,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 ივნისის №114/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№137/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.016174
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110823014, 24/08/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №137/ნ

2011 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 ივნისის №114/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე , ვბრძანებ:

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 ივნისის №114/ნ ბრძანებით ( ვებპორტალი, 110630017, 05/07/2011) დამტკიცებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წეს ში შევიდეს ცვლილება და წესის

ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორი აზე   შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო უფლებამოსილ ია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადებისაგან განსხვავებულ პერიოდში მიიღოს გადაწყვეტილება მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ”.

ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორი აზე   შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო ს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ავტონომიური რესპუბლიკის  შესაბამ ისმა განათლების სამინისტრო მ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი