„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№346
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.016578
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №346

2013 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (200090000.22.033.016112, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011) დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. 57-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 57. ნავთობპროდუქტების ოპერაციების აღრიცხვის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა

1. საქართველოს ტერიტორიაზე №III-08 დანართში აღნიშნული ნავთობპროდუქტების შეძენა, ტრანსპორტირება, შენახვა და მიწოდება (მათ შორის, რეალიზაცია) ხორციელდება დანართი №III-09 ფორმის ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით (შემდგომში – „ნსაფ“), გარდა ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, №III-08 დანართში აღნიშნული საქონლის კანონმდებლობით დადგენილი წესით მიწოდების (მათ შორის, რეალიზაცია, პრივატიზება), ტრანსპორტირების და შენახვის შემთხვევებისა.

2. ნსაფ-ი არის მკაცრი აღრიცხვის და საგანგებო დაცვის ნიშნის მქონე დოკუმენტი (გარდა ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისა), აქვს ორი ასოსგან შემდგარი სერია (გარდა კომპიუტერული ნსაფ-ისა) და ინდივიდუალური ნომერი. ნსაფ-ის სერია არის: იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისას – „აი“, ელექტრონული ფორმის ნსაფ–ისთვის – „ეი“, ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის დასაწყობების ადგილიდან სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ადგილამდე ტრანსპორტირებისას ან პირის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის შიდა გადაზიდვისათვის ან ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, საქონლის  განკარგვისას (რეალიზაცია, პრივატიზება), შემძენის მიერ შესაბამისი ორგანოდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისას  – „აშ“, ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისთვის – „ეშ“, საბითუმო მიწოდებაზე – „ ას“, ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისთვის – „ეს“, საცალო მიწოდებაზე – „ აა“, ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისთვის – „ეა”.

 3. კომპიუტერულ ნსაფ-ს აქვს სამი ასოსგან შემდგარი სერია და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი. კომპიუტერული ნსაფ-ის სერია არის: იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისას – „კაი“, ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის დასაწყობების ადგილიდან სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ადგილამდე ტრანსპორტირებისას ან პირის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის შიდა გადაზიდვისათვის ან ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, საქონლის  განკარგვისას (რეალიზაცია, პრივატიზება), შემძენის მიერ შესაბამისი ორგანოდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისას – „კაშ“, საბითუმო მიწოდებაზე – „კას“, საცალო მიწოდებაზე – „კაა“.“.

2. მე-60 მუხლის მე-7 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, საქონლის განკარგვისას (რეალიზაცია, პრივატიზება), – განმკარგავი ორგანოს მიერ გაცემული გასხვისების დამადასტურებელი დოკუმენტები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური