1. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსების გამოყენება და დაცვა ხორციელდება „გარემოს დაცვის შესახებ
“ და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ
“ საქართველოს კანონებით და ამ კანონის 37-ე–42-ე მუხლებით დადგენილი წესით.

2. დაცული ტერიტორიების განსაზღვრული რეჟიმისა და ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონირების შესაბამისად, ბუნებრივი რესურსების აღდგენისა და მდგომარეობის გაუმჯობესების წესები და სათიბი და საძოვარი სავარგულების დაცვის, თიბვისა და ძოვების წესები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი