აქციონერ ჯიარდისი ბ.ვ.-ს მიერ სავალდებულო სატენდერო შეთავაზება სს „თბილისი ცენტრალი“-ს დარჩენილი აქციების გამოსასყიდად

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სავალდებულო სატენდერო შეთავაზების თაობაზე

 

2012 წლის 14 ივნისი

 

სავალდებულო სატენდერო შეთავაზება სს „თბილისი ცენტრალის“ (ს/კ: 205129653) აქციათა ყიდვის თაობაზე კეთდება საქართველოს მეწარმეთა კანონის 53 2 მუხლის შესაბამისად, რომლის საფუძველიცაა აქციონერ ჯიარდისი ბ.ვ.-ს (მყიდველი) მიერ სს „თბილისი ცენტრალის“ კაპიტალში აქციათა საერთო რაოდენობის 1/2-ზე მეტის შეძენა.

გამოსყიდვის პირობები და პროცედურები :

● შემთავაზებელი ფლობს სს„თბილისი ცენტრალის” მიერ გამოშვებულ7,506,750(შვიდი მილიონ ხუთას ექვსი ათას შვიდას ორმოცდაათი)ცალ ჩვეულებრივ სახელობით აქციას, რაც შეადგენს გამოშვებული საწესდებო კაპიტალის99.900190%-ს და სურს გამოისყიდოს სს„თბილისი ცენტრალის” დარჩენილი7500 (შვიდი ათას ხუთასი)ცალი ჩვეულებრივი სახელობითი აქცია, რ ა ც შეადგენს სს„თბილისი ცენტრალის“გამოშვებული საწესდებო კაპიტალის0.099810%-ს.

● სს „თბილისი ცენტრალის“ დარჩენილი აქციების გამოსასყიდი ფასი შეადგენს 1 (ერთი) ლარს ერთ ცალ აქციაზე (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). გამოსასყიდი ფასი სავალდებულო სატენდერო შეთავაზების მიზნისათვის დადგენილია ბროკერის მიერ და არის იმ ფასის ანალოგიური, რა ფასადაც ჯიარდისი ბ.ვ.-მ შეიძინა 2011 წლის 8 ივლისს გამოშვებული საწესდებო კაპიტალის 49.900190%.

● სავალდებულო სატენდერო შეთავაზება გამოყვეყნებული იქნება 2012 წლის 14 ივნისს და გაგრძელდება 2012წლის 1 4 ივნისიდან 2012წლის14 ივლისამდე .

● განცხადებები მიიღება 2012წლის14ივნისიდან 2012წლის14 ივლისამდე.

● განცხადებები განიხილება 2012წლის14ივლისიდან 2012წლის21ივლისამდე და იმავე ვადაში მიღებული იქნება გადაწყვეტილება.

● სს„თბილისი ცენტრალის“გამოშვებული აქციების დარჩენილი0.099810 %-ის, ანუ7500 (შვიდი ათას ხუთასი) ცალი აქციის სრულად გაყიდვის თანხმობ ის არსებობის შემთხვევაში,შემთავაზებელი გამოისყიდის აქციათა სრულ რაოდენობას.

● სავალდებულო სატენდერო შეთავაზების რომელიმე პირობის შეცვლის შემთხვევაში,გაკეთდება შეთავაზების განცხადების განახლებული ვერსია და გავრცელდება დადგენილი წესით.

● შესყიდვა მოხდება სავალდებულო სატენდერო შეთავაზების ვადის გასვლის შემდეგ.

● სს „თბილისი ცენტრალის“ აქციონერთაგან აქციების გაყიდვაზე განაცხადების შეგროვებას განახორციელებს შეთავაზების აგენტი შპს „თიბისი ბროკერი“ (ლიცენზიის №20020), იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის 11ა, საკონტაქტო ტელ.: 2272733 .

„მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 532 მუხლ ის შესაბამისად, შესაძენ აქციათა გამოსასყიდი ფასის შეფასების ანგარიშის გაცნობა აქციონერებს შეუძლიათ შპს „თიბისი ბროკერ შ ი“ (ლიცენზიის №20020), საკონტაქტო მისამართი: ქ. თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 7, საკონტაქტო ტელ.: 2272733.

 

შემთავაზებელი

ჯიარდისი ბ.ვ.

უფლებამოსილი წარმომადგენელი: ზ. ცისკარიშვილი