სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
ს იღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2011 წლის 27 სექტემბერი
ქ. სიღნაღი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -16 მუხლის მე -2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და 43 -ე მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
სიღნაღის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობად მიჩნეულ იქნეს ქუჩებზე, მოედნებსა და ტროტუარებზე, ასევე დასასვენებელ ადგილებში მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობა.
მუხლი 2
განისაზღვროს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობისათვის დასაშვები საქონლის ნომენკლატურა (დანართი 1).
მუხლი 3
1. სიღნაღის მუნიციაპალიტეტის ტერიტორიაზე აიკრძალოს მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (რძე, რძის პროდუქტები, თევზი, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმით და პურით) გარე ვაჭრობა.
2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქ. წნორში აიკრძალოს ყოველი სახის გარე ვაჭრობა შემდეგ ქუჩებზე:
ა) თავისუფლების ქუჩა;
ბ) დავით აღმაშენებლის ქუჩის №1-დან №49 -მდე და №12-დან №38-მდე მონაკვეთი;
გ) დავით აღმაშენებლის პირველი შესახვევი;
დ) 9 აპრილის ქუჩის მონაკვეთი № 1-დან №17-მდე და №2-დან №24-მდე მონაკვეთი;
ე) შოთა რუსთაველის ქუჩის მონაკვეთი №1-დან №61 -მდე და №2-დან №8-მდე მონაკვეთი.
მუხლი 4
გარე ვაჭრობის დრო განისაზღვროს 500 -დან 2400 საათამდე.
მუხლი 5
დადგენილების შესრულების კონტროლი დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიას.
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ . ზედელაშვილი
დანართი № 1
გარე ვაჭრობის ნებადართული საქონლის ნომენკლატურა
1. ჟურნალ -გაზეთები.
2. წიგნები.
3. ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები.
4. ყვავილები.
5. ხილ -ბოსტნეული მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ -ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მატერიალურ -ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში).
6. სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და სასაქონლო -ესთეტიკური იერსახით დაცული).
სეზონური გარე ვაჭრობისათვის ნებადართული საქონლის ნომენკლატურა
1. გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები (მათ შორის, ბურახი).
2. ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით).
3. ღია კაფეების მოწყობა.
4. შეშა.
5. ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ
ს
გარე ვაჭრობის დრო განისაზღვროს 500
-დან 2400 საათამდე.
მუხლი 5 დადგენილების შესრულების კონტროლი დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიას. მუხლი 6 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარეზ
. ზედელაშვილი დანართი№
1
გარე ვაჭრობის ნებადართული საქონლის ნომენკლატურა 1. ჟურნალ -გაზეთები. 2. წიგნები. 3. ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები. 4. ყვავილები. 5. ხილ -ბოსტნეული მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ -ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მატერიალურ -ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში). 6. სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და სასაქონლო -ესთეტიკური იერსახით დაცული). სეზონური გარე ვაჭრობისათვის ნებადართული საქონლის ნომენკლატურა 1. გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები (მათ შორის, ბურახი). 2. ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით). 3. ღია კაფეების მოწყობა. 4. შეშა. 5. ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული.ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.11.2019.
- როდის იქნა მიღებული „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“?
- „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“ მიღებულია 27.09.2011. მიმღები ორგანო — სიღნაღის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №16. სარეგისტრაციო კოდი — 300400000.35.168.016034.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 19.11.2019-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.11.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“, №16, 27.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 300400000.35.168.016034 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.11.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1481365/