ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.09.2011 ძალადაკარგული 28.06.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№25
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.138.016042
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110915004, 19/09/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2011 წლის 14 სექტემბერი

ქ. ახალციხე

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-43 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესი ს (დანართი №1) .

2. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე. 

საკრებულოს თავმჯდომარე                  მ. გიქოშვილი

დანართი №1

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესი

ეს დებულება განსაზღვრავს და აწესრიგებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურში (შემდგომში – სამსახური) მოსამსახურეების მიერ სამსახურის გავლის წესს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს.

თავი I

ზოგადი მოთხოვნები

    მუხლი 1.სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის საფუძვლები

    სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, ,,სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,საგანგებო სიტუაციების რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილება და საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

    მუხლი 2. სახანძრო სამაშველო სამსახური

სახანძრო-სამაშველო სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საზღვრებში სახანძრო უსაფრთხოების, ავარიების, სტიქიური უბედურებების და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციას, ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას.

    მუხლი 3. მოსამსახურეების უფლებები და მოვალეობები

1. სამსახურში მოსამსახურეები სარგებლობენ საქართველოს კანონმდებლობით, შრომითი ხელშეკრულებისა და ამ დებულებით განსაზღვრული უფლებებით და მოვალეობებით.

2. სამსახურის მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას იცავს კანონი. მოსამსახურე ემორჩილება თავის უშუალო და ზემდგომ უფროსს.

3. უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება სამსახურის მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. აკრძალულია სამსახურის კანონიერ საქმიანობაში ჩარევა. გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას სარგებლობენ დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც მათ ეძლევათ უფასოდ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნორმის ფარგლებში.

5. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს კანონის შესაბამისად.

6. სამსახურის მოსამსახურეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საბიუჯეტო სახსრებიდან.

7. სამსახურის საქმიანობის ორგანიზებას, დაგეგმვას, მუშაობის წესს, ფორმებს და მეთოდებს, მოსამსახურეთა ფუნქციონალურ მოვალეობებს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი, კანონმდებლობის შესაბამისად.

8. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საშტატო ნუსხით, რომელიც წარმოდგენილია დანართი №1-ით.

    მუხლი 4. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობები

1.დებულების შესაბამისად დგინდება შემდეგი თანამდებობები:

ა) სამსახურის უფროსი –  უფროსი საჯარო მოხელე;

ბ) მთავარი სპეციალისტი – ჯგუფის უფროსი;

გ) მთვარი სპეციალისტი – ცვლის უფროსი;

დ) წამყვანი სპეციალისტი – საქმის წარმოების საკითხებში;

ე) წამყვანი სპეციალისტი – მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში;

ვ) წამყვანი სპეციალისტი – რაზმის უფროსი;

ზ) სპეციალისტი – მეხანძრე-მაშველი;

თ) სპეციალისტი – უფროსი მძღოლი;

ი) სპეციალისტი – მძღოლი.

    მუხლი 5. მოსამსახურეთა პროფესიული მომზადება

1. სამსახურის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტების მიზნით ხორციელდება მოსამსახურეთა მომზადება.

ა)  უმცროს მეთაურთა და რიგითი შემადგენლობის მომზადება (მათ შორის, ახალმიღებული მეხანძრე-მაშველების და მძღოლების სპეციალური დაწყებითი მომზადება);

ბ)  უფროს და საშუალო მეთაურთა სამსახურებრივი მომზადება.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახანძრო-სამაშველო დაცვის ძალების სწავლებას, მათ მომზადებას და გადამზადებას.

თავი II

  სამსახურში მიღება და გადაადგილება

    მუხლი 6. სამსახურში თანამშრომელთა მიღების წესი

1. სამსახურში სამუშაოდ მიიღებიან 18-დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც იცი ან სახელმწიფო ენა, აქვ ს საშუალო განათლება (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტისა და ფიზიკური მომზადებით და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეძლებ ს შეასრულ ოს მა ს ზე დაკისრებული მოვალეობ ები . განსაკუთრებულ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე შეიძლება მიღებულ იქნეს მოქალაქე, რომლის ასაკი აღემატება 35 წელს.

2. საქართველოს კანონმდებლობით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მქონე პირთა სახანძრო-სამაშველო სამსახურში მიღების საკითხი განიხილება მათ მიერ სამხედრო ძალებში გასაწვევი ვადის ამოწურვის შემდეგ.

3. სამსახურში მთავარი და წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე მიიღებ ა:

ა)  უმაღლესი განათლების მქონე პირი;

ბ)  პირი, რომ ლის სახანძრო-სამაშველო დაცვის დანაყოფში მუშაობის სტაჟი შეადგენს არანაკლებ სამ წელს (გარდა ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ თანამდებობებზე) .

4. მძღოლ ის თანამდებობ აზე მიიღებ ა მოქალაქე არანაკლებ ზოგადი განათლებისა, რომელსაც აქვს В, С, კატეგორიის ავტოტექნიკის მართვის მოწმობ ა .

5. სამსახურის უფროს სა და მოხელეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნ ავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებ ე ლი.

    მუხლი 7.სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული შეზღუდვები და მოთხოვნები

1. სამსახურში არ მიიღება პირი, თუ იგი:

 ა) ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლეობა;

ბ)  იმყოფება წინასწარი გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში;

გ)  სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ ქმედითუნარიანობის მქონედ;

დ)     სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

ე)  სამედიცინო დასკვნის თანახმად მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;

ვ)  თანამდებობის დაკავების შემდეგ უშუალო სამსახურეობრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს დას, ძმას, შვილს, გერს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს.

ზ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით და სხვა ქრონიკული სნეულებით დავადებული პირი.

    მუხლი 8. მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება

1. სახანძრო-სამაშველო დაცვის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება ხდება:

ა) ზემდგომ თანამდებობაზე- სამსახურეობრივი დაწინაურებით და დასაწინაურებელ მოსამსახურესთან შეთანხმების საფუძველზე;

ბ) თანაბარ თანამდებობაზე – მოსამსახურის თანხმობით სხვა ვაკანტურ თანამდებობათა აუცილებელი დაკომპლექტების ან პირადი თვისებების ცოდნის, მომზადებისა და გამოცდილების მიზანმიმართული გამოყენებისათვის;

გ) დაბალ თანამდებობებზე – შტატების შემცირებისას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად, პირადი თხოვნით, დადებული სასჯელის საფუძველზე;

დ) სასწავლებელში ჩარიცხვის ან სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თანამდებობაზე დანიშვნის დროს.

2. თანამდებობრივი გადაადგილება უნდა მოხდეს მოსამსახურის ძირითადი ან მონათესავე სპეციალობის გამოცდილების გათვალისწინებით, პირის სხვა სპეციალობით დანიშვნას უნდა უძღვოდეს, როგორც წესი, მისი შესაბამისი სამსახურებრივი გადამზადება.

3. მოხელის თანამდებობრივი გადაადგილება შეუძლია მხოლოდ იმ პირს, რომელსაც აქვს მისი თანამდებობაზე დანიშვნის უფლება.

თავი III

სამსახურებრივი დისციპლინა

    მუხლი 9. სამსახურებრივი დისციპლინა

სამსახურეობრივი დისციპლინა ნიშნავს მოსამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სამსახურის დებულების , აგრეთვე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ბრძანებების, უშუალო და ზემდგომი უფროსის მითითებების, მასზე დაკისრებული მოვალეობებისა და უფლებამოსილების შესრულებას.

    მუხლი 10. სამსახურის უფროსის მოვალეობა სამსახურებრივი დისციპლინის განმტკიცების საქმეში

1. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია მისი ხელქვეითი მოსამსახურეების სამსახურებრივი დიციპლინის მდგომარეობაზე, იგი ვალდებულია:

ა) შექმნას შრომის, დასვენების, სამსახურის ტარების, კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო პირობები;

ბ) ჩაუნერგოს მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პასუხისმგებლობის გრძნობა;

გ) უზრუნველყოს საჯაროობა და ობიექტურობა სამსახურებრივი საქმიანობის შეფასებაში;

პატივი სცეს სამსახურს და მოსამსახურის პირად ღირსებას.

    მუხლი 11. წახალისება სამსახურებრივ საქმიანობაში მიღწეული საქმიანობ ი სათვის

1. სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებისათვის სახანძრო-სამაშველო დაცვის სამსახურის მოსამსახურეთათვის გათვალისწინებულია შემდეგი სახის წახალისება:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) ერთდროული ფულადი ჯილდო;

გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

დ) თანამდებობრივი სარგოს თანრიგის ამაღლება.

2. შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.

3. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს გამოჩენილი ვაჟკაცობისა და გამბედაობისათვის მოსამსახურე შეიძლება წარდგენილ იქნეს სახელმწიფო ჯილდოზე.

    მუხლი 12. დისციპლინური პასუხისმგებლობა

1. იმ თანამდებობის პირს, რომელსაც აქვს მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, უფლებამოსილი ა კანონმდებლობით დადგენილი წესით დისციპლინ ური გადაცდომისათვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:

ა) შენიშვნა;

ბ) გაფრთხილება;

გ) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა არა უმეტეს ერთი წლი ს ვადით ;

დ) სამსახურიდან გათავისუფლება.

2. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინარული სასჯელის მხოლოდ ერთი ზომა.

    მუხლი 13. წახალისებისა და დისციპლინ ური პასუხისმგებლობის გამოყენების წესი

1. წახალისებისა და დისციპლინ ური პასუხისმგებლობის გამოყენების თაობაზე სახანძრო-სამაშველო დაცვის სამსახურის უფროსი აღძრავს შუამდგომლობას მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.

2. დასჯა და წახალისება, როგორც წესი, ცხადდება ბრძანებით. მადლობა, შენიშვნა, საყვედური შეიძლება გამოცხადდეს ზეპირადაც. წერილობით გამოცხადებული საყვედური არ შეიძლება მოიხსნას ზეპირად.

3. დასჯა და წახალისება მოსამსახურეებს ეცნობება პირადად, მწყობრის წინ ან თათბირის დროს. მოსამსახურეს სასჯელის დადებამდე უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა–განმარტება.

4. დისციპლინ ური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება აღინიშნება პირად საქმეში შეტანით.

5. დისციპლინ ური პასუხისმგებლობა მოსამსახურეთა მიმართ ითვლება მოხსნილად, თუ სასჯელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში მას არ დაედო ახალი სასჯელი. სიტყვიერი სასჯელი მოხსნილად ითვლება ერთი თვის გასვლის შემდეგ. ვადაზე ადრე დისციპლინური სასჯელის მოხსნა ხდება წახალისების სახით, დისციპლინური სასჯელის დამდები პირის მიერ .

 

თავი IV

სამსახურის გავლის პირობები

      მუხლი 14. სამუშაო დროის ხანგრძლივობა

1. სამსახურის მოსამსახურეებისათვის დადგენილია 40-საათიანი სამუშაო კვირა და ზოგიერთი კატეგორიის მუშაკთათვის ზეგანაკვეთური სამუშაო დღე.

2. ცვლებში მომუშავე მოსამსახურეებისათვის დგინდება ერთიანი ხანგრძლივობის სამუშაო დრო (მუშაობის დაწყებისა და დამთავრების დრო) ცვლების განრიგის მიხედვით.

    მუხლი 15.  მოსამსახურეთა შვებულება

1. მოსამსახურეთა შვებულებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი რეგულირდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

თავი V

მოსამსახურის სამსახურიდან გა ნ თავისუფლება და საპენსიო უზრუნველყოფა

    მუხლი 16. სამსახურიდან გა ნ თავისუფლების საფუძვლები

1. მოსამსახურის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება, მისი თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილი პირის თანხმობით.

ბ) სამსახურის ლიკვიდაცია.

გ) სამსახურის შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა;

დ) დისციპლინური გადაცდომა;

ე) ხანგრძლივი შრომისუუნარობა;

ვ) ზღვრული ასაკის მიღწევა.

ზ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

თ) გარდაცვალება;

ი) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

    მუხლი 17. მოსამსახურის სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი და საპენსიო უზრუნველყოფა

მოსამსახურის სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი განისაზღვრება ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებისათვის 65 წ ე ლი, ხოლო დანარჩენი მოხელეებისათვის 55 წ ე ლი, რომლის მიღწევის შემდეგ ისინი ექვემდებარებიან სამსახურიდან დათხოვნას. მოსამსახურე პენსიაში გადის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი VI

მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურება, შეღავათები და გარანტიები

    მუხლი 18. მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურება

1. სამსახურის უფროსი, საშუალო, უმცროსი და რიგითი თანამდებობის მოსამსახურეები იღებენ ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივ რანგისთვის გათვალისწინებულ განაკვეთს , დანამატს სამსახურის რთული, დაძაბული და სპეციალური რეჟიმის პირობებისათვის, ანაზღაურებას ზეგანაკვეთური მუშაობისათვის და კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებსა და კომპენსაციას. გასაცემი დანამატები და კომპენსაციები გამოითვლება და გაიცემა დადგენილი წესის შესაბამისად.

2. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას მოსამსახურეთათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სრული მოცულობით ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

3. მოსამსახურეთა ნებისმიერი ფულადი ანაზღაურება ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 19 . მოსამსახურეთა შეღავათები და გარანტიები

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის გარდაცვალების ან დასახიჩრების შემთხვევაში საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება ხორციელდება საქათველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. მოსამსახურეებს, რომლებიც სწავლობენ აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, უწესდებათ შეღავათები კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი VII

    მუხლი 20. დასკვნითი დებულებები

წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 

სახანძრო-სამაშველო სამსახურის სტრუქტურა

და საშტატო რიცხოვნობის ნუსხა

 

 

სახანძრო-სამაშველო სამსახური

 

1. სამსახურის უფროსი – უფროსი საჯარო მოხელე ------------ 1

2. მთავარი სპეციალისტი – ჯგუფის უფროსი ------------------- 1

3. მთავარი სპეციალისტი – ცვლის უფროსი ----------------------- 2

4. წამყვანი სპეციალისტი – საქმის წარმოების საკითხებში------- 1

5. წამყვანი სპეციალისტი – მატერიალურ-ტექნიკური

     უზრუნველყოფის საკითხებში --------------------------------- 1

6. წამყვანი სპეციალისტი – რაზმის უფროსი ----------------------- 4

7. სპეციალისტი-მაშველი – მეხანძრე ------------------------------ 8

8 სპეციალისტი – უფროსი მძღოლი ------------------------------ 1

9. სპეციალისტი –  მძღოლი --------------------------------------- 8

   სულ: ----------------------------------------------------------- 27