,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის №357 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№142/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016179
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110829014, 30/08/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №142/ნ

2011 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” ს აქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის №357 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1.„საჯარო სამართლის უირიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის №357 ბრძანებაში (სსმ III, 2.04.2006,№58, მუხ. 768) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ”;

ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის” თანდართული დებულება”;

გ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების:

გ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის დებულება”;

გ.ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრი“ (შემდგომში – ცენტრი) არის „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომშ ი – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი”;

გ.გ) მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. ცენტრის მიზნები

ცენტრის მიზანია:

ა) ეროვნული სასწავლო გეგმის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნის/საგნების პროგრამის პილოტირება;

ბ) ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა;

გ) ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის კვლევა და რეკომენდაციების მომზადება;

დ) საჯარო სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესის მიმდინარეობის ეროვნული და საერთაშორისო კვლევების განხორციელება;

ე) სახელმძღვანელოების ეროვნულ სასწავლო გეგმებთან შესაბამისობის დადგენა და რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭება.

    მუხლი 3. ცენტრის ფუნქციები

ამ დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად ცენტრი:

ა) ხელს უწყობს ზოგადი განათლების სისტემის განვითარებას;

ბ)ნერგავს ეროვნულ სასწავლო გეგმ ა ს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;

გ) ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისთვის რეგულარულად ატარებს სხვადასხვა კვლევას, ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამების, მოსწავლეთა სწავლა-სწავლების პროცესის, სახელმძღვანელოების ეფექტიანად გამოყენების და სასწავლო მეთოდიკის დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით;

დ) სრულ ადმინისტრირებას უწევს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესს (სახელმძღვანელოების ეროვნულ სასწავლო გეგმებთან შესაბამისობის დადგენა, შეფასება და სახელმძღვანელოებისათვის გრიფების მინიჭება);

ე) შეიმუშავებს და სამინისტროს წარუდგენს დასამტკიცებლად რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების პროექტს;

ვ) საჭიროების შემთხვევაში ატარებს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნის/საგნების პროგრამების პილოტირებას;

ზ) საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის, რომელიმე კონკრეტული საგნის სასკოლო სახელმძღვანელოს არარსებობის ან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში), სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით უფლებამოსილია შექმნას, მათ შორის, შემოსავლის მიღების მიზნით, სასკოლო სახელმძღვანელო, რომელიც წარედგინება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 12 აპრილის №222 ბრძანებით შექმნილ სახელმძღვანელოს/სერიისთვის გრიფის მინიჭების შესახებ შემთანხმებელ კომისიას გრიფის მისანიჭებლად. ასეთ სახელმძღვანელოებზე საავტორო – პირადი არაქონებრივი და ქონებრივი – უფლებები ეკუთვნის ცენტრს;

თ) ქმნის და ავრცელებს, მათ შორის, შემოსავლის მიღების მიზნით, მეთოდურ სახელმძღვანელოებს ზოგად პედაგოგიკაში, კონკრეტული საგნის ან საგნობრივი ჯგუფის სწავლების მეთოდიკაში, შეფასებაში, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებულ გზამკვლევებს, აგრეთვე სასწავლო მასალასა და ცენტრის მიზნების მისაღწევად საჭირო მასალას;

ი) კონსულტაციას უწევს სამინისტროს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებშ ი ინოვაციური, ინკლუზიური და ხელმისაწვდომი განათლების ფორმების დანერგვაში;

კ) უზრუნველყოფს მულტილინგვური განათლების განვითარებას და ხელს უწყობს მის დანერგვას;

 ლ) უზრუნველყოფს სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამების შემუშავებას;

მ) შეიმუშავებს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროგრამების გეგმებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის და ხელს უწყობს მათ დანერგვას;

ნ) შეიმუშავებს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებზე დაფუძნებულ დამხმარე სასწავლო მასალების კლასიფიკატორს ყველა საგნისა და საფეხურისთვის;

ო) შეიმუშავებს საგნობრივ-ტერმინოლოგიურ საძიებელს;

პ) ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ატარებს სხვადასხვა სახის კვლევებს;

ჟ) ხელს უწყობს სასწავლო პროცესში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებას სხვადასხვა პროგრამისა თუ პროექტის განხორციელებით;

რ) ამყარებს კავშირებს სასწავლო გეგმების საზღვარგარეთულ ცენტრებთან;

ს) იკვლევს სხვადასხვა საგანმანათლებლო სექტორში წარმატებული ქვეყნების ეროვნული სასწავლო გეგმის პროგრამების საკითხებს, ამზადებს შედარებით ანალიზს და ამის საფუძველზე შეიმუშავებს ეროვნული სასწავლო გეგმისთვის რეკომენდაციებს;

ტ) ფინანსურად უზრუნველყოფს და ორგანიზებას უწევს სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების მოწყობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ;

უ) დებულებით დადგენილი მიზნების მისაღწევად შეიმუშავებს და დებს ხელშეკრულებებს საქართველოსა და უცხო ქვეყნის იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;

ფ) კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით, ფლობს საკუთარი პროდუქციის რეალიზაციით შემოსავლების მიღებისა და თავისი მიზნების მისაღწევად ამ შემოსავლების გამოყენების უფლებას;

ქ) უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის დაქირავებას;

ღ) კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით უფლებამოსილია გახდეს ინვენტარის, ავეჯის, სატრანსპორტო საშუალებების, კომპიუტერების, ოფისის, საკომუნიკაციო საშუალებების და პროგრამული უზრუნველყოფის, აგრეთვე სხვა ობიექტების მესაკუთრე;

ყ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.”;

გ.დ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დირექტორის შვებულების, სამსახურებრივი მივლინების ან მის მიერ მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს საფუძველზე.”;

გ.ე) ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ1” ქვეპუნქტი;

გ.ვ) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ2” ქვეპუნქტი:

„მ2) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ აცხადებს კონკურსებს.”

მუხლი 2.ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი