სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
მიღების თარიღი 09.12.1998
ძალის დაკარგვა 01.01.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №1721
სარეგისტრაციო კოდი 040.170.020.05.001.000.457
გამოქვეყნების წყარო სსმ, 7, 31/12/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 4 აქტით
- საჯარო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი 09.02.2023
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 06.12.2010
- “საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2008 წლის 15 თებერვლის №2 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება 04.01.2010
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი 20.04.2005
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კანონი (1)
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 20.04.2005
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი „„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 9 დეკემბრის კანონი"
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Verdana; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:normal; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:normal; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:normal; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:normal; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Verdana","sans-serif"; font-weight:normal;} h4 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:normal; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; color:red; font-weight:bold;} h5 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:normal; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:normal;} h6 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:normal; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; color:black; font-weight:bold;} p.MsoHeading7, li.MsoHeading7, div.MsoHeading7 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:normal; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeading8, li.MsoHeading8, div.MsoHeading8 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:normal; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; color:black; font-weight:bold;} p.MsoHeading9, li.MsoHeading9, div.MsoHeading9 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:normal; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:normal; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:normal; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:normal; font-size:12.0pt; font-family:"Verdana","sans-serif";} p.MsoClosing, li.MsoClosing, div.MsoClosing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:normal; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoSignature, li.MsoSignature, div.MsoSignature {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:normal; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:normal; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoSalutation, li.MsoSalutation, div.MsoSalutation {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:normal; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoDate, li.MsoDate, div.MsoDate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:normal; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:normal; font-size:12.0pt; font-family:"Verdana","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:normal; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; color:red; font-weight:bold;} p.MsoDocumentMap, li.MsoDocumentMap, div.MsoDocumentMap {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:normal; background:navy; font-size:10.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:normal; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.ReferenceInitials, li.ReferenceInitials, div.ReferenceInitials {mso-style-name:"Reference Initials"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:normal; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.InsideAddressName, li.InsideAddressName, div.InsideAddressName {mso-style-name:"Inside Address Name"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:normal; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.InsideAddress, li.InsideAddress, div.InsideAddress {mso-style-name:"Inside Address"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:normal; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; line-height:normal; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; line-height:normal; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:normal; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:normal; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; line-height:normal; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:31.5pt 56.7pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს კანონი
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. კანონის მოქმედების სფერო
1. ეს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს.
2. ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გარდა.
3. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესს შეიმუშავებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო და ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
მუხლი 2🔗. კანონის მიზანი
კანონის მიზანია:
ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა;
ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება;
გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა;
დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა;
ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება.
მუხლი 3🔗. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება
კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სახელმწიფო შესყიდვა (შემდგომ – შესყიდვა) – სახელმწიფო საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად ნებისმიერი სახის საქონლის, სამუშაოების და მომსახურების შესყიდვა, რომელთა დაფინანსება ხორციელდება:
ა.ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სახელმწიფო ბიუჯეტში კონსოლიდირებული სახსრებით;
ა.ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების სახსრებით;
ა.გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადგილობრივი ბიუჯეტების სახსრებით;
ა.დ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სპეცსახსრებით;
ა.ე) უცხოეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დახმარებისა და კრედიტის სახით მიღებული სახსრებით (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს კანონი კოლიზიაში შედის შესაბამის საერთაშორისო ხელშეკრულებასთან ან საკრედიტო და საგრანტო ხელშეკრულებებით განსაზღვრულია შესყიდვების განხორციელების საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებული ამ კანონისაგან განსხვავებული წესები);
ა.ვ) სახელმწიფო გარანტიით მიღებული კრედიტებით;
ა.ზ) სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (საქართველოს ეროვნული ბანკის გარდა) სახსრებით, ამ სახსრების წარმოშობის წყაროს მიუხედავად.
ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია – საქართველოს, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მმართველობითი ორგანოები, საბიუჯეტო დაწესებულება-ორგანიზაციები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, აგრეთვე სხვა დაწესებულებები და საწარმოები, რომლებიც საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვებს ახორციელებენ ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით;
გ) შესყიდვის ობიექტი – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესასყიდი კონკრეტული სახეობის საქონელი, სამუშაო და მომსახურება;
დ) პრეტენდენტი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებმაც გაიარეს საკვალიფიკაციო შეფასების პროცედურა;
ე) მიმწოდებელი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადეს ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ;
ვ) სამშენებლო სამუშაო – სამუშაო, რომელიც დაკავშირებულია შესყიდვის ობიექტის და/ან მისი ნაწილების მშენებლობასთან, რემონტთან, რეკონსტრუქციასა და რესტავრაციასთან (საპროექტო სამუშაოების გარდა);
ზ) პრეფერენციული შეღავათი – დასაშვები სხვაობა უცხო ქვეყნის პრეტენდენტის და საქართველოს პრეტენდენტის სატენდერო წინადადებების ღირებულებებს შორის, რომლის არსებობის შემთხვევაში, ფასთა კრიტერიუმით შეფასებისას, უპირატესობა ენიჭება საქართველოს პრეტენდენტს;
თ) ფასთა კოტირება – გამარტივებული მეთოდი საქონლის, მომსახურების და მცირე სახის სამუშაოების შესყიდვისათვის, რომელთა სავარაუდო ღირებულება აღემატება 10000 ლარს და ნაკლებია 25000 ლარზე, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას აღემატება 50000 ლარს და ნაკლებია 120000 ლარზე;
ი) ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვა – განსაკუთრებული სახის შესყიდვა, რომლის ობიექტია ინტელექტუალური და სხვა სახის საკონსულტაციო მომსახურება, მეცნიერული კვლევები და ექსპერიმენტები, საპროექტო სამუშაოები, სასწავლო-საგანმანათლებლო სფეროში სახელმწიფო დაკვეთის განთავსება;
კ) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის საგნები (მათ შორის, ნედლეული, ნაკეთობები, მოწყობილობები, შენობა-ნაგებობები, წარმოების სხვა საშუალებები და მოხმარების საგნები) როგორც მყარ, ასევე თხევად და აიროვან მდგომარეობაში, აგრეთვე ელექტროენერგია, საქონლის მიწოდების თანამდევი მომსახურება, როცა ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება თვით საქონლის ღირებულებას;
ლ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი საქონლისა და სამუშაოების გარდა.
საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №831– სსმI, №10, 19.04.2001წ., მუხ.37
მუხლი 4🔗. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
1. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციისა და მონიტორინგის მიზნით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იქმნება მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი ორგანო – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემდგომში–სააგენტო), რომლის თავმჯდომარესაც საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და მათ შესაბამისად შემუშავებული სააგენტოს დებულება.
3. სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამჭვირვალობის, სააგენტოს მუშაობის საჯაროობისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის მიზნით სააგენტოსთან იქმნება სამეთვალყურეო საბჭო 7 წევრის შემადგენლობით (სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ჩათვლით), რომელთაც ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა კომპლექტდება მმართველობისა და მაკონტროლებელი ორგანოების თანამდებობის პირებისაგან (საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების, კონტროლის პალატის წარმომადგენლები), ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებისაგან. სამეთვალყურეო საბჭო ფუნქციონირებს საზოგადოებრივ საწყისებზე.
4. სააგენტოს სტრუქტურა და დებულება უნდა გამომდინარეობდეს ამ კანონიდან და მას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. სააგენტოს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვრება სააგენტოს დებულებით.
5. სააგენტოს დაფინანსება ხორციელდება:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრებით;
ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლით;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლით.
6. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ამ კანონის მოქმედებისათვის საჭირო ნორმატიული აქტებისა და სტანდარტული სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავება და გამოცემა, მათი საერთაშორისო ნორმებთან ჰარმონიზაცია;
ბ) შემსყიდველი ორგანიზაციებიდან მიღებული ანგარიშების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და სათანადო გადაწყვეტილებების მისაღებად საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებების მომზადება;
გ) სპეციალური სასწავლო პროგრამების, სასწავლო-მეთოდოლოგიური მასალებისა და დოკუმენტაციის სტანდარტული ფორმების მომზადება, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება ხელისუფლების ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოებისათვის, სამართალდამცავი ორგანოებისათვის, მასმედიის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის;
დ) განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი საინფორმაციო ბაზის ჩამოყალიბება და სრულყოფა;
ე) შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის საექსპერტო და საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურების გაწევა;
ვ) მიმწოდებელთა რეესტრის წარმოება;
ზ) თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებათა სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში დანერგვისათვის ხელის შეწყობა;
თ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობისათვის შესაბამისი ნორმატიული აქტების და ანგარიშგებითი ინფორმაციის გამოქვეყნება, სპეციალური პერიოდული ბიულეტენის დაარსება;
ი) სახელმწიფო შესყიდვების დროს წარმოქმნილი დავის ადმინისტრაციული წესით განხილვა;
კ) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების კანონიერებაზე ზედამხედველობა და სახელმწიფო შესყიდვების პროცესის რეგულირების პოლიტიკის განსაზღვრა.
საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №831– სსმI, №10, 19.04.2001წ., მუხ.37
მუხლი 4🔗1. სააგენტოს თავმჯდომარის უფლებამოსილებანი
1. სააგენტოს თავმჯდომარე:
ა) სააგენტოსთან არსებულ სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ნორმატიულ აქტებს – ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ყველა სუბიექტისათვის;
ბ) შიგაორგანიზაციულ საკითხებზე გამოსცემს განკარგულებებს;
გ) აწესრიგებს სააგენტოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;
დ) თვალყურს ადევნებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას, დადგენილი წესით ახორციელებს თანამშრომელთა საქმიანობის კონტროლს;
ე) კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;
ვ) განკარგავს სააგენტოს სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას;
ზ) სააგენტოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტს დადგენილი წესით წარუდგენს წინადადებებს შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად.
2. სააგენტოს თავმჯდომარე კანონით დადგენილი წესით პასუხს აგებს სააგენტოს საქმიანობაზე.
საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №831– სსმI, №10, 19.04.2001წ., მუხ.37
მუხლი 4🔗2. სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის წესი
1. სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭო:
ა) თავის სხდომებზე განიხილავს სააგენტოს თავმჯდომარის მიერ გამოსაცემი ნორმატიული აქტების პროექტებს, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს და მათ მიერ გაწეული საქმიანობის შედეგებს;
ბ) ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გაითვალისწინოს სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და თავის სხდომებზე სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობა მისცეს დაუბრკოლებლად წარმოადგინონ თავიანთი ინტერესები;
გ) თავისი საქმიანობის შესახებ ადგენს ყოველწლიურ ანგარიშს და წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. იგი ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებრიობისათვის.
2. სააგენტოსთან არსებულ სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შემსყიდველი ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია და შეამოწმოს მათი სისწორე.
3. სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა საჯაროა და მისი გადაწყვეტილებები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამეთვალყურეო საბჭოში არსებული ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №831– სსმI, №10, 19.04.2001წ., მუხ.37
მუხლი 5🔗. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები
1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია:
ა) ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით შეარჩიოს შესყიდვის მიმწოდებელი და დადოს მასთან ხელშეკრულება;
ბ) ამ კანონით დადგენილი წესით მოახდინოს შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი ან მონაწილე პირის დისკვალიფიკაცია;
გ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის განხორციელება, თუ ამის აუცილებლობა წარმოიქმნება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზების გამო, აგრეთვე სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე;
დ) განახორციელოს კონტროლი და ზედამხედველობა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე;
ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაჩეროს ან შეწყვიტოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულების მოქმედება, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია:
ა) რაციონალურად და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით;
ბ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე დაიცვას შესყიდვაში მონაწილე პირების მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობა;
გ) წარუდგინოს სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშები ამ კანონის 24-ე მუხლით დადგენილი ფორმითა და ვადებში;
დ) სააგენტოს მიერ შემუშავებული და საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად დაუყოვნებლივ წარუდგინოს სააგენტოს სტატისტიკური ანგარიში განხორციელებული შესყიდვის შესახებ;
ე) საქონლის მიწოდების, სამუშაოების შესრულებისა და მომსახურების გაწევისთანავე აუნაზღაუროს მიმწოდებელს საქონლის, სამუშაოს და/ან მომსახურების ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შესყიდვის შეწყვეტის შემთხვევაში განახორციელოს ეს შესყიდვა მხოლოდ შეწყვეტილი შესყიდვის პროცედურის გაგრძელების მეშვეობით;
ზ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა აცნობოს თავისი გადაწყვეტილება და მისი მიღების საფუძველი სააგენტოსა და შესყიდვაში მონაწილე პირებს. ამავე დროს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული არ არის შესყიდვაში მონაწილე პირებს წარუდგინოს კონკრეტული მტკიცებულებანი ან დეტალური ინფორმაცია, რის საფუძველზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, აგრეთვე აუნაზღაუროს მათ შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები, სატენდერო მოსაკრებლის გარდა.
საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №831– სსმI, №10, 19.04.2001წ., მუხ.37
მუხლი 5🔗1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები
1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები ეხება სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებულ შემდეგი სახის საქმიანობას:
ა) შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოები, შესყიდვის ობიექტის მახასიათებლებისა და სავარაუდო ღირებულების დადგენის ჩათვლით;
ბ) სატენდერო კომისიის წევრების, შესყიდვის განხორციელებაზე სხვა პასუხისმგებელი პირების შერჩევა;
გ) ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების, სატენდერო დოკუმენტაციისა და სხვა მასალების მომზადება;
დ) საკვალიფიკაციო მონაცემების, სატენდერო წინადადებების განხილვა და შეფასება;
ე) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში დისკუსიებისა და მოლაპარაკებების ჩატარება;
ვ) დახურული ტენდერის ჩატარებისას პოტენციურ მონაწილეთა შერჩევა;
ზ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
თ) სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობა.
2. დაუშვებელია სახელმწიფო შესყიდვისას მასში მონაწილეობის მსურველმა ან/და მონაწილე პირმა თხოვნით მიმართოს შემსყიდველ ორგანიზაციას (მის ხელმძღვანელს, თანამშრომელს) ან სახელმწიფო მართვის სტრუქტურებს და მათ წარმომადგენლებს შუამდგომლობის შესახებ, ან მოახდინოს მათზე პირდაპირი ან ფარული ზეგავლენა ნებისმიერი გზით, რათა მოიპოვოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ მისთვის ხელსაყრელი ხელშეკრულების დადების უფლება.
3. დაუშვებელია შემსყიდველმა ორგანიზაციამ სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების მომზადება, განხორციელება ან/და სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების ზედამხედველობა დააკისროს პირს ან კონსულტანტად (ექსპერტად) მოიწვიოს პირი, თუ იგი:
ა) ახლო ნათესაურ კავშირშია სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებში მონაწილე რომელიმე იურიდიული პირის ხელმძღვანელ თანამშრომელთან ან უშუალო მონაწილესთან, თუ ეს უკანასკნელი ფიზიკური პირია;
ბ) ბოლო სამი წლის განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებში მონაწილე ორგანიზაციაში;
გ) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია, ან მოლაპარაკებას აწარმოებს ასეთი კავშირების დამყარებაზე სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებში მონაწილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან.
4. დაუშვებელია სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობა მიიღონ იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ სახელმწიფო შესყიდვის წინამოსამზადებელ სამუშაოებში.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნები აგრეთვე ვრცელდება:
ა) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებაში მონაწილეებზე;
ბ) ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე მოლაპარაკებაში მონაწილეებზე.
6. ღია ან დახურული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში საკვალიფიკაციო მონაცემების მიღების ვადის დასრულებისთანავე სატენდერო კომისიის ყველა წევრი, მოწვეული კონსულტანტი (ექსპერტი) და შემსყიდველი ორგანიზაციის ყველა ის თანამშრომელი, რომელიც დაკავშირებულია ამ შესყიდვის განხორციელებასთან, ვალდებულია წერილობით დაადასტუროს, რომ მისი მონაწილეობა ამ კონკრეტული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში არ ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს.
7. საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის დროს მხედველობაშია მისაღები, რომ:
ა) კონსულტანტმა (ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა ან/და მისმა ფილიალმა) მონაწილეობა არ უნდა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვის ისეთ პროცედურებში, რომლებიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ამ კონსულტანტის სხვა დავალებას;
ბ) ნებისმიერმა კონსულტანტმა (ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა) უნდა უზრუნველყოს შემსყიდველი ორგანიზაციისათვის პროფესიული, ობიექტური და მიუკერძოებელი რჩევის მიცემა ამ ორგანიზაციის ინტერესების გათვალისწინებით.
საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №831– სსმI, №10, 19.04.2001წ., მუხ.37
მუხლი 5🔗2. სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა
1. შემსყიდველი ორგანიზაცია სახელმწიფო შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული და დამტკიცებული წლიური გეგმის შესაბამისად. მრავალწლიანი შესყიდვის შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვის დაგეგმვასა და განხორციელებას შემსყიდველი ორგანიზაცია აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
2. სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების წესი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ და „საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური დაგეგმვის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონებს.
3. წლის განმავლობაში შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ერთგვაროვანი საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს შესყიდვა განიხილება ერთ შესყიდვად, თუ მისი დაფინანსება ხდება ერთიანი წყაროდან.
4. სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი ბიუჯეტების დამტკიცების შემდეგ არა უგვიანეს 20 დღისა სახელმწიფო შესყიდვების დაზუსტებულ გეგმას ამტკიცებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და წარუდგენს სააგენტოს.
საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №831– სსმI, №10, 19.04.2001წ., მუხ.37
თავი II. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საშუალებები
მუხლი 6🔗. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საშუალებები
1. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საშუალებებია:
ა) ღია ტენდერი;
ბ) დახურული ტენდერი;
გ) ერთ პირთან მოლაპარაკება.
2. ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ღია ან დახურული ტენდერი შეიძლება ჩატარდეს ორ ეტაპად.
3. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესი განისაზღვრება ამ კანონით და შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
4. ფასთა კოტირების მეთოდი და ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვის წესი განისაზღვრება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №831– სსმI, №10, 19.04.2001წ., მუხ.37
თავი III. ტენდერი
მუხლი 7🔗. ტენდერის ფორმის შერჩევის წესი
1. ღია ტენდერი ტარდება იმ შემთხვევაში, როცა შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 70000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში – 230000 ლარს.
2. დახურული ტენდერი ტარდება იმ შემთხვევაში, როცა შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება ნაკლებია 70000 ლარზე, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში – 230000 ლარზე და აღემატება 25000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში – 120000 ლარს.
მუხლი 8🔗. სატენდერო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი
1. ღია და დახურულ ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც არანაკლებ 5 წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
2. სატენდერო კომისიის წევრებად ინიშნებიან შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და/ან მისი მოადგილეები, შემსყიდველი ორგანიზაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები.
3. სატენდერო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც არის პრეტენდენტი ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის ხელმძღვანელის ახლო ნათესავი, ფონდის ან კავშირის სახით არსებული პრეტენდენტი იურიდიული პირის დამფუძნებელი ან წევრი, ან პირი, რომელსაც აქვს წილი პრეტენდენტი იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში.
4. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე სატენდერო კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მიწვეულ იყვნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები და სახაზინო დაწესებულებების წარმომადგენლები.
5. სატენდერო კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი.
6. სატენდერო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბრძანებით ამ ორგანიზაციის მოსამსახურეებისაგან იქმნება სატენდერო კომისიის აპარატი, რომელსაც ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე.
7. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც თან უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა რაოდენობის თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა.
8. სატენდერო კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე სატენდერო კომისიის წევრები.
მუხლი 9🔗. განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ
1. ღია ტენდერის ჩატარების შემთხვევაში სატენდერო კომისია შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით აქვეყნებს განცხადებას ტენდერის ჩატარების შესახებ:
ა) შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრულ საინფორმაციო საშუალებებში;
ბ) საერთაშორისო ვაჭრობის პრაქტიკაში მიღებულ ერთ-ერთ ენაზე, აგრეთვე უცხო ქვეყნების იმ პერიოდულ ან სპეციალიზებულ გამოცემებში, რომლებიც ფართოდ ვრცელდება საერთაშორისო მასშტაბით და უგზავნის ამ განცხადებებს საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობებს, თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 600000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში – 8000000 ლარს.
2. ღია ტენდერის ჩატარებისას, აუცილებლობის შემთხვევაში, სატენდერო კომისია იყენებს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების გავრცელების დამატებით საშუალებებს.
3. დახურული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში სატენდერო კომისია განცხადებას ტენდერის ჩატარების შესახებ უგზავნის ამ კანონის შესაბამისად წინასწარ შერჩეულ არანაკლებ ხუთ პირს.
4. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:
ა) შემსყიდველი ორგანიზაციის რეკვიზიტები;
ბ) შესასყიდი საქონლის სახეობა, რაოდენობა და ხარისხი, მიწოდების ადგილი და ფორმა, შესასრულებელი სამუშაოს ან გასაწევი მომსახურების სახეობა და შესრულების ან გაწევის ადგილი, აგრეთვე სხვა მონაცემები, რომელთა მითითებას შემსყიდველი ორგანიზაცია საჭიროდ ჩათვლის შესყიდვის ობიექტის აღწერის მიზნით;
გ) შესასყიდი საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის სასურველი ან სავალდებულო ვადები;
დ) საკვალიფიკაციო მონაცემების შეფასების კრიტერიუმები და წესი;
ე) საკვალიფიკაციო მონაცემების წარდგენის ვადა, ადგილი და ენა;
ვ) მოთხოვნები საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების შესახებ;
ზ) სატენდერო დოკუმენტაციის მიღების წესი, ვადა, ადგილი და ენა, აგრეთვე სატენდერო დოკუმენტაციის მიღებისათვის დაწესებული მოსაკრებლის განაკვეთი.
5. განცხადებას ტენდერის ჩატარების შესახებ ამტკიცებს სატენდერო კომისია.
6. სატენდერო კომისია აქვეყნებს ან აგზავნის განცხადებას ტენდერის ჩატარების შესახებ საკვალიფიკაციო მონაცემების მიღების დაწყებამდე არანაკლებ 15 კალენდარული დღით ადრე. დახურული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში სატენდერო კომისიამ უნდა შეარჩიოს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების გაგზავნის ისეთი საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს შერჩეულ პირთა მიერ განცხადების უმოკლეს ვადაში მიღებას.
7. სატენდერო კომისიას უფლება აქვს შეცვალოს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია. ეს ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომლებშიც გამოქვეყნდა განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ, ხოლო დახურული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში შეტყობინება განცხადებაში შეტანილი ცვლილებების შესახებ უნდა გაეგზავნოს ყველა პირს, რომელსაც კომისიამ მიმართა თავდაპირველად.
8. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში ცვლილებების შეტანა და ამ ცვლილებების გამოქვეყნება (მიწოდება) უნდა განხორციელდეს საკვალიფიკაციო მონაცემების წარდგენის ვადის დასრულებამდე არანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე.
მუხლი 10🔗. საკვალიფიკაციო მონაცემები
1. შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტი იურიდიული პირის საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) მის ქონებაზე არ უნდა იყოს დადებული ყადაღა, მის მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება, არ უნდა ხორციელდებოდეს მისი რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
ბ) მისი ხელმძღვანელები უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში არ უნდა იყვნენ მსჯავრდებულნი ან შესყიდვის დაწყების მომენტისათვის მათ მიმართ არ უნდა იყოს აღძრული სისხლის სამართლის საქმე მათ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული დანაშაულისათვის.
2. შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტი ფიზიკური პირის საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უნდა იყოს ქმედუნარიანი;
ბ) მის მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს გაკოტრების საქმის წარმოება;
გ) უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში არ უნდა იყოს მსჯავრდებული ან შესყიდვის დაწყების მომენტისათვის მის მიმართ არ უნდა იყოს აღძრული სისხლის სამართლის საქმე მის ეკონომიკურ და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული დანაშაულისათვის.
3. თუ საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოითხოვს ლიცენზიის, სერტიფიკატის ან სხვა სახის ნებართვის არსებობას, შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ლიცენზია, სერტიფიკატი ან სხვა სახის ნებართვა.
4. თუ შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი ან პრეტენდენტი პირის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება ან ვერ დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს მოახდინოს ამ პირის დისკვალიფიკაცია შესყიდვის ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე.
5. დისკვალიფიცირებულ პირს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს მისი დისკვალიფიკაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.
6. თუ საკვალიფიკაციო მონაცემების შესახებ დოკუმენტაცია არაზუსტი ან არასრულია, ან მასში ტექნიკური შეცდომაა დაშვებული, შემსყიდველი ორგანიზაცია მის წარმომდგენ პირს აძლევს დაშვებული შეცდომის ან უზუსტობის გამოსწორების ან დოკუმენტაციის საჭირო ინფორმაციით შევსების საშუალებას. საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის დაზუსტების ან შევსების პროცესი უნდა დასრულდეს საკვალიფიკაციო შერჩევის დამთავრებამდე.
7. საკვალიფიკაციო მონაცემების შეფასების წესი განისაზღვრება ნორმატიული აქტით.
მუხლი 11🔗. საკვალიფიკაციო შერჩევა
1. საკვალიფიკაციო შერჩევის მიზანია პრეტენდენტთა განსაზღვრა წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით.
2. საკვალიფიკაციო შერჩევა უნდა დასრულდეს საკვალიფიკაციო მონაცემების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.
3. საკვალიფიკაციო შერჩევის შედეგად სატენდერო კომისია იღებს გადაწყვეტილებას, რომელშიც აისახება ტენდერში მონაწილეობის მსურველი პირის ან პირების დისკვალიფიკაციის მიზეზები და მტკიცდება პრეტენდენტთა სია.
4. საკვალიფიკაციო შერჩევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება მისი მიღებიდან არა უგვიანეს ხუთი დღისა ეცნობება ყველა პირს, რომელმაც დადგენილ ვადაში წარმოადგინა საკვალიფიკაციო მონაცემები. დისკვალიფიკაციის შემთხვევაში მათ აგრეთვე ეცნობებათ დისკვალიფიკაციის საფუძვლები. სატენდერო კომისიამ უნდა შეარჩიოს გადაწყვეტილების შეტყობინების ისეთი საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს საკვალიფიკაციო მონაცემების წარმომდგენი პირებისათვის გადაწყვეტილების უმოკლეს ვადაში მიწოდებას.
მუხლი 12🔗. სატენდერო დოკუმენტაცია
1. სატენდერო კომისია ამტკიცებს სატენდერო დოკუმენტაციას ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების გამოქვეყნებამდე (გაგზავნამდე).
2. პრეტენდენტის მიერ ამ კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის შემდეგ (მოსაკრებლის არსებობის შემთხვევაში) სატენდერო კომისია ვალდებულია პრეტენდენტის მოთხოვნისთანავე გადასცეს მას სატენდერო დოკუმენტაცია.
3. სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
ა) ინსტრუქციას პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების შედგენის შესახებ;
ბ) პრეტენდენტთა წინადადებების შეფასების წესებსა და კრიტერიუმებს, ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის მითითებით;
გ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, სამუშაოებისა და მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის სავალდებულო ან სასურველ ვადებს და ადგილს, აგრეთვე სხვა მონაცემებს, რომელთა მითითებას შემსყიდველი ორგანიზაცია საჭიროდ ჩათვლის შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით;
დ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მონაცემების სრულ აღწერას, მათ შორის, შესაბამის ტექნიკურ სპეციფიკაციებს, გეგმებს, ნახაზებსა და ესკიზებს, აგრეთვე შესყიდვის ობიექტის ალტერნატიულ ტექნიკურ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს, თუ ამას უშვებს შემსყიდველი ორგანიზაცია;
ე) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების იმ აუცილებელ პირობებს, რომლებიც შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წინასწარ არის ცნობილი, აგრეთვე მითითებას ხელშეკრულების ფორმაზე;
ვ) მეთოდებს, რომელთა მიხედვითაც უნდა იყოს გაანგარიშებული სატენდერო წინადადების ღირებულება, იმის მითითებით, საქონლის, სამუშაოების ან მომსახურების ღირებულების გარდა, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა);
ზ) მითითებას იმ ვალუტის შესახებ, რომელშიც უნდა იყოს გაანგარიშებული სატენდერო წინადადების ღირებულება;
თ) სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადას, ადგილსა და ენას;
ი) პრეტენდენტების მიერ სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალებებსა და პროცედურას, ხოლო ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების შემთხვევაში – აგრეთვე პრეტენდენტებთან მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობას;
კ) პრეტენდენტთა წინადადებების გახსნის დროს, ადგილსა და წესს;
ლ) სატენდერო კომისიის აპარატის იმ თანამდებობის პირთა ვინაობას და საკონტაქტო მისამართს, რომელთაც უფლება აქვთ იქონიონ კავშირი პრეტენდენტებთან და მიაწოდონ მათ ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ.
4. შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისათვის გამოყენებული ტექსტური მასალები, სპეციფიკაციები, გეგმები, ნახაზები, ესკიზები და სხვა მასალები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში და საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებულ სტანდარტებს, ტექნიკურ მაჩვენებლებს, ტერმინოლოგიას და პირობით აღნიშვნებს. შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში დაუშვებელია კონკრეტული სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის მითითება.
5. პრეტენდენტის წერილობითი მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით სატენდერო კომისია განმარტავს და აზუსტებს სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის პროცედურებთან და ობიექტთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რაც ფორმდება სატენდერო დოკუმენტაციის დამატების სახით და ერთდროულად ეგზავნება ყველა პრეტენდენტს სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე 15 კალენდარული დღით ადრე. სატენდერო დოკუმენტაციის დამატება არ უნდა ცვლიდეს სატენდერო დოკუმენტაციის შინაარსს.
მუხლი 13🔗. პრეფერენციული შეღავათი
შესყიდვაში საქართველოსა და უცხო ქვეყნების პრეტენდენტების მონაწილეობის შემთხვევაში საქართველოს პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადების ღირებულების მიმართ გამოიყენება პრეფერენციული შეღავათი 15%-ის ფარგლებში.
მუხლი 14🔗. ხელშეკრულება განზრახვათა შესახებ
1. სატენდერო წინადადებების განხილვის დაწყებამდე შემსყიდველი ორგანიზაცია ყველა პრეტენდენტთან ცალ-ცალკე დებს ხელშეკრულებას განზრახვათა შესახებ, რომლის მიხედვითაც:
ა) ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში პრეტენდენტი იღებს შემსყიდველ ორგანიზაციასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების ვალდებულებას სატენდერო წინადადებაში განსაზღვრული პირობების მიხედვით;
ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში იღებს მასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების ვალდებულებას პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაში განსაზღვრული პირობების მიხედვით, შესყიდვის განხორციელების შეწყვეტისა და პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხვევების გარდა.
2. ხელშეკრულება განზრახვათა თაობაზე უნდა ითვალისწინებდეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების ვადას, პრეტენდენტის სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას, მხარეთა პასუხისმგებლობას განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის.
3. განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ფორმების განსაზღვრის წესს ადგენს შესაბამისი ნორმატიული აქტი.
მუხლი 15🔗. პრეტენდენტის სატენდერო წინადადების წარდგენისა და განხილვის წესი
1. პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებები სატენდერო კომისიას წარედგინება დახურული კონვერტებით. კონვერტები იხსნება ერთობლივად პრეტენდენტთა თანდასწრებით სატენდერო კომისიის სხდომაზე, სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებისთანავე. კონვერტების გახსნის შემდეგ კომისია ადგენს სატენდერო წინადადებების განხილვის და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადებს.
2. პრეტენდენტებს უფლება აქვთ სატენდერო წინადადებების გახსნამდე ნებისმიერ დროს წერილობით გამოითხოვონ ან შეცვალონ სატენდერო წინადადება.
3. სატენდერო კომისია განიხილავს მხოლოდ იმ პრეტენდენტთა წინადადებებს, რომლებმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადეს ხელშეკრულება განზრახვათა შესახებ.
4. სატენდერო წინადადებათა შეფასება ხორციელდება სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული კრიტერიუმების და ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
5. სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის სატენდერო წინადადების დისკვალიფიკაციას, თუ ის შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომლებიც არსებითად არ ეწინააღმდეგება სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოთხოვნების არსს ან რომელთა გამოსწორება შესაძლებელია სატენდერო წინადადების არსის შეუცვლელად.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატენდერო კომისია მიმართავს პრეტენდენტს სატენდერო წინადადების დაზუსტების მოთხოვნით.
7. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ მიიღება კომისიის წევრთა მიერ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების და ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით წარდგენილი წერილობითი დასკვნების საფუძველზე.
8. სატენდერო კომისიის წევრის დასკვნაში მითითებული უნდა იყოს ის პრეტენდენტი, რომელსაც კომისიის წევრი ანიჭებს უპირატესობას, აგრეთვე უპირატესობის მინიჭების საფუძვლები.
9. პრეტენდენტი გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ მას სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის აბსოლუტური უმრავლესობის დასკვნებით მიენიჭება უპირატესობა. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სატენდერო კომისიის თავმჯდომარის დასკვნა.
10. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ ფორმდება კომისიის ოქმის სახით, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა დასკვნები. ოქმში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია სატენდერო წინადადებების განხილვაში მონაწილე პირების და ტენდერში მონაწილე პრეტენდენტების შესახებ, აგრეთვე პრეტენდენტების მიერ წარდგენილი წინადადებების მოკლე აღწერა.
11. პრეტენდენტს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი.
მუხლი 16🔗. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებისა და გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის იდება ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.
2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების აუცილებელ პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი ნორმატიული აქტი.
3. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში, თუ სამშენებლო ობიექტი განლაგებულია საქართველოს ტერიტორიაზე, შესყიდული სამუშაოების შესრულებაში მონაწილე საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისა და მუშა-მოსამსახურეების არანაკლებ 70% უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები.
4. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში სატენდერო კომისია მიმართავს ტენდერში მონაწილე დანარჩენ პრეტენდენტებს სატენდერო წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის თაობაზე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – აგრეთვე განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე. თუ არც ერთმა პრეტენდენტმა არ გამოთქვა თანხმობა სატენდერო წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე, ტარდება ახალი ტენდერი. თუ სატენდერო წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ერთმა ან რამდენიმე პრეტენდეტმა, ხდება მათი სატენდერო წინადადებების ხელახალი განხილვა და შეფასება.
საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №831– სსმI, №10, 19.04.2001წ., მუხ.37
მუხლი 17🔗. ხელახალი ტენდერის ჩატარება
1. თუ ტენდერის გამოცხადების შემდეგ არც ერთი სატენდერო წინადადება არ იქნა წარმოდგენილი ან პრეტენდენტთა მიერ წარმოდგენილი არც ერთი სატენდერო წინადადება არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს, ანდა სატენდერო წინადადებათა ხელახალი განხილვისა და შეფასების პროცესში ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, სატენდერო კომისია ადგენს ახალ სატენდერო დოკუმენტაციას და ატარებს ხელახალ ტენდერს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს ჩამოაყალიბოს ახალი სატენდერო კომისია ან შეცვალოს მისი შემადგენლობა.
მუხლი 18🔗. ტენდერის მიმდინარეობის დროს პრეტენდენტებთან მოლაპარაკების დაუშვებლობა
სატენდერო კომისიას უფლება არა აქვს გამართოს მოლაპარაკება ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებთან და პრეტენდენტებთან, ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების შემთხვევის გარდა.
მუხლი 19🔗. სატენდერო მოსაკრებელი
1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სპეცსახსრებით, უცხოეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დახმარებისა და კრედიტის სახით მიღებული სახსრებით, სახელმწიფო გარანტიით მიღებული კრედიტებით, სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (საქართველოს ეროვნული ბანკის გარდა) სახსრებით შესყიდვების განხორციელებისას სატენდერო დოკუმენტაციის მიღებისათვის წესდება სატენდერო მოსაკრებლის შემდეგი განაკვეთები:
ა) ღია ტენდერის ჩატარების შემთხვევაში – 500 ლარი;
ბ) დახურული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში – 150 ლარი.
2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე ადგილობრივი ბიუჯეტების სახსრებით, ასევე აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სპეცსახსრებით შესყიდვების განხორციელებისას სატენდერო დოკუმენტაციის მიღებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება დაწესდეს ადგილობრივი სატენდერო მოსაკრებელი, რომლის განაკვეთებიც არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ სატენდერო მოსაკრებლის განაკვეთებს.
საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №831– სსმI, №10, 19.04.2001წ., მუხ.37
მუხლი 20🔗. პრეტენდენტთა შერჩევა დახურული ტენდერის დროს
1. დახურული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში განცხადება დახურული ტენდერის ჩატარების შესახებ ეგზავნება სატენდერო კომისიის მიერ შერჩეულ პირებს.
2. დახურული ტენდერის ჩატარებისას განსახილველ სატენდერო წინადადებათა რაოდენობა არ უნდა იყოს სამზე ნაკლები, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია სააგენტოსთან შეთანხმებით ან გააგრძელოს დაწყებული ტენდერი ან შეწყვიტოს იგი და გამოაცხადოს ღია ტენდერი.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესების გარდა, დახურული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში გამოიყენება ღია ტენდერისათვის დადგენილი წესები.
საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №831– სსმI, №10, 19.04.2001წ., მუხ.37
მუხლი 21🔗. ორეტაპიანი ტენდერი
1. ორეტაპიანი ტენდერი ტარდება იმ შემთხვევაში, როცა:
ა) შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე შეუძლებელია ყველა ეკონომიკური და ტექნიკური პირობის წინასწარ განსაზღვრა და შემსყიდველ ორგანიზაციას აუცილებლად მიაჩნია ტენდერის პირველ ეტაპზე პრეტენდენტებთან მოლაპარაკება ტექნიკური, ეკონომიკური და სხვა მონაცემების დაზუსტების მიზნით;
ბ) შესყიდვის ობიექტია საკონსულტაციო მომსახურება, სამეცნიერო კვლევა, ძიება, ექსპერიმენტი ან საკონსტრუქტორო და საპროექტო სამუშაოები, რომელთა შედეგებისა და ღირებულების განსაზღვრა წინასწარ შეუძლებელია.
2. ორეტაპიანი ტენდერის პირველ ეტაპზე პრეტენდენტები წარადგენენ პირველად სატენდერო წინადადებებს ღირებულების გარეშე.
3. ტენდერის პირველ ეტაპზე სატენდერო კომისიას უფლება აქვს გამართოს მოლაპარაკებები პრეტენდენტებთან პირველადი სატენდერო წინადადების ნებისმიერი პირობის დაზუსტების და სატენდერო დოკუმენტაციის საბოლოო მოთხოვნების განსაზღვრის მიზნით.
4. პირველადი სატენდერო წინადადების განხილვის შედეგად სატენდერო კომისია ადგენს სატენდერო დოკუმენტაციის საბოლოო ვარიანტს. პრეტენდენტის მიერ სატენდერო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ მას გადაეცემა სატენდერო დოკუმენტაციის საბოლოო ვარიანტი.
5. ამ მუხლის პირველი და მე-2-4 პუნქტებით დადგენილი წესების გარდა, ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების შემთხვევაში გამოიყენება ერთეტაპიანი ტენდერის ჩატარებისათვის დადგენილი წესები.
თავი IV. ერთ პირთან მოლაპარაკება
მუხლი 22🔗. ერთ პირთან მოლაპარაკება
1. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება შესყიდვის განხორციელების შესახებ ერთ პირთან მოლაპარაკებით, თუ:
ა) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 10000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში – 50000 ლარს;
ბ) საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა;
გ) არსებობს ფორს-მაჟორული სიტუაცია და აუცილებელია შესყიდვის დაუყოვნებლივ განხორციელება;
დ) მიმწოდებლისაგან მიღებული საქონლის (ტექნოლოგიის ან მოწყობილობის), სამუშაოებისა და მომსახურების ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, აგრეთვე მიღებული საქონლის ან შესრულებული სამუშაოს შედეგის შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად აუცილებელია საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვის განხორციელება იმავე მიმწოდებლისაგან, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას.
2. ერთ პირთან მოლაპარაკებას შესყიდვის განხორციელების შესახებ აწარმოებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი პირი.
საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №831– სსმI, №10, 19.04.2001წ., მუხ.37
თავი V. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა
მუხლი 23🔗. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა
1. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
თავი VI. სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგი და კონტროლი
საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №831– სსმI, №10, 19.04.2001წ., მუხ.37
მუხლი 24🔗. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ანგარიში
1. შესყიდვის პროცესი აისახება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ანგარიშში, რომლის შედგენის და შენახვის წესი განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტით.
2. ტენდერის ჩატარების შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ანგარიშს თან უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის სხდომების ოქმები, ტენდერში მონაწილე ექსპერტებისა და კონსულტანტების დასკვნები, აგრეთვე სხვა დოკუმენტები, რომლებიც გათვალისწინებული იქნება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტით.
3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ანგარიში წარედგინება სააგენტოს შემდეგ ვადებში:
ა) ტენდერის ჩატარების შემთხვევაში – სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებიდან არა უგვიანეს 10 დღისა;
ბ) ერთ პრეტენდენტთან მოლაპარაკების შემთხვევაში – თუ შესყიდვის ობიექტის ღირებულება აღემატება 25000 ლარს – ხელშეკრულების დადებიდან არა უგვიანეს 10 დღისა;
გ) 25000 ლარზე ნაკლები ღირებულების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშები – ყოველკვარტალურად, არა უგვიანეს მომდევნო კვარტალის პირველი თვის 10 რიცხვისა.
4. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ანგარიშები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებულ პირისათვის მათი მოთხოვნის შემთხვევაში, ხოლო ამ ანგარიშების მოკლე მიმოხილვა რეგულარულად უნდა ქვეყნდებოდეს შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრულ საინფორმაციო საშუალებებში.
5. ორ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერის საშუალებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ანგარიშს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს მთავრობის სხდომაზე.
6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროები, ადგილობრივი საფინანსო ორგანოები ვალდებულნი არიან სისტემატურად (ყოველთვიურად) მიაწოდონ სააგენტოს ინფორმაცია საბიუჯეტო დაწესებულებებისათვის სახსრების ფაქტობრივი გამოყოფის შესახებ.
7. სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე შემსყიდველი ორგანიზაციებისა და შესყიდვებში მონაწილე პირთაგან მოითხოვოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩათვლით.
8. სახელმწიფო შესყიდვების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით სააგენტო ვალდებულია აწარმოოს მონიტორინგი სახელმწიფო შესყიდვების პროცესში ისეთი პრინციპების დაცვაზე, როგორიცაა საჯაროობა და სამართლიანობა, დადგენილი პროცედურების ზუსტად შესრულება და ანგარიშგება, ღია და ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველყოფა, რაციონალური და თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა.
საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №831– სსმI, №10, 19.04.2001წ., მუხ.37
თავი VI1. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავის განხილვისა და გასაჩივრების წესი
საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №831– სსმI, №10, 19.04.2001წ., მუხ.37
მუხლი 24🔗1. გასაჩივრებისა და დავის განხილვის წესი
1. სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობის მსურველ, მონაწილე, პრეტენდენტ და მიმწოდებელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შეუძლიათ გაასაჩივრონ შემსყიდველი ორგანიზაციის (სატენდერო კომისიის) ქმედებები შემსყიდველ ორგანიზაციაში, სააგენტოსა ან სასამართლოში, თუ მათ მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო შესყიდვისას დარღვეულ იქნა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები ან/და შელახულ იქნა მათი უფლებები.
2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე პრეტენზიის წარმოშობის შემთხვევაში პრეტენზიის მქონე პირს შეუძლია თხოვნით მიმართოს შემსყიდველ ორგანიზაციას გადასინჯოს სატენდერო კომისიის ან შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის გადაწყვეტილება ან/და განიხილოს წარმოქმნილი დავა.
3. პრეტენზიის მქონე პირი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში უფლებამოსილია საჩივრით მიმართოს შემსყიდველ ორგანიზაციას არა უგვიანეს 20 კალენდარული დღისა იმ გარემოებების შეტყობის ან იმ გადაწყვეტილების მიღების დღიდან, რომლებმაც გამოიწვიეს პრეტენზია ან დავა. საჩივრის განხილვის პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აგრეთვე იმ პირებს, რომელთა ინტერესებსაც უშუალოდ ეხება ან შეიძლება შეეხოს წარმოქმნილი საჩივარი.
4. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობის მსურველ, მონაწილე, პრეტენდენტ და მიმწოდებელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული დავის განხილვის მიზნით შეუძლიათ მიმართონ სააგენტოს.
5. სააგენტოში საჩივრის შეტანა სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობის მსურველ, მონაწილე, პრეტენდენტ და მიმწოდებელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შეუძლიათ აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საჩივართან დაკავშირებით შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილება მათ არ დააკმაყოფილებთ.
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტოს საჩივრის მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღისა გამოაქვს წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელიც ეცნობება საჩივრის წარმდგენ პირს და შემსყიდველ ორგანიზაციას.
7. თუ სააგენტოს მიერ საჩივრის და მასთან დაკავშირებული გარემოებების დეტალური შესწავლის შედეგად დადასტურდება საჩივრის სამართლიანობა, სააგენტო უფლებამოსილია:
ა) მიუთითოს შემსყიდველ ორგანიზაციას მის არასწორ ქმედებაზე და მოსთხოვოს მას შესყიდვის პროცედურების კანონმდებლობის დაცვით განხორციელება;
ბ) მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა ან გაუქმება;
გ) ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანოების წინაშე დააყენოს სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილე მხარეების პასუხისმგებლობის საკითხი.
8. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ვადის გასვლის, აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების შემდეგ ნებისმიერი საჩივრის განხილვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლო წესით.
9. გასაჩივრებას არ ექვემდებარება პრეტენზია, თუ იგი ეხება:
ა) ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საშუალების შერჩევას;
ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებას სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის შესახებ, რომელიც მიღებულია ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
10. საჩივარს უნდა ჰქონდეს სერიოზული საფუძველი და ახლდეს მომჩივანის დასაბუთებული განმარტება იმის შესახებ, რომ მისი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში იგი მნიშვნელოვნად დაზარალდება.
11. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე შემსყიდველ ორგანიზაციაში, სააგენტოში ან სასამართლოში საჩივრის წარდგენის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შეაჩეროს შესყიდვის პროცედურები 10 დღით. შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის, სააგენტოს ან სასამართლოს გადაწყვეტილებით შეჩერების ვადა შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ მისი საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს, თუ გადაწყვეტილება შესყიდვის პროცედურების შეჩერების შესახებ მიღებულია შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან სააგენტოს მიერ.
12. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს გასაჩივრების პერიოდში სააგენტოსთან შეთანხმებით არ შეაჩეროს შესყიდვის პროცედურები, თუ შესყიდვის განხორციელების დაყოვნება შეუძლებელია ან გაუმართლებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
13. სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობის მსურველ, მონაწილე, პრეტენდენტ და მიმწოდებელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შეუძლიათ შემსყიდველი ორგანიზაციისა და სააგენტოს მიერ საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები გაასაჩივრონ სასამართლო წესით.
14. ზარალი, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული განხილვის შედეგად შეიძლება გადახდილ იქნეს მომჩივანისთვის, უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებით და არ უნდა ითვალისწინებდეს სავარაუდო მოგების ანაზღაურებას.
საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №831– სსმI, №10, 19.04.2001წ., მუხ.37
თავი VII. გარდამავალი დებულება
მუხლი 25🔗. 2000 წლის 1 იანვრამდე საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 20 ივნისის №317 ბრძანებულებით გათვალისწინებული საქონლის შესყიდვის წესი
ამ კანონის მოქმედება 2000 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება „ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურებისათვის გათვალისწინებული ბიუჯეტური ასიგნებების ოპტიმალურად გამოყენებისა და ადგილობრივი საწარმოების მაქსიმალურად ამოქმედების ხელშემწყობ ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 20 ივნისის №317 ბრძანებულებით გათვალისწინებულ საქონელზე.
თავი VIII. დასკვნითი დებულებანი
მუხლი 26🔗. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის შექმნა და ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები
1. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ 1999 წლის 1 ივლისამდე შექმნას სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი.
2. საქართველოს პრეზიდენტმა 1999 წლის 1 ივლისამდე დანიშნოს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის თავმჯდომარე.
3. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ 1999 წლის 1 ივლისამდე მიიღოს ამ კანონის ამოქმედებისათვის აუცილებელი ნორმატიული აქტები.
4. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან შეთანხმებით 1999 წლის 1 ივლისამდე დაამტკიცოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სტატისტიკური ანგარიშის ფორმა.
5. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ხარჯები გათვალისწინებულ იქნეს 1999 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
მუხლი 26🔗1. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შექმნა და ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები
1. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სააგენტოდ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით 2001 წლის 1 მაისამდე გამოცემულ იქნეს შემდეგი კანონქვემდებარე აქტები:
ა) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შექმნისა და მისთვის სახელმწიფო ქონების გადაცემის შესახებ“;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“.
2. სააგენტომ თავის უფლებამოსილებათა განხორციელება დაიწყოს და სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს პირველი შემადგენლობა დაინიშნოს 2001 წლის 1 მაისიდან.
3. 2001 წლის 1 ივნისამდე საქართველოს პარლამენტმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესაბამისი დამატებების შეტანით დაადგინოს პასუხისმგებლობის ფორმები სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევისათვის.
4. 2001 წლის 1 ივნისამდე სააგენტოს თავმჯდომარემ გამოსცეს ბრძანება სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე.
5. 2001 წლის 1 ივნისამდე საქართველოს პრეზიდენტმა დაამტკიცოს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესი.
6. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ 2001 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს ეროვნული ბანკის მიერ განსახორცილებელი შესყიდვების წესი.
საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №831– სსმI, №10, 19.04.2001წ., მუხ.37
მუხლი 27🔗. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები
1. კანონის გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ოქტომბრის №612 ბრძანებულება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გათვალისწინებული ბიუჯეტური ასიგნებებიდან პროდუქციით უზრუნველყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“.
2. 1999 წლის 1 ივლისიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 30 მარტის №264 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საჭიროებისათვის პროდუქციისა და საქონლის მიწოდების შესახებ“;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 31 მარტის №244 ბრძანებულება „საქართველოს სამხედრო ძალების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაში ქვეყნის სამრეწველო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“;
გ) „სამშენებლო დარგში სახელმწიფო დაკვეთების შესახებ“ საქართველოს კანონი (პარლამენტის უწყებანი, №8-9, 21.02.1998).
3. 2000 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 20 ივნისის №317 ბრძანებულება „ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურებისათვის გათვალისწინებული ბიუჯეტური ასიგნებების ოპტიმალურად გამოყენებისა და ადგილობრივი საწარმოების მაქსიმალურად ამოქმედების ხელშემწყობ ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“.
მუხლი 28🔗. კანონის ამოქმედება
ამ კანონის მე-7 და მე-8 თავები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო კანონის დანარჩენი თავები – 1999 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 9 დეკემბერი.
№1721-Iს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295– სსმI, №17, 12.05.2000წ., მუხ.41
2. საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №831– სსმI, №10, 19.04.2001წ., მუხ.37
3. ძალადაკარგულია – საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1388– სსმI, №22, 18.05.2005წ., მუხ.151 (ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან)