სს "ქართლიგაზის" კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს ,,ქართლიგაზის“ კრედიტორთა საყურადღებოდ
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი, საქმე №2/4388-2011) 2011 წლის 7 ივნისის განჩინებით, შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ და შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ განცხადება სს ,,ქართლიგაზის“ (ს/კ 236096265) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში. ამავე განჩინებით, სს ,,ქართლიგაზის“ მეურვედ დაინიშნა ლალი თევდორაშვილი (დაბადებული 01.10.1984. პირადი №01023008549, ტელ: 597 222-332).
სასამართლოს 2011 წლის 24 აგვისტოს განჩინების შესაბამისად, სს ,,ქართლიგაზის“ კრედიტორთა კრება ჩატარდება მიმდინარე წლის 31 აგვისტოს, 12:00 სთ-ზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6, სხდომის დარბაზი №24.
სს ,,ქართლიგაზის“ კრედიტორები ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უფლებამოსილნი არიან თავიანთი მოთხოვნები მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად წარადგინონ კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 7 ივნისის განჩინება, გამოქვეყნებულ იქნა გაზეთ ,,სიტყვა და საქმეში“ (2011 წლის 13 ივლისის ნომერი), გაზეთ ,,24 საათში“ (2011 წლის 7 ივლისის №147) და სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე (2011 წლის 12 ივლისს).
სს ,,ქართლიგაზის“ მეურვე ლ. თევდორაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს "ქართლიგაზის" კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
- დიახ, განცხადება „სს "ქართლიგაზის" კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.08.2011.
- როდის იქნა მიღებული „სს "ქართლიგაზის" კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
- „სს "ქართლიგაზის" კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 26.08.2011. მიმღები ორგანო — შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია". დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „სს "ქართლიგაზის" კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.08.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „სს "ქართლიგაზის" კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“, №0, 26.08.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.08.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1466006/