ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.06.2011 ძალადაკარგული 19.09.2012
ნომერი
№114/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.016151
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110630017, 05/07/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №11 4/ნ

2011 წლის 2 9 ივნისი

ქ. თბილისი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ

,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს1” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესი ” ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ . შაშკინი

 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესი

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მოსწავლის გადასვლას ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში – მობილობა).

    მუხლი 2. მობილობის უფლების მქონე მოსწავლე

მობილობის უფლება აქვს მოსწავლეს , რომლის ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით და არის ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე .

    მუხლი 3. მობილობა

1. მოსწავლეების მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ, ყოველი წლის 1 ივლისიდან 31 ივლისამდე და 25 დეკემბრიდან 20 იანვრამდე.

2. ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადებისაგან განსხვავებულ პერიოდში მიიღოს გადაწყვეტილება მოსწავლის ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ.

 3. ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, მობილობის მსურველის ჩარიცხვამდე გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე დაადგინოს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონესთან თავსებადობა.

    მუხლი 4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის პასუხისმგებლობა

წინამდებარე წესის შესრულებაზე პასუხისმგებელია ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი.