„ინსპექტირებასა და მასთან დაკავშირებული საქმის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 ივლისის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის
ბრძანება№45
2011 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ინსპექტირებასა და მასთან დაკავშირებული საქმის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 ივლისის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ინსპექტირებასა და მასთან დაკავშირებული საქმის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 ივლისის №28 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 110707004, 11/07/2011) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველ მუხლს მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დეპარტამენტი სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 48-ე მუხლით, 58-ე, 582, 59-ე, მე-60, 603, 611, 662, 69-ე, 694 და 695 მუხლებით, 77-ე, 78-ე, 791, 792, 82-ე და 821 მუხლებით, 822 მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით, 84-ე, 851,852,854,912, 1461 და 1735 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე.“.
2. მე-2 მუხლის
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) რეგულირების ობიექტი – საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი პირი;“.
ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ინსპექტირება – ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდაღვევებზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;“.
3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ინსპექტირების განხორციელების საფუძველია საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტითა და 21-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
4. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. დათვალიერება/შესწავლის განხორციელებისას მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოიცემა.“.
5. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დათვალიერება/შესწავლის განხორციელების საფუძველია სახელმწიფო ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, იურიდიული პირებისა და მოქალაქეების განცხადება/საჩივრები, აგრეთვე, პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია.“.
6. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ინსპექტირება გარდა დათვალიერება/შესწავლის განხორციელებისა დაწყებულად ითვლება იმ მომენტიდან, როცა რეგულირების ობიექტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარედგინება სამმართველოს თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობა და მინისტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.“.
7. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. დათვალიერება/შესწავლის განხორციელება დაწყებულად ითვლება იმ მომენტიდან, როცა რეგულირების ობიექტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარედგინება სამმართველოს თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობა.“.
8. მე-7 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ინსპექტირების განხორციელების ვადა.“.
9. მე-19 მუხლის
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გეგმური/არაგეგმური შემოწმების პროცესში ადმინისტრაციული სამართალდარღვევ(ებ)ის გამოვლენის შემთხვევაში, გეგმური/არაგეგმური შემოწმების დასრულებიდან 5 დღის ვადაში, ინსპექტირების განმახორციელებელი ჯგუფის ხელმძღვანელი დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმ(ებ)ს, რომელიც დაუყოვნებლივ წარედგინება ან ეგზავნება რეგულირების ობიექტს და იგზავნება შესაბამის სასამართლოში.“.
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შ ემდეგი რედაქციით:
„2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმ(ებ)ის შედგენიდან 3 დღის ვადაში დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი ადგენს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტის ადმინისტრაციულ მიწერილობას/მიწერილობებს (დანართი №1), რითაც განისაზღვრება რეგულირების ობიექტის მიმართ გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის აღმოსაფხვრელად სავალდებულო გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარების ან რაიმე ქმედებებისაგან თავის შეკავების შესახებ მოთხოვნა. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტის ადმინისტრაციული მიწერილობა წარედგინება ან ეგზავნება რეგულირების ობიექტს მისი შედგენიდან 2 დღის ვადაში.“.
10. მე-20 მუხლის შემდგომ დაემატოს 21-ე მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21
1. ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 611, 821 და 854მუხლებზე სამმართველოს თანამშრომელმა შესაძლოა დეპარტამენტის უფროსის დავალებით შეადგინოს სამართალდარღვევათა ოქმ(ებ)ი ინსტრუქციით გათვალისწინებული პროცედურების დაუცველადაც (მათ შორის ,გეგმური/არაგეგმური შემოწმების შესახებ მინისტრის ინდივიდუალური აქტის გამოცემის და ინსტრუქციის სხვა პროცედურების გარეშეც) თუკი, დეპარტამენტის უფროსი მოიპოვებს ინფორმაციას შესაძლო სამართალდარღვევის შესახებ.
2. დეპარტამენტის უფროსი, მის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესაძლო სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის მოპოვებიდან არა უგვიანეს ორი კვირისა, უგზავნის წერილს სამართალდარღვევის ჩამდენ რეგულირების ობიექტს და განუსაზღვრავს ვადას (არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა) სამინისტროში გამოსაცხადებლად.
3. სამართალდარღვევის ჩამდენი რეგულირების ობიექტის წარმომადგენლის გამოცხადების შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 611, 821 და 854მუხლებზე სამმართველოს თანამშრომელი დეპარტამენტის უფროსის დავალებით უფლებამოსილია შეადგინოს სამართალდარღვევათა ოქმ(ებ)ი.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თუკი სამართალდარღვევის ჩამდენი რეგულირების ობიექტის წარმომადგენელი არ გამოცხადდა სამინისტროში დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრულ ვადაში ან უარს განაცხადებს სამართალდარღვევის ოქმ(ებ)ის ხელმოწერაზე სამმართველოს თანამშრომლის მიერ დგება სამართალდარღვევათა ოქმი და მისი შედგენიდან სამი სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება შესაბამის სასამართლოსა და სამართალდარღვევის ჩამდენ რეგულირების ობიექტს.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდარღვევათა ოქმი მისი შედგენიდან სამი სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება შესაბამის სასამართლოს და ბარდება სამართალდარღვევის ჩამდენ რეგულირების ობიექტს.
6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან 3 დღის ვადაში დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, სამართალდარღვევათა ოქმის შემდგენი პირი ადგენს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტის ადმინისტრაციულ მიწერილობას, რითაც განისაზღვრება რეგულირების ობიექტის მიმართ გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის აღმოსაფხვრელად სავალდებულო გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარების ან რაიმე ქმედებებისაგან თავის შეკავების შესახებ მოთხოვნა. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტის ადმინისტრაციული მიწერილობა ეგზავნება რეგულირების ობიექტს მისი შედგენიდან 2 დღის ვადაში.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში დეპარტამენტის უფროსი ადგენს ანგარიშს განხორციელებული საქმიანობის შესახებ და წარუდგენს მინისტრს.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე