მეორე აუქციონის გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება აუქციონის შესახებ
ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 ნოემბრის №2/8337-10 სასამართლოს სხდომის საფუძველზე დანიშნული შპს “ევრობილდინგი”-ს გაკოტრების მმართველი ვლადიმერ სალაძე გაცნობებთ რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დანიშნული იყო 2011 წლის 22 აგვისტოს 1-ლი აუქციონი, რომელშიც მონაწილეობა არც ფიზიკურ და არც იურიდიულ პირს არ მიუღია, შესაბამისად, ვნიშავ 2011 წლის 28 სექტემბერს მე-2 აუქციონს შპს “ევრობილდინგ”-ს უძრავ მოძრავ ქონებაზე,
აუქციონი ჩატარდება ორ ლოტად: პირველი ლოტი უძრავ ქონებაზე და მეორე ლოტი მოძრავ ქონებაზე (ნივთები).
უძრავი ქონება:
1) ქალაქ თბილისში, ჩიტაძის ქუჩა №11 მდებარე ავტოსადგომი №32 (მშენებარე) სართული-2, 18 კვ.მ საკადასტრო კოდია №01.15.05.059.009.02.032.
2) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე ქალაქი თბილისი მუხიანის, დასახლება 1 და 2 მ/რ-ის მიმდებარედ; ნაკვეთის ნომერი -№003/034; ნაკვეთის ფუნქცია – არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი – 21.00 კვმ; ნაკვეთის №01.11.17.003.011;
მოძრავი ქონება:
1. ტელეფონი „Panasonic530”
2. პრინტერი „HP laser jet M1120”
3. ფაქსი„Panasonic KX-FP-143”
4. პრინტერი „CanoniP4200”
5. კომპიუტერი „ASUS P4V800D-X”
6. ქსეროქსი „workcenterPE220”
7. საგამოფენო კარადა
8. კონდიციონერი „ECO 9”
9. კომპიუტერი „Case ARX/Dual-Core? MB HDD”
10. ლაზემზონი „PD42”
11. მაგიდა
12. ტუმბო
13. კარადა
14. სკამი
15. ლაზერული თვითსწორებადი თარაზო
16. პერფორატორი „TE 905”
17. სანგრევი ჩაქუჩი
შენიშვნა: უძრავ-მოძრავი ქონების მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის თაობაზე შეგიძლიათ მიმართოთ გაკოტრების მმართველს.
აუქციონზე ქონება იყიდება ერთიანი კომპლექსის სახით, აუქციონზე გასატანი უძრავ-მოძრავი ქონების საერთო ღირებულება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” კან ო ნის 38.10 მუხლის შესაბამისად შეადგენს 18525 ლარს.
შემზენის მიერ თანხის 1/3-ის გადახდა უნდა მოხდეს აუქციონის ჩატარების დღესვე, ხოლო დარ ჩ ენილი 2/3-ის აუქციონის ჩატარებიდან 7 დღის ვადაში.
აუქციონში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი აუქციონში მონაწილეობის შესახებ არაუგვიანეს 2011წლის 27 სექტემბრამდე, ქ.თბილისში, დიღმის მასივი 6 კვარტალი 22 ა კორპუსი ბინა №37, 10-18 სთ-მდე, განცხადებას უნდა დაერთოს პირადობის მოწმობა (ფიზიკური პირის შემთხვევაში), ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ იგი მოქმედებს სხვა პირის სახელით. იურიდიული პირები დამატებით წარმოადგენენ სადამფუძნებლო დოკუმენტაციას და ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან.
ა უქციონი ჩატარდება 2011 წლის 28 სექტემბრს 17 საათზე ქ.თბილისში, დიღმის მასივი მე-6 კვარტალი 22 ა კორპუსი ბინა 37-ში.
აუქციონზე გამარჯვებულად გამოცხადდება ის პირი, ვინც გადაიხდის აუქციონზე გასატანი ლოტებად გაყიდული ქონების ღირებულების შესაბამისად მაქსიმალურ თანხას.
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ შპს „ევრობილდინგი”-ს გაკოტრების მმართველს ვლადიმერ სალაძეს ქ.თბილისი დიღმის მასივი მე-6 კვარტალი, 22 ა კორპუსი, ბინა №37-I10-18 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა. ტ ელეფონი: 577 73 59 03.
შპს „ევრობილდინგის“
გაკოტრების მმართველი ვ.სალაძე