სავალდებულო სატენდერო შეთავაზების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110905019, 07/09/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სავალდებულო სატენდერო შეთავაზების თაობაზე

 

  სავალდებულო სატენდერო შეთავაზება სს ,,დეზებიანი მამლების“ აქციათა გამოსასყიდ ფასად (ქვემოთ განსაზღვრული) ყიდვის თაობაზე კეთდება ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 532 მუხლის შესაბამისად, რომლის საფუძველიცაა აქციონერ ნათელა შეყლაშვილის (მყიდველი) მიერ სს ,,დეზებიანი მამლების“ აქციათა საერთო რაოდენობის 1/2-ზე მეტის შეძენა.

 გამოსყიდვის პირობები და პროცედურები:

● მყიდველი ფლობს სს ,,დეზებიანი მამლების“ გამოშვებული 230907 (ორას ოცდაათი ათას ცხრაას შვიდი) აქციიდან 115685 (ას თხუთმეტი ათას ექვსას ოთხმოცდახუთი) ცალ ჩვეულებრივ სახელობით აქციას, რაც შეადგენს გამოშვებული საწესდებო კაპიტალის 50.10026%-ს და სურს გამოისყიდოს სს ,,დეზებიანი მამლების“ დარჩენილი 115222 (ას თხუთმეტი ათას ორას ოცდაორი) ცალი ჩვეულებრივი სახელობითი აქცია, რომელიც სს ,,დეზებიანი მამლების“ გამოშვებული საწესდებო კაპიტალის 49.89974%-ს შეადგენს.

● სს ,,დეზებიანი მამლების“ აქციების გამოსასყიდი ფასი შეადგენს 1.04 (ერთი მთელი ოთხი მეასედი) ლარს ერთ ცალ აქციაზე. გამოსასყიდი ფასი სავალდებულო სატენდერო შეთავაზების მიზნისათვის დადგენილია დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის მიერ სათანადოდ შესრულებული ანგარიშით და არის იმ ფასზე მეტი, რაც აქციონერმა ნათელა შეყლაშვილმა გადაიხადა 2011 წლის 3 ივნისს და 20 ივლისს საწესდებო კაპიტალის 50.10026%-ის შეძენისას.

● სავალდებულო სატენდერო შეთავაზება გრძელდება 2011 წლის 5 სექტემბრიდან 2011 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით.

● სს ,,დეზებიანი მამლების“ გამოშვებული აქციების დარჩენილ 49.89974%-ს ანუ 115222 (ას თხუთმეტი ათას ორას ოცდაორი) აქციის სრულად გაყიდვის თანხმობათა არსებობის შემთხვევაში შემთავაზებელი გამოისყიდის აქციათა სრულ რაოდენობას.

● სავალდებულო სატენდერო შეთავაზების რომელიმე პირობის შეცვლის შემთხვევაში გაკეთდება შეთავაზების განცხადების განახლებული ვერსია და გავრცელდება დადგენილი წესით.

● შესყიდვა მოხდება სავალდებულო სატენდერო შეთავაზების ვადის გასვლის შემდეგ.

● სს ,,დეზებიანი მამლების“ აქციონერთაგან გაყიდვაზე განცხადების შეგროვებას განახორციელებს სს ,,საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი” (ლიცენზია №70006), მისამართი: 0167 თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა, ტელ.: 225351.

,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 532 მუხლის შესაბამისად, შედგენილ აქციათა გამოსასყიდი ფასის შეფასების ანგარიშის გაცნობა აქციონერებს შეუძლიათ აუდიტორულ კომპანიაში შპს ,,დამოუკიდებელ ექსპერტთა პალატა”, მისამართი: ქუთაისი, გრ. ხანძთელის 21/1, ტელ.: 8(431) 52888.

მყიდველი  ნ. შეყლაშვილი