„ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №45
2011 წლის 20 სექტემბერი
ქ . ხაშური
„ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ც’’ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად :
1. შემოღებულ იქნეს ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდება.
2. დამტკიცდეს „ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მინიჭების წესი (დანართი №1).
3. ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მოწმობა (დანართი №2).
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ . ლომიძე
დანართი №1
„ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მინიჭების წესი
1. ქართული სახელმწიფოს მშენებლობის განსაკუთრებული პირადი წვლილის აღსანიშნავად დაწესებულია „ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდება.
2. ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდებას ანიჭებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოებრივი ორგანოების წარდგინებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე.
3. „ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდება ენიჭებათ:
ა) ხაშურის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის ;
ბ) ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის;
გ) უცხო სახელმწიფოთა მოქალაქეებს განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის წინაშე, ხაშურის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
4. ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეებს ეძლევათ „ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მოწმობა და ატრიბუტიკა.
5. ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის გვარი შეტანილ იქნება „ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების წიგნში.
6. „ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდება ენიჭებათ მხოლოდ კონკრეტული დამსახურებისათვის, დაუშვებელია „ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მინიჭება მხოლოდ ნამსახურევი წლებისა და საიუბილეო თარიღის გამო.
7. „ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდებას და შესაბამის ატრიბუტიკას საზეიმო ვითარებაში გადასცემს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ან მისგან უფლებამოსილი პირი.
8. „ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეობის’’ ჩამორთმევა შეუძლია ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე , „ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ მიერ უღირსი საქციელის ჩადენის, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის ან საკუთარი ინიციატივით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.06.2015.
- როდის იქნა მიღებული „ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ?
- „ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მიღებულია 20.09.2011. მიმღები ორგანო — ხაშურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №45. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.143.016074.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 01.06.2015-დან.
- სად არის „ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.06.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ, №45, 20.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.143.016074 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.06.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1477680/