„კუხის საკრედიტო კავშირის“ გაკოტრების საქმისწარმოების დასრულების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №699
2011 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
„კუხის საკრედიტო კავშირის“ გაკოტრების საქმისწარმოების დასრულების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის,„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების– საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის №266 ბრძანების მე–18 მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:
1. დასრულდეს „კუხის საკრედიტო კავშირის“ გაკოტრების საქმისწარმოება.
2. განკარგულება ეცნობოს „კუხის საკრედიტო კავშირის“ მარეგისტრირებელ ორგანოს და ინფორმაცია „კუხის საკრედიტო კავშირის“ გაკოტრების საქმისწარმოების დასრულების თაობაზე 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ო. ნადარაია