„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №506
2011 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის№996ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20მუხლის მე-4პუნქტის შესაბამისად,ვბრძანებ:
მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996ბრძანებით (სსმ,3.01.11)დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. 57-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.საქართველოს ტერიტორიაზე №III-08დანართში აღნიშნული ნავთობპროდუქტების შეძენა, ტრანსპორტირება, შენახვა და მიწოდება (მათ შორის, რეალიზაცია)ხორციელდება დანართი №III-09ფორმის ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით(შემდგომში–„ნსაფ“),გარდა სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული№III-08დანართში აღნიშნული საქონლის კანონმდებლობით დადგენილი წესით მიწოდების (მათ შორის, რეალიზაცია) შემთხვევისა.
2.ნსაფ არის მკაცრი აღრიცხვის და საგანგებო დაცვის ნიშნის მქონე დოკუმენტი, აქვს ორი ასოსგან შემდგარი სერია (გარდა კომპიუტერული ნსაფ-ისა)და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი. ნსაფ-ის სერია არის: იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისას–„აი“,ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის დასაწყობების ადგილიდან სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ადგილამდე ტრანსპორტირებისას ან პირის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის შიდა გადაზიდვისათვის ან სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული საქონლის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეძენისას შესაბამისი ორგანოდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისას–„აშ“,საბითუმო მიწოდებაზე –„ას“,საცალო მიწოდებაზე –„აა“.
3. კომპიუტერულ ნსაფ-ს აქვს სამი ასოსგან შემდგარი სერია და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი. კომპიუტერული ნსაფ-ის სერია არის: იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისას–„კაი“,ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის დასაწყობების ადგილიდან სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ადგილამდე ტრანსპორტირებისას ან პირის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის შიდა გადაზიდვისათვის ან სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული საქონლის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეძენისას შესაბამისი ორგანოდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისას–„კაშ“,საბითუმო მიწოდებაზე –„კას“,საცალო მიწოდებაზე –„კაა“.“
2.მე-60მუხლის მე-7პუნქტს დაემატოს „ზ“ქვეპუნქტი:
„ზ)სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული საქონლის გასხსვისებისას–შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული გასხვისების დამადასტურებელი დოკუმენტები.“.
3. 622 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა– საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომლითაც ხორციელდება ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის ნებისმიერი ფორმით შეძენა, ტრანსპორტირება, შენახვა და მიწოდება (მათ შორის, რეალიზაცია), გარდა სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის კანონმდებლობით დადგენილი წესით მიწოდების (მათ შორის, რეალიზაცია) შემთხვევისა, ან რომლითაც დასტურდება დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება.“.
4.626 მუხლი ს მე-3პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ხე-ტყის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტერიტორიულად განცალკევებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის (ფილიალები, საამქროები, უბნები და ა.შ.)ან სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული საქონლის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეძენისას შესაბამისი ორგანოდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისას ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მე-6და მე-7გრაფებში ჩაიწერება მე-4და მე-5გრაფების მონაცემები.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი ს მოვალეობის შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი