განცხადება შპს "ხიმინჯი"-ს მეორე აუქციონის დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110905007, 06/09/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შპს „ხიმინჯი“

 

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ხიმინჯის“ გაკოტრების მმართველი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, აცხადებს მეორე აუქციონს შპს „ხიმინჯის“ სამეურვეო მასაში შესული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის მიზნით.

მოვალის რეკვიზიტებია: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ხიმინჯი“, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, სიმონ ჩიქოვანის №24-ა, ბინა 5, საიდენტიფიკაციო კოდი 205143334.

აუქციონი შედგება 2011 წლის 18 სექტემბერს, 17 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, წყნეთის გზატკეცილი №16/18, ოფისი 2-9.

მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონების რეალიზაცია განხორციელდება ნაწილ-ნაწილ, ორ ლოტად, კერძოდ:

ერთ ლოტად გამოტანილ იქნება შპს „ხიმინჯის“ ბალანსზე რიცხული 800 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი, განთავსებული ზაჰესის ტერიტორიის მიმდებარედ, შეღობილი კაპიტალური ღობით, რომლის საწყისი ღირებულება შეადგენს 50 000 ლარს.

მეორე ლოტად გამოტანილ იქნება შპს „ხიმინჯის“ ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონება, კერძოდ: სამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად განკუთვნილი სპეციალური სახის მექანიზმები (დანადგარები), რომელთა საწყისი ღირებულება შეადგენს 193 506 ლარს.

სამეურვეო ქონების შეძენის მსურველთა განცხადებების მიღება იწარმოებს ინფორმაციის გამოქვეყნების დღიდან და გაგრძელდება 2011 წლის 17 სექტემბრამდე, განცხადებები მიიღება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, წყნეთის გზატკეცილი №16/18, ოფისი 2-9, 10 სთ-დან 14 სთ-მდე.

აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად პირი გაკოტრების მმართველს წარუდგენს განაცხადს და ბეს გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანს, ბეს სიდიდე შეადგენს საწყისი ფასის 10 პროცენტს და გადახდილ უნდა იქნეს ეროვნულ ვალუტაში, ლარებში. ამასთან ფიზიკურ პირებს დამატებით მოეთხოვებათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ხოლო იურიდიულ პირებს – სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის და ამ ორგანიზაციის წესდების წარდგენა. დოკუმენტაციის არასრული სახით წარდგენის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გამარჯვებულის გამოვლენის ძირითადი კრიტერიუმებია: მონაწილეთა შორის მაქსიმალური ფასის გადახდა, ვალდებულების აღება აუქციონის პირობების ზედმიწევნით დაკმაყოფილებაზე.

აუქციონის შედეგები აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერს შპს „ხიმინჯის“ გაკოტრების მმართველი და აუქციონში გამარჯვებული.

აუქციონზე დასახელებული საბოლოო თანხის გადახდა წარმოებს ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში.

აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე უარი ან/და დადგნილ ვადაში დარჩენილი თანხის გადაუხდელობა აუქციონში გამარჯვებულს უკარგავს ბეს უკან მოთხოვნის უფლებას.

უქციონის სხვა მონაწილეებს გადახდილი ბე უბრუნდებათ უკან მოთხოვნის წარდგენიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში.

ბე და ძირითადი თანხა ჩარიცხულ უნდა იქნეს შემდეგ საბანკო ანგარიშზე: სს საქართველოს ბანკი, ცენტრალური ფილიალი, შპს „ხიმინჯის“ ანგარიშის №127519100 gel.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ტელეფონის ნომერზე            593 208008.

 გაკოტრების მმართველი              ვ. კეკელიძე