აქცაიათა გაყიდვების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
კომპანია „ეი-ბი-სი ენთერპრაიზიზ ეს. ეი”-ს
(„ABC ENTERPRISES S.A”)
განცხადება
სავალდებულო სატენდერო შეთავაზების შესახებ
კომპანიას „ეი-ბი-სი ენთერპრაიზიზ ეს. ეი-ს” („ABC ENTERPRISES S.A”) ს/კ №32751B, მის.: ლოიალისტ პლაზა, დონ მაქეის ბულვარი, მარშჰარბორი, აბაკო,ბაჰამის კუნძულები, მისამართი საქართველოში: ქ. თბილისი, ლ. ქიაჩელის ქუჩა №2. სავალდებულო სატენდერო შეთავაზება სააქციო საზოგადოება (სს)„ბორჯომის” (ს/კ 226110874, მის.: ბორჯომის რაიონი, სოფ. ყვიბისი) აქციათა ყიდვის შესახებ კეთდება საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ” 532 მუხლის შესაბამისად, რომლის მიზანიცაა დასახელებული კომპანიის მიერ სს „ბორჯომის” აქციათა შეძენა.
გამოსყიდვის პირობები და პროცედურები:
√ შემთავაზებელი ფლობს სს „ბორჯომის” მიერ გამოშვებულ 1,655.241 (ერთი მილიონ ექვსას ორმოცდათხუთმეტი ათას ორას ორმოცდაერთი) ცალ ჩვეულებრივი კლასის აქციას, რაც შეადგენს სს „ბორჯომის” აქციათა საერთო რაოდენობის 93.23%-ს და სურს იყიდოს სს „ბორჯომის” აქციათა დარჩენილი 6.77%, რაც მოიცავს 120,238 (ას ოცი ათას ორას ოცდათვრამეტი) ფასიან ქაღალდს.
√ სს „ბორჯომის” აქციათა გამოსასყიდი ფასი შეადგენს 1 (ერთი) ლარს ერთ აქციაზე და ანალოგიურია იმ ფასისა, რაც კომპანია „ეი-ბი-სი ენთერპრაიზისეს. ეი-მ” გადაიხადა სს „ბორჯომის” აქციათა შეძენისას ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.
√ აქციათა სამართლიანი ფასი, სავალდებულო სატენდერო შეთავაზების მიზნებისთვის, დადგენილია საბროკერო კომპანია სს „ბი ჯი კაპიტალის” (ს/კ №211359206) მიერ.
√ სავალდებულო სატენდერო შეთავაზება გრძელდება 2012 წლის10 სექტემბრიდან 2012 წლის 01 დეკემბრამდე.
√ განცხადებები აქციონერთაგან მიიღება 2012 წლის10 სექტემბრიდან 2012 წლის 01 დეკემბრამდე.
√ განცხადებები განიხილება 2012 წლის 01 დეკემბრიდან 2013 წლის 01 მარტამდე და იმავე ვადაში მიღებული იქნება გადაწყვეტილება.
√ სს „ბორჯომის” აქციათა დარჩენილი 6.77%-ის, ანუ 120,238 (ას ოცი ათას ორას ოცდათვრამეტი) აქციის სრულად გაყიდვის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, შემთავაზებელი იყიდის აქციათა სრულ რაოდენობას.
√ კომპანია „ეი-ბი-სი ენთერპრაიზის ეს. ეი”-ს მიერ აქციათა შესყიდვა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეთავაზებული აქციათა რაოდენობა იქნება სს „ბორჯომის” აქციათა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1.8%-ისა, რაც ჯამში შეადგენს 31958,62 ფასიან ქაღალდს.
√ აქციათა შესყიდვა მოხდება სავალდებულო სატენდერო შეთავაზების ვადის გასვლის შემდეგ.
√ სავალდებულო სატენდერო შეთავაზების რომელიმე პირობის შეცვლის შემთხვევაში გაკეთდება შეთავაზების განცხადების განახლებული ვერსია და გავრცელდება დადგენილი წესით.
აქციონერთა საყურადღებოდ:
აქციების გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადებების მიღებას განახორციელებს კომპანია, „ეი-ბი-სი ენთერპრაიზიზ ეს. ეის” წარმომადგენელი საქართველოში კონსტანტინე მხეიძე, შემდეგი მისამართზე: ქ. თბილისი, ლ. ქიაჩელის ქუჩა 2, ტელ.: 2920319.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აქცაიათა გაყიდვების შესახებ“?
- დიახ, განცხადება „აქცაიათა გაყიდვების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.09.2012.
- როდის იქნა მიღებული „აქცაიათა გაყიდვების შესახებ“?
- „აქცაიათა გაყიდვების შესახებ“ მიღებულია 04.09.2012. მიმღები ორგანო — კომპანია "ეი-ბი-სი ენთერპრაიზიზ ეს.. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „აქცაიათა გაყიდვების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.09.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „აქცაიათა გაყიდვების შესახებ“, №0, 04.09.2012 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1735991/