შპს დაზღვევის კომპანია „მობიუსის“ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№603
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110914002, 16/09/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №603

2011 წლის 22 ივლისი

ქ. თბილისი

შპს დაზღვევის კომპანია „მობიუსის“ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის თაობაზე

 „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 51-ე მუხლის
„ი“ და „კ“ პუნქტების, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის334 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №126/01 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესისა“ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:

1. შეწყდეს შპს დაზღვევის კომპანია „მობიუსის“ლიკვიდაციის პროცესი.

2. დაიწყოს შპს დაზღვევის კომპანია „მობიუსის“გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების საქმის წარმოება განხორციელდეს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №126/01 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესისა“ და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. შპს დაზღვევის კომპანია „მობიუსის“ გაკოტრების მმართველად დაინიშნოს კახაბერ ვარადაშვილი (პირადობის მოწმობა Nდ 0966165, პირადიN01014000880), რომელიც ვალდებულია გაკოტრების პროცესი განახორციელოს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 334 მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის                  11 ოქტომბრის №126/01 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ შესაბამისად.

4. ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობოს შპს დაზღვევის კომპანია „მობიუსის“მარეგისტრირებელ ორგანოს, ასევე, ეს ინფორმაცია გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. ეს განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ვიცე-პრეზიდენტი                                 ო. ნადარაია