„არბოშიკის საკრედიტო კავშირის“ გაკოტრების საქმისწარმოების დასრულების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№701
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110919010, 20/09/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №701

2011 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

 „არბოშიკის საკრედიტო კავშირის“ გაკოტრების საქმისწარმოების დასრულების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების– საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის №266 ბრძანების მე-18 მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის                    2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:

1. დასრულდეს „არბოშიკის საკრედიტო კავშირის“ გაკოტრების საქმისწარმოება.

2. განკარგულება ეცნობოს „არბოშიკის საკრედიტო კავშირის“ მარეგისტრირებელ ორგანოს და ინფორმაცია „არბოშიკის საკრედიტო კავშირის“ გაკოტრების საქმისწარმოების დასრულების თაობაზე 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ ავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ო. ნადარაია