,,დმანისის მუნიცპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ”დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივლისის №12-33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14-35
2011 წლის 26 აგვისტო
ქ. დმანისი
,,დმანისის მუნიცპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივლისის №12-33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
,,დმანისის მუნიცპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივლისის №12-33 დადგენილებით (სსმ 05.08. 2011) დამტკიცებულ წესში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
მუხლი 1.
1. პირველი მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ელექტრონული აუქციონის ფორმით საპრივატიზებო და სარგებლობაში გადასაცემი დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი საფასური დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დგინდება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულების შესაბამისად.”.
,,6. ელექტრონული აუქციონის ფორმით საპრივატიზებო და სარგებლობაში გადასაცემი დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ბეს ოდენობას განსაზღვრავს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.”.
2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დმანისის მუნიციპალიტეტი, დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, ინფორმაციას აქვეყნებს დმანისის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www. dmanisi.com.ge ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ელექტრონული აუქციონის ფორმით დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე გაზეთ „24 საათში“.“
3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონით პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის შესახებ განცხადების გამოქვეყნების ვადებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე“.
4. მე-4 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10.დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემისას აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმების წესი რეგულირდება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 სექტემბრის №12-33 დადგენილებით „დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების დებულების დამტკიცების თაობაზე“დამტკიცებული „დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის“ მიხედვით.“
5. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია:
ა) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან დმანისის მუნიციპალიტეტს;
ბ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ ბრძანების მოთხოვნათა დარღვევით;
გ) გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.”.
მუხლი 2.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომ ა რის მოადგილე შ. ალიევი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,დმანისის მუნიცპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ”დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივლისის №12-33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.08.2011.
- როდის იქნა მიღებული „,,დმანისის მუნიცპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ”დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივლისის №12-33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”“?
- „,,დმანისის მუნიცპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ”დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივლისის №12-33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”“ მიღებულია 26.08.2011. მიმღები ორგანო — დმანისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №14-35. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.156.016065.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,დმანისის მუნიცპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ”დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივლისის №12-33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,დმანისის მუნიცპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ”დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივლისის №12-33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,დმანისის მუნიცპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ”დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივლისის №12-33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.08.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „,,დმანისის მუნიცპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ”დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივლისის №12-33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”“, №14-35, 26.08.2011, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016065 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.08.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1465632/