„შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.09.2011 ძალადაკარგული 24.01.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№366
სარეგისტრაციო კოდი
230210000.10.003.016526
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110927019, 28/09/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №366

2011 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

„შეზღუდულად  ბრუნვადი  მასალების  წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის  ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის  2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში  ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20მუხლის მე-4პუნქტის შესაბამისად,„შეზღუდულად  ბრუნვადი  მასალების  წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის  ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის2006წლის28სექტემბრის№184დადგენილებაში (სსმ, 2006წ., მუხ.1854) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების მე‑3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოები და გაცემის წესი

1. შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოებია:

ა) საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო;

ბ) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის შემთხვევაში ნებართვა ასევე შეიძლება გასცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა–შემოსავლების სამსახურმა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში ნებართვის გაცემისათვის განაცხადი და ყველა საჭირო დოკუმენტაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით. ნებართვის აღება შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერ პორტალში.

3. შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ერთობლივი ბრძანებით.“.

 მუხლი2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ ამ დადგენილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში ერთობლივად შეიმუშაონ და საქართველოს მთავრობას წარმოუდგინონ „შეზღუდულად  ბრუნვადი  მასალების  წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის2006წლის28სექტემბრის№184დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტი შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის თაობაზე.

მუხლი 3.  დადგენილება, გარდა მე-2 მუხლისა,ამოქმედდეს2011 წლის 1 დეკემბრიდან.

მუხლი 4. დადგენილების მე‑2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ-მინისტრი                               ნ. გილაური