგლამენტის მიზნია:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისათვის ვარგისობაზე ტესტირების ერთიანი ორგანიზაციულ-ტექნიკური და ნორმატიული ბაზის ჩამოყალიბება;
ბ) საავტომობილო ტრანსპორტის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან;
გ) ავტოსატრანსპორტო შემთხვევების, ადამიანისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის მინიმიზაცია.
მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტებები
რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა)
ავტოსატრანსპორტო საშუალება – ტერმინი განიმარტება ”საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებული პერიოდული ტესტირება
(გამოცდა) (შემდგომში – ტესტირება) – ტერმინი განიმარტება ”საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად;
გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სრული მასა
–
ტვირთით, მძღოლითა და მგზავრებით შევსებული, აღჭურვილ მდგომარეობაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების მასა, რომელის ზღვარს ადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლი (მწარმოებლი);
დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების აღჭურვილი (საკუთარი) მასა
–
ავტოსატრანსპორტო საშუალების მასა ტვირთის (მგზავრების) გარეშე, კვების, გაგრილების, შეზეთვის და სხვა სისტემების შევსებული მოცულობებით საექსპლუატაციო დოკუმენტაციის შესაბამისად, დამამზადებლის მიერ გათვალისწინებული მაკომპლექტებელი ინსტრუმენტებით და აღჭურვილობით, სათადარიგო საბურავის ჩათვლით;
ე) ავტოსატრანსპორტო საშუალების ტვირთამწეობა
– ავტოსატრანსპორტო საშუალების სრული მასისა და აღჭურვილი (საკუთარი) მასის სხვაობა;
ვ) პირველად გამოყენების თარიღი
–
ავტოსატრანსპორტო საშუალების პირველი რეგისტრაციის თარიღი.
მუხლი 4🔗. ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები
ავტოსატრანსპორტო საშუალებები, მათი დანიშნულებისა და მახასიათებლების მიხედვით, იყოფა კატეგორიებად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის შიგა ტრანსპორტის კომიტეტის მიერ მიღებული ”სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ” შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად (დანართი №1).
მუხლი 5🔗. ტესტირების პერიოდულობა
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობა (დანართი №2) განსაზღვრულია მათი კატეგორიების მიხედვით, ევროგაერთიანების საბჭოს დირექტივის 96/96/EC „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების შესახებ“ საფუძველზე, საქართველოში არსებული საავტომობილო პარკის, საგზაო ინფრასტრუქტურისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებათა სერვისის სისტემის მდგომარეობის გათვალისწინებით.
დანართი №1
ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაყოფა კატეგორიებად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის შიგა ტრანსპორტის კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ შემაჯამებელი რეზოლუციის“ (დოკუმენტი TRANS/WP-29/78/Rev.1/Amend/2, მიღების თარიღი 13.08.97)
შესაბამისად
ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორია
ავტოსატრანსპორტო საშუალების სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა * ტ.
ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულება
–
არა უმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება
5-მდე **
8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება
5-ზე მეტი **
3,5-მდე ***
ტვირთის გადასაზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალება
3,5-ზე მეტი
12,0-მდე ***
12,0-ზე მეტი ***
0,75-მდე
მისაბმელები
– ავტოსატრანსპორტო საშუალებით
ბუქსირებადი
0,75-ზე მეტი
3,5-მდე
მისაბმელები და ნახევარმისაბმელები – ავტოსატრანსპორტო საშუალებით ბუქსირებადი
3,5-დან ****
10-მდე
მისაბმელები და ნახევარმისაბმელები – ავტოსატრანსპორტო საშუალებით ბუქსირებადი
10-ზე მეტი ****
შენიშვნები:
1. გამოყენებული აღნიშვნები:
*
–
სპეციალურ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებული სპეციალური მოწყობილობა განიხილება, როგორც ტვირთის ეკვივალენტი.
** – შესახსრებული ავტობუსი შედგება ორი ან მეტი განუცალკევებლად დაკავშირებული სექციისგან, რომლებშიც განთავსებულია მგზავრთა სალონები, ერთმანეთთან დაკავშირებული გასასვლელით მგზავრთა თავისუფალი გადაადგილებისთვის, განუცალკევებელი სექციები მუდმივად დაკავშირებულია ერთმანეთთან და მათი განცალკევება ხდება მხოლოდ სალონებში არსებული სპეციალური მოწყობილობით. შესახსრებული ავტობუსი, რომელიც შედგება ორი ან მეტი განუცალკევებელი, მაგრამ შესახსრებული სექციისგან და განიხილება როგორც ერთი სატრანსპორტო საშუალება.
*** – ნახევარმისაბმელის ბუქსირებისთვის განკუთვნილი უნაგირა საწევრების ნებადართულ მაქსიმალურ მასაში იგულისხმება საწევარის (აღჭურვილ მდგომარეობაში) მასისა და იმ მასის ჯამი, რომელიც შეესაბამება ნახევარმისაბმელისაგან უნაგირა-ჩასაბმელი მოწყობილობის მეშვეობით საწევარზე გადაცემულ მაქსიმალურ სტატიკურ ვერტიკალურ დატვირთვას, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში საწევარის ტვირთის მაქსიმალური მასით.
**** – სპეციალურ საწევართან ცენტრალური ღერძით ჩაბმული ნახევარმისაბმელისთვის ან მისაბმელისთვის ნებადართულ მაქსიმალური მასად მიიჩნევა მასა, რომელიც შეესაბამება მაქსიმალურ სტატიკურ-ვერტიკალურ დატვირთვას ღერძიდან (ღერძებიდან) საყრდენ ზედაპირზე, როდესაც ნახევარმისაბმელი ან მისაბმელი მაქსიმალურად დატვირთულია.
2.
კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებები დამატებით დაყოფილია კლასებად:
ა) I – საქალაქო ავტობუსები – სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც აღჭურვილია სავარძლებით და ფეხზე მდგომი მგზავრების გადასაყვანად ადგილებით, გასასვლელის გარდა;
ბ) II – საქალაქთაშორისო ავტობუსები – სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც აღჭურვილია სავარძლებით, მაგრამ რომელშიც დასაშვებია გასასვლელში მდგომი მგზავრების გადაყვანა;
გ) III – შორი მიმოსვლის ავტობუსები – სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ მჯდომიარე მგზავრებისთვის შორ მანძილზე საკმარისად მაღალი კომფორტულობით.
3.
კატეგორიის მისაბმელების (ნახევარმისაბმელების) დამატებითი კლასიფიკაცია ხდება ტიპების მიხედვით:
ა) ნახევარმისაბმელი – ბუქსირებადი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ღერძი (ები) განლაგებულია სრულად დატვირთული სატრანსპორტო საშუალების მასის ცენტრის უკან, აღჭურვილია უნაგირა-ჩაბმის მოწყობილობით, რომელიც საწევარს გადასცემს ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ დატვირთვებს. ნახევარმისაბმელის ერთი ან მეტი ღერძი შეიძლება იყოს წამყვანი საწევარის ამძრავით;
ბ) მისაბმელი – ბუქსირებადი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც აღჭურვილია სულ ცოტა ორი ღერძით და წევით – გადაბმის მოწყობილობით, რომელსაც შეუძლია მისაბმელის მიმართ ვერტიკალური გადაადგილება და წინა ღერძის (ების) მიმართულების მართვა, მაგრამ გადასცემს საწევარს უმნიშვნელო სტატიკურ დატვირთვას. მისაბმელის ერთი ან მეტი ღერძი შეიძლება იყოს საწევარის ამძრავით;
გ) მისაბმელი ცენტრალური ღერძით – ბუქსირებადი ავტოსატრანსპორტო საშუალება წევით-ჩაჭიდების მოწყობილობით, რომელსაც არ შეუძლია მოძრაობა საწევარის მიმართ ვერტიკალურ სიბრტყეში. მისაბმელის სრული დატვირთვისას ღერძი (ები) მასის ცენტრის მიმართ გადანაცვლებულია ისე, რომ საწევარს გადაეცემა მხოლოდ უმნიშვნელო ვერტიკალური დატვირთვა, რომელიც არ აღემატება მისაბმელის მასის 10% ან 10 კნ. (მითითებულ მნიშვნელობებს შორის უმცირესი), ერთი ან მეტი ღერძი შეიძლება იყოს წამყვანი საწევარიდან ამძრავით.
დანართი №2
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო ტესტირების პერიოდულობა მათი კატეგორიისა და დანიშნულების მიხედვით
ავტოსატრანსპორტო საშუალებების
კატეგორიები
ავტოსატრანსპორტო საშუალების
დანიშნულება და მახასიათებლები
ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების პერიოდულობა
1
M2 M3
8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები:
ა)რომლებითაც ხორციელდება მგზავრთა რეგულარული და/ან საერთაშორისო გადაყვანა;
ბ) რომელთაც 3 ტონა და მეტი ტვირთამწეობა აქვთ.
ერთი წლის შემდეგ პირველად გამოყენების თარიღიდან, შემდეგ წელიწადში ორჯერ.
2
N2 N3
3500 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები:
ა)რომლებითაც ხორციელდება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა;
ბ) რომელთაც 3 ტონა და მეტი ტვირთამწეობა აქვთ.
ერთი წლის შემდეგ პირველად გამოყენების თარიღიდან, შემდეგ ყოველ წელიწადს.
სახიფათო ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი – წელიწადში ორჯერ.
3
O3 O4
3500 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელები და ნახევრად მისაბმელები:
ა) რომლებითაც ხორციელდება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა;
ბ) რომელთაც 3 ტონა და მეტი ტვირთამწეობა აქვთ.
ერთი წლის შემდეგ პირველად გამოყენების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს.
4
M1
ტაქსები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებები
კანონმდებლობით დადგენილი წესით
5
N1
არაუმეტეს 3500 კგ. ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებითაც ხორციელდება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა.
ერთი წლის შემდეგ პირველად გამოყენების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს.
6
M1
არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებითაც ხორციელდება მგზავრთა რეგულარული და/ან საერთაშორისო გადაყვანა.
ერთი წლის შემდეგ პირველად გამოყენების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს.