სს "ქართლიგაზის" კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110826022, 29/08/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სს ,,ქართლიგაზის“ კრედიტორთა საყურადღებოდ

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი, საქმე  №2/4388-2011) 2011 წლის 7 ივნისის განჩინებით, შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ და შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ განცხადება სს ,,ქართლიგაზის“ (ს/კ 236096265) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში. ამავე განჩინებით, სს ,,ქართლიგაზის“ მეურვედ დაინიშნა ლალი თევდორაშვილი (დაბადებული 01.10.1984. პირადი  №01023008549, ტელ: 597 222-332).

სასამართლოს 2011 წლის 24 აგვისტოს განჩინების შესაბამისად, სს ,,ქართლიგაზის“ კრედიტორთა კრება ჩატარდება მიმდინარე წლის 31 აგვისტოს, 12:00 სთ-ზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ,  №6, სხდომის დარბაზი  №24.

სს ,,ქართლიგაზის“ კრედიტორები ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უფლებამოსილნი არიან თავიანთი მოთხოვნები მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად წარადგინონ კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 7 ივნისის განჩინება, გამოქვეყნებულ იქნა გაზეთ ,,სიტყვა და საქმეში“ (2011 წლის 13 ივლისის ნომერი), გაზეთ ,,24 საათში“ (2011 წლის 7 ივლისის  №147) და სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე (2011 წლის 12 ივლისს).

სს ,,ქართლიგაზის“  მეურვე ლ. თევდორაშვილი