აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-14/148
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110906021, 07/09/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სააქციო საზოგადოება საგზაო კომპანია „თბილისის“

აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებ ის მოწვევის შესახებ

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის საფუძველზე, 2011 წლის                    26 სექტემბერს 13.00 საათზე მოწვეულია სააქციო საზოგადოება საგზაო კომპანია „თბილისის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას I შეს., №33ა (საზოგადოების ადმინისტრაციის ოფისი).

 

საერთო კრება ჩატარდება შემდეგი დღის წესრიგით:

1. 2011 წლის 3 ივნისის აქციონერთა საერთო კრებაზე აქციონერების მერაბ და ვაჟა ძიძიგურების მიერ დასმული საკითხისა და საერთო კრების ოქმის დადგენილებითი ნაწილის შესახებ.

 

საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2011 წლის 15 სექტემბერი.სააღრიცხვო დღის მდგომარეობით, საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების და აქციონერების განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობის შემოწმება და აქციონერთა რეესტრიდან ამონაწერის მიღება შეგიძლიათ სს საგზაო კომპანია „თბილისის“ აქციონერთა რეესტრის მწარმოებელთან შპს „კაპიტალ-რეგისტრთან“ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში (ჭავჭავაძის გამზ. №55, ტელ.: 230384).

აქციონერების რეგისტრაცია იწარმოებს 2011 წლის 26 სექტემბერს 1200 საათიდან, საერთო კრების ჩატარების მისამართზე. რეგისტრაციის მიზნით აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და წარმომადგენლობის შემთხვევაში მინდობილობა.

აქციონერებს საერთო კრებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაც ი ის მიღება შეუძლიათ საზოგადოების ადმინისტრაციის ოფისში – ქ. თბილისი, კოსტავას I შეს., №33ა, ტელ.: 2 931909

 

სს საგზაო კომპანია „თბილისის”

დირექტორი გ. სურამელაშვილი