განცხადება აუქციონის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110914007, 14/09/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება აუქციონის შესახებ

 ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 ნოემბრის №2/8337-10 სასამართლოს სხდომის საფუძველზე დანიშნული შპს „ევრობილდინგის“ გაკოტრების მმართველი ვლადიმერ სალაძე გაცნობებთ, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დანიშნული იყო 2011 წლის 22 აგვისტოს 1-ლი აუქციონი, რომელშიც მონაწილეობა არც ფიზიკურ და არც იურიდიულ პირს არ მიუღია, შესაბამისად, ვნიშნავ 2011 წლის 21 სექტემბერს მე-2 აუქციონს შპს „ევრობილდინგს“ უძრავ მოძრავ ქონებაზე,

აუქციონი ჩატარდება ორ ლოტად: პირველი ლოტი უძრავ ქონებაზე და მეორე ლოტი მოძრავ ქონებაზე (ნივთები).

 უძრავი ქონება:

1) ქალაქ თბილისში, ჩიტაძის ქუჩა №11-ში მდებარე ავტოსადგომი №32 (მშენებარე) სართული 2, 18 კვ.მ, საკადასტრო კოდია №01.15.05.059.009.02.032;

2) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქალაქი თბილიში დასახლება მუხიანის, 1 და 2 მ/რ-ის მიმდებარედ; ნაკვეთის ნომერი №003/034; ნაკვეთის ფუნქცია – არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი – 21.00 კვ.მ; ნაკვეთის №01.11.17.003.011.

მოძრავი ქონება:

1. ტელეფონი „Panasonic 530”

2. პრინტერი „HP Lazer jet M 1120”

3. ფაქსი „Panasonic KX-FP-143”

4. პრინტერი „Canon iP4200”

5. კომპიუტერი „ASUS P4V800D-X”

6. ქსეროქსი „workcenter PE220”

7. საგამოფენო კარადა

8. კონდიციონერი „ECO 9”

9. კომპიუტერი „Case ATS/Dual-Core?MB HDD”

10. ლაზემზონი „PD42”

11. მაგიდა

12. ტუმბო

13. კარადა

14. სკამი

15. ლაზერული თვითსწორებადი თარაზო

16. პერფორატორი „TE 905”

17. სანგრევი ჩაქუჩი

შენიშვნა: უძრავ-მოძრავი ქონების მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის თაობაზე შეგიძლიათ მიმართოთ გაკოტრების მმართველს.

აუქციონზე ქონება იყიდება ორი ლოტის სახით. აუქციონზე გასატანი უძრავ და მოძრავი ქონების მთლიანი ღირებულება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” კან ო ნის 38.10 მუხლის შესაბამისად შეადგენს 18525 ლარს.

შემძენის მიერ თანხის 1/3-ის გადახდა უნდა მოხდეს აუქციონის ჩატარების დღესვე, ხოლო დარ ჩ ენილი 2/3-ის – აუქციონის ჩატარებიდან 7 დღის ვადაში.

აუქციონში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი აუქციონში მონაწილეობის შესახებ არა უგვიანეს 2011წლის 21 სექტემბრამდე, ქ. თბილისში, დიღმის მასივი, მე-6 კვარტალი 22ა კორპუსი, ბინა №37, 10-დან 18 სთ-მდე განცხადებას უნდა დაერთოს პირადობის მოწმობა (ფიზიკური პირის შემთხვევაში), ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ იგი მოქმედებს სხვა პირის სახელით. იურიდიული პირები დამატებით წარმოადგენენ სადამფუძნებლო დოკუმენტაციას და ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან.

ა უქციონი ჩატარდება 2011 წლის 21 სექტემბრს, 17 საათზე, ქ.თბილისში, დიღმის მასივი მე-6 კვარტალი, 22 ა კორპუსი, ბინა 37-ში.

აუქციონზე გამარჯვებულად გამოცხადდება ის პირი, ვინც გადაიხდის აუქციონზე გასატან ლოტებად გაყიდული ქონების ღირებულების შესაბამისად მაქსიმალურ თანხას.

დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ შპს „ევრობილდინგის“ გაკოტრების მმართველს ვლადიმერ სალაძეს (ქ. თბილისი, დიღმის მასივი მე-6 კვარტალი, 22ა კორპუსი, ბინა №37-I, 10-დან 18 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა. ტ ელეფონი: 577 73 59 03).

„ევრობილდინგის“ გაკოტრების მმართველი    ვ. სალაძე