შპს „სამამულო ავტოსერვისისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№335
სარეგისტრაციო კოდი
040170020.10.003.016495
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110907021, 07/09/2011

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №335

2011 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

შპს„სამამულო ავტოსერვისისათვის“  საქონლისა   და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

  მუხლი 1 . „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კა­ნონის მე -3მუხლის პირველი პუნქტის„ა .თ“ ქვეპუნქტის საფუძველ­ზე,დამტკიცდეს თანდართული შპს„სამამულო ავტოსერვისისათვის“სა­ქონ­ლისა და მომსახურების შესყიდვების სპეცია­ლური წესი .

 მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძა­ლაშია2წლის განმავლობაში .

პრემიერ -მინისტრი                                                        ნ . გილაური

შ პს„სამამულო ავტოსერვისისათვის“  საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. შპს „სამამულო ავტოსერვისისათვის“ საქონლისა და მომსახუ­რების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი ) შემუშა­ვე­ბულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „სამამულო ავტოსერვისის“  და მისი შვი­ლობილი სა­წარ­მოებისათ­ვის (შემდგომში – საწარმო) სა­ქონ­ლისა და მომსახუ­რე­ბის შესყიდვე­ბის სპეციალურ წესს.

2. ამ წესის მიზანია საწარმოს საქმიანობის სპეციფიკის გათვა­ლისწინებით შესყიდვების სპეციალური წესის დადგენა .

3. ეს წესი არ მოქმედებს იმ შესყიდვებზე , რომლებზეც არ ვრცელ­დება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მო­თხოვნები/მოქმედება .

4. შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის , გაერთიანებული ერების ორგანიზაციის , ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის , აზიის განვითარების ბან­კის , გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW ), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB ) და სხვა დონორი (დამფინანსებელი ) ორ­განიზაციებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცე ­დუ ­რები , თუ ეს ორგანიზაციები არიან შესყიდვების განხორციელებას­თან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი . იმ შემ­თხვევაში , თუ აღნიშნული ორგანიზაციები არ არიან შესყიდვების გან­ხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწი­ლენი , მათი , აგრეთვე სხვა ორგანიზაციების შესყიდვების პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე .

5. საქონლისა და მომსახურების შესყიდვების შესახებ გადაწყვე­ტილება მიიღება მხოლოდ ამ წესის შესაბამისად .

6. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას საწარმო ახორციელებს მხო­­ლოდ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შე­საბამისად .

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა :

ა ) შესყიდვა – საწარმოს მიერ ამ წესით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა , აგრეთვე ყველა სახის ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვა (მათ შორის , აუდიტორული , საექსპერტო , საკონსულტაციო (მათ შორის , ფინანსური , საბუღალტრო , აქტივების განკარგვა ), იურიდიული , საპროექტო სამუშაოები და სხვ. );

ბ ) შემსყიდველი ორგანიზაცია (შემდგომში – საწარმო ) – შპს „სამამულო ავტოსერვისი“ და მისი შვილობილი საწარმოები;

გ ) შპს „სამამულო ავტოსერვისის“ შვილობილი საწარმო – საწარმო,რომელშიც შპს „სამამულო ავტოსერვისს“ ეკუთვნის კაპიტალის 50% -ზე მეტი ან/და შპს „სამამულო ავტოსერვისისა“ და სახელმწიფოს წილი კაპიტალში ერთობლივად აღემატება 50% -ს;

დ) შესყიდვის ობიექტი–შესასყიდი საქონელი და მომსახურება;

ე) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები–იდენტური, ასევე არაი­დენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლების) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება სსიპ– სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონ­ქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით;

ვ) საქონელი–ნებისმიერი სახისა და აღწერილობის საგანი (გარდა უძრავი ქონებისა),როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, საქონლის მიწოდების თანამდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას;

ზ) სამშენებლო სამუშაო–შენობის, ნაგებობის ან სხვა ობიექტის მშენებლობასთან, რეკონსტრუქციასთან, ნგრევასთან, რემონტთან ან განახლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაო (მათ შორის, სამ­შენებლო მოედნის მოწყობა, გრუნტის ამოღება, შენობის ან ნაგებობის აგება-აშენება, აღჭურვილობის მონტაჟი, მოპირკეთება და მოსაპირკე­თებელი სამუშაოები, მშენებლობასთან დაკავშირებული საკომუნიკაციო ქსელების მოწყობის სამუშაოები), აგრეთვე მშენებლობის თანამდევი მომსახურება, როგორიცაა : ბურღვა, გეოდეზიური სამუშაოები, კოსმოსუ­რი და აეროგადაღება, სეისმური კვლევა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ანალოგიური მო­მ­სახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება სამშენებლო სამუშაოს ღირებულებას;

თ) მომსახურება–შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა. ამასთან, ამ წესის მიზნებისათვის ტერმინი„მომსახუ­რე­ბა“მოიცავს იჯარას, ქირავნობასა და ლიზინგს;

ი) პრეტენდენტი–საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც შესყიდვის პროცედურაში მონაწი­ლეობის მიზნით გადაიხადა საფასური;

კ) მიმწოდებელი–პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზა­ციას­თან დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ;

ლ) ელექტრონული ტენდერი–200000ლარის ან მეტი ღი­რებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შეს­ყიდ­ვის საშუალება, რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერისათვის კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალის­წინე­ბულ პროცედურებს;

მ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერი–200000ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შე­სყიდვის საშუალება, რომელიც მოიცავს გამარტივებული ელექტრო­ნული ტენდერისათვის კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ პროცედურებს;

ნ) გამარტივებული შესყიდვა–შესყიდვის საშუალება, როდესაც შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარა­კებით;

ო) ფასთა გამოკითხვა–შესყიდვის საშუალება, რომლის დროსაც საქონლისა და მომსახურების შესყიდვებისათვის დასაშვებია წერი­ლობითი ან ელექტრონული ფორმით ვაჭრობა და გადაწყვეტილების მისაღებად ძირითადად განმსაზღვრელია ფასის კრიტერიუმი, თუმცა შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით დასაშვებია შეფასების სხვა კრიტერიუმების გამოყენება იმ პირობით, რომ სხვა კრიტერი­უმების პრიორიტეტულობის კოეფიციენტები ცალ-ცალკე ან ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ფასის კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოე­ფიციენტს;

პ) გადაუდებელი აუცილებლობა–ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის საწარმოს ფუნქციონირებას ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საწარმოს ინტერესებს ან მის ქონებას;

ჟ) საფასური–სატენდერო ან საკონკურსო წინადადების წარდ­გენი­სათვის„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობით ამავე კანონით განსაზღვრული უფლებამო­სი­ლი ორგანოს ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა, რომელიც დაბრუნებას არ ექვემდებარება, გარდა შეცდომით გადახდილი საფა­სურისა;

რ) გამოქვეყნების საფასური–საწარმოს მიერ საკონკურსო განცხა­დებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის ან სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნებისათვის„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალის­წინებული უფლებამოსილი ორგანოს ანგარიშზე გა­და­სახდელი სავალ­დე­ბუ­ლო თანხა. გამოქვეყნების საფასურის ოდენო­ბები და გადახდის წესი კონკურსის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელე­ქტრონული ტენდერის შემთხვევებში განისაზღვრება კანონქვემ­დებარე ნორმატიული აქტით;

ს) მექანიკური შეცდომა–დოკუმენტის ტექსტში დაშვებული კა­ ლმისმიერი, ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ხარ­ვე­ზები, რომელთა მექანიკური ხასიათი თვალნათლივ დასტურდება ამა­ვე დოკუმენტის სხვა ნაწილებიდან და/ან თანდართული დოკუ­მენტებიდან და რომელთა გასწორებაც არ იწვევს დოკუმენტის ში­ნაარ­სის არსებით შეცვლას;

ტ ) კომისია – საწარმოს დირექტორის მიერ „სახელმწიფო შეს­ყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი სა­ტენდერო კომისია.

    მუხლი 3. საწარმოს უფლება-მოვალეობები

1. საწარმო უფლებამოსილია :

ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება );

ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია;

გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა;

დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირო­ბების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;

ე) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქა­რთ­ველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებო­ბისას .

2. საწარმო ვალდებულია:

ა) განახორციელოს შესყიდვის პროცედურები საწარმოს მიერ შეს­ყიდვებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში , ამ წესით დადგე­ნილი პირობების დაცვით;

ბ) საქონლის მიწოდების , მომსახურების გაწევისთანავე აუნაზღაუ­როს მიმწოდებლებს საქონლის , მომსახურების ღირებულება , თუ ხელ­შეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

გ) მხოლოდ ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებებით სახელმწიფო შესყიდვები გა­ნახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანო­ნის და„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრო­ნული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტ­კიცების შესახებ“სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმ­ჯ­დომარის2011წლის7აპრილისN9ბრძანების შესაბამისად .

    მუხლი 4. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები

1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები ეხება შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობას :

ა) სატენდერო კომისიის წევრების , შესყიდვის განხორციელები­სათ­ვის პასუხისმგებელი სხვა პირების შერჩევას;

ბ) ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების , სატენდერო დოკუ­მენტაციისა და სხვა მასალების მომზადებას;

გ) საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების განხილვასა და შეფასებას;

დ ) ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოლაპარაკების გამართვას;

ე ) ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ზედამხედვე­ლობას;

ვ) შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა საქმია­ნობას.

2. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული პირი (საწარმოს თანამშრომელი, კონსულტანტი, ექსპერტი და სხვ.) ვალდებულია, წერილობითი უარი განაცხადოს შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანო­ბის შესახებ.

3. დაუშვებელია, რომ საწარმომ შესყიდვის მომზადება, განხორ­ციე­ლება ან/და მასზე ზედამხედველობა დააკისროს პირს ან კონსულ­ტანტად (ექსპერტად) მოიწვიოს პირი, თუ იგი:

ა) ფიზიკური პირია და არის შესყიდვის მონაწილე რომელიმე იურიდიული პირის ხელმძღვანელის, თანამშრომლის ან უშუალო მონა­წილის ახლო ნათესავი;

ბ) ბოლო 3 წლის განმავლობაში მუშაობდა შესყიდვის მონაწილე ორგანიზაციაში;

გ ) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია ან ასეთი კავშირის დასამყარებლად მოლაპარაკებას აწარმოებს შესყიდვის მო­ნაწილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან .

4. დაუშვებელია , შესყიდვაში მონაწილეობა მიიღონ იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა , რომლებიც მონაწილეობდნენ შესყიდვის მო­სამზადებელ სამუშაოებში .

5. ამ მუხლის მე-3და მე-4პუნქტების მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე:

ა) ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელების მონაწილეების მიმართ;

ბ) გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შესყიდვის განხორ­ციე­ლების თაობაზე მოლაპარაკების მონაწილეების მიმართ.

 

    მუხლი 5. შესყიდვის საშუალებები

1. შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ტენ­დერის , გამარტივებული ელექტრონული ტენდერის , ფასთა გამოკით­ხვის ან გამარტივებული შესყიდვის საშუალებებით .

2. გადაწყვეტილებას შესყიდვის საშუალების გამოყენების შესახებ იღებს საწარმოს დირექტორი .

3. შესყიდვის განხორციელება დასაშვებია წერილობითი ხელშეკ­რულების გარეშე გამარტივებული შესყიდვის საშუალებით:

ა) თუ შესყიდვის ობიექტია :

ა.ა) კომუნალური მომსახურება (გარდა ელექტროენერგიის, ბუნებ­რივი აი­რის და   წყლისა);

ა.ბ) ფიქსირებული სატელეფონო ქსელის მომსახურება;

ა.გ) წარმომადგენლობითი მიზნებისათვის განსახორციელებელი მომ­სახურება;

ბ) დირექტორის გადაწყვეტილებით, თუ ამ ობიექტების შესყიდვა დასტურდება სასაქონლო დეკლარაციით, ზედდებულით ან/და თანხის გა­და­ხ­დის დამადასტურებელი დოკუმენტით (საბანკო გადარიცხვა, ნაღდი ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მიღება-ჩაბარების აქტი);

გ) საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდე­ლების გადახდის გზით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას;

დ) ინტერნეტით გამოწერის გზით განხორციელებული სახელმ­წიფო შესყიდვისას.

4. შესყიდვის პროცედურებს ახორციელებს საწარმოს ხელმძღ­ვანელი ან მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წე­სით უფლებამოსილი პირი (პირები).

    მუხლი6. ფასთა გამოკითხვა

1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შეადგინოს დოკუ­მენ­ტაცია ფასთა გამოკითხვის საშუალებით საქონლის , მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში .

2. შედგენილი დოკუმენტაცია ეგზავნება შემსყიდველი ორგანი­ზაციის მიერ წინასწარ სათანადოდ შერჩეულ არანაკლებ 3 პირს .

3. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, მოითხოვოს დამა­ტე­ბითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია შესყიდვის ობიექტთან დაკავ­ში­რებით .

4. შემსყიდველი ორგანიზაცია დოკუმენტაციის დაგზავნიდან არა უმეტეს 5 დღისა იღებს მოწვეულ პირთა გადაწყვეტილებებს მონაწი­ლეო­ბის თაობაზე , ხოლო დოკუმენტაციის დაგზავნიდან არა უმეტეს 15 დღისა იღებს განაცხადებს , რომლებიც უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუ­მენტებს :

ა ) განცხადებას მონაწილეობის შესახებ;

ბ ) ინფორმაციას ტექნიკური შესაბამისობის შესახებ;

გ ) ინფორმაციას ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ .

5. მონაწილეების მიერ წარდგენილი განაცხადები იურიდიული პი­რის შემთხვევაში უნდა იყოს ხელმოწერილი მონაწილე პირის ხელმძ­ღვანელის მიერ .

6. მონაწილეების მიერ წარდგენილი განაცხადები შერჩეული უნდა იქნეს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 დღისა .

7. მოწვეულ პირებს უფლება აქვთ, მიმართონ შემსყიდველ ორგა­ნი­ზაციას დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით შესყიდვის ობი­ექტთან დაკავშირებით .

8. გამარჯვებულად მიიჩნევა მონაწილე , რომლის განაცხადი სრუ­ლად შეესაბამება ფასთა გამოკითხვის დოკუმენტაციის პირობებს და აქვს უმცირესი ფასი .

    მუხლი 7. სატენდერო კომისიის აპარატი

1. სატენდერო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზა­ციული უზრუნველყოფის მიზნით , საწარმოს ხელმძღვანელის ბრძა­ნე­ბით , ამ საწარმოს თანამშრომელთაგან იქმნება სატენდერო კომისიის აპარატი , რომელსაც ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდო­მარე .

2. სატენდერო კომისიის აპარატი ვალდებულია , ყოველი ტენ­დერის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინ­ფორმაციული მასალა აკინძოს ერთ საქმედ და უზრუნველყოს მისი შენახვა ხელშეკრულების დადებიდან 3 წლის განმავლობაში , ხოლო გრძელვადიანი ხელშეკრულების დადების შემთხვევაში – ხელშეკრუ­ლე­ბის მოქმედების ვადის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში , რის შემდეგაც გადაეცემა საწარმოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს დადგენილი წესით შესანახად .

    მუხლი 8. საკვალიფიკაციო მონაცემები

მოთხოვნებს , რომლებსაც შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემები , განსაზღვრავს საწარმოს სატენდერო კომისია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის .

    მუხლი 9. ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი

1. ხელშეკრულება, ამ წესის მე -5 მუხლის მე -3 პუნქტის გარდა, იდება წერილობითი ფორმით .

2. მიმწოდებელთან გამარტივებული შესყიდვის , ფასთა გამოკით­ხვის საშუალებებით სახელმწიფო შესყიდვისას და­დებული ხელშეკრუ­ლების პირობების გადა­სინჯვის წესი განისაზღვ­რება საქართველოს კანონმდებ­ლობით , ხოლო ელექტრონული ტენ­დე­რის , გამარტივებული ელექტრო­ნული ტენდერის საშუალებებით სახელმწიფო შესყიდვისას  და­დებული ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პირობების გადასინჯვას ახორციელებს სატენდერო კომისია .

    მუხლი 10. ანგარიშის წარდგენა

1. საწარმო განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს წა­რუდგენს საწარმოს კაპიტალის 20%‑ზე მეტი წილის მფლობელს ან მმართველ სუბიექტს ყოველწლიურად , არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 მარტამდე .

2. ანგარიში წარდგენილ უნდა იქნეს ამ წესის დანართის შესაბა­მისად .

    მუხლი 11. ცვლილების შეტანის წესი

წესში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დად­გენილებით .

 

დანართი

 

ან­გა­რი­ში

საწარმოს მი­ერ _______   წელს გან­ხორ­ცი­ელ­ებ­უ­ლი

შეს­ყიდ­ვე­ბის შე­სა­ხებ

 

 

 

შესყიდვის საშუალება ( გამარტივე ბული შეს­ყიდვა, ფასთა გამოკითხვა, ელექტრონული ტენდერი, გამარტივებუ ლი ელექტ­რონული ტენდერი)

შესყიდვის ერთგვარო‑

ვან ობიექ ­ტ ­თა ჯგუფის დასახელება

 

მიმწოდე

ბელი მხარის დასახელება

შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრუ -ლების მოქმედების ვადა

 

შესყიდვის საერთო ღირებულება

შესყიდვისათვის ფაქტობ ­რივად

გადახ ­დილი თანხა