„საქართველოში ბალასტური წყლების მართვის პროცედურების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 01.07.2002
ძალის დაკარგვა 12.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №83
სარეგისტრაციო კოდი 360160000.11.103.005394
გამოქვეყნების წყარო სსმ, 69, 09/07/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოში ბალასტური წყლების მართვის პროცედურების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
h1 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoList2, li.MsoList2, div.MsoList2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-indent:-.25in; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; font-size:12.0pt; }
p.MsoListContinue2, li.MsoListContinue2, div.MsoListContinue2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.5in; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; }
p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 62.35pt 35.45pt 42.55pt;}
div.Section1 {page:Section1;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.11.103.005.394
საქართველოს
გარემოსა
და
ბუნებრივი
რესურსების
დაცვის მინისტრისა
და საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის
ერთობლივი
ბრძანება
№83-№53
2002 წლის 01
ივლისი – 27
ივნისი
ქ.
თბილისი
„საქართველოში
ბალასტური
წყლების
მართვის
პროცედურების
შესახებ“
დებულების
დამტკიცების
თაობაზე
შავი ზღვის წყლებში წყლის მავნე და პათოგენური ორგანიზმების მოხვედრის მინიმუმამდე დაყვანისათვის საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფზე გემების ბალასტური წყლების მართვის პროცედურების დადგენისა და გემების ბალასტური წყლების მართვის პროცესში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის ფუნქციების განსაზღვრის მიზნით, ვბრძანებთ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „საქართველოში ბალასტური წყლების მართვის პროცედურების შესახებ“;
2. დებულებით გათვალისწინებული საკითხების შესრულება მათი კომპეტენციის ფარგლებში დაევალოთ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შავი ზღვის დაცვის კონვენციურ ინსპექციას და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციას;
3. კონტროლი დებულების მოთხოვნათა შესრულებაზე შესაბამისად დაეკისროთ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროებს.
საფუძველი: საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 9 ივნისის N 227 ბრძანებულება „გემების ბალასტური წყლების მართვის კონტროლის შესახებ“.
ნინო ჩხობაძე
მერაბ ადეიშვილი
დებულება საქართველოში ბალასტური წყლების მართვის პროცედურების შესახებ
დებულება ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, საქართველოს კანონებს: „გარემოს დაცვის შესახებ”, „წყლის შესახებ”, „წიაღის შესახებ” და „საზღვაო სივრცის შესახებ”, აგრეთვე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 1997 წლის 27 ნოემბრის A 868(20) რეზოლუციას და შემუშავებულია საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 9 ივნისის N227 ბრძანებულების “გემების ბალასტური წყლების მართვის კონტროლის შესახებ” მე-2 პუნქტის საფუძველზე.
მუხლი 1🔗. დებულების მიზანი
შავი ზღვის წყლებში წყლის მავნე და პათოგენური ორგანიზმების მოხვედრის მინიმუმამდე დაყვანისათვის საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფზე გემებიდან ბალასტური წყლების ჩაშვების მართვის პროცედურების და გემების ბალასტური წყლების მართვის პროცესების განსაზღვრა.
მუხლი 2🔗. დებულებაში გამოყენებული ტერმინები
1. ბალასტური წყლები - წყლები, რომლებიც გადააქვს გემს და რომელთა დანიშნულებას წარმოადგენს გემის წონასწორობის, სიმყარისა და კონსტრუქციული მთლიანობის შენარჩუნება, განსაკუთრებით, როდესაც გემი არ არის დატვირთული;
2. ნავსადგურში სახელმწიფო კონტროლი - გემის უსაფრთხოებისათვის საექსპლუატაციო მოთხოვნების შესრულებისა და ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით გემის ინსპექტირება სათანადო უფლებებით აღჭურვილი პასუხისმგებელი პირების მიერ;
3. თავისუფალი პრაქტიკის მიღება - გემის მიერ საბაჟო, სანიტარიული და სასაზღვრო კონტროლის გავლა.
4. ჰიდროქიმლაბორატორია - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის ჰიდროქიმიური ლაბორატორია;
5. „ყვავილობა” - ფიტოპლანქტონის მასიური განვითარება.
მუხლი 3🔗. იზოლირებული ბალასტური წყლების ჩაშვების მოთხოვნები
1. ყველა გემის კაპიტანი, რომელსაც გემზე გააჩნია იზოლირებული ბალასტი და საქართველოს ნავსადგურებში მიემართება სატვირთო ოპერაციების ჩასატარებლად, ვალდებულია გემის მომსახურე სააგენტო ფირმის მეშვეობით აცნობოს შავი ზღვის დაცვის კონვენციურ ინსპექციას და ნავსადგურის კაპიტნის სამსახურს გემზე არსებული ბალასტის რაოდენობა და წარუდგინოს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის A-868 (20) რეზოლუციის N1 დამატებითა და სხვა შესაბამისი რეზოლუციებით გათვალისწინებული „ბალასტური წყლების ცნობის ფორმა”.
2. ღია ზღვაში ბალასტური წყლების გამოცვლისას საქართველოს ნავსადგურებში მომავალმა გემებმა უნდა მოახდინონ იზოლირებული ბალასტური წყლების შეცვლა საქართველოს მეორე სანიტარიულ რაიონში (50 მილიანი ზონა) შემოსვლამდე და უახლოესი ნაპირიდან სულ ცოტა 25 საზღვაო მილის მოშორებითა და 100 მეტრი სიღრმის მქონე საზღვაო ტერიტორიაზე.
3. გემის მიერ თავისუფალი პრაქტიკის მიღების შემდგომ ჰიდროქიმლაბორატორიის მიერ ჩატარებული ბალასტური წყლების შემოწმებისა და სინჯების ანალიზების დასკვნის საფუძველზე, გემს მიეცემა უფლება აწარმოოს ზღვაში იზოლირებული ბალასტური წყლების ჩაშვება.
მუხლი 4🔗. იზოლირებული ბალასტური წყლების მართვის მოთხოვნები
1. ყოველ ტანკერს, რომელსაც გადააქვს იზოლირებული ბალასტური წყლები, უნდა გააჩნდეს იზოლირებული ბალასტური წყლების მართვის გეგმა წყლის მავნე და პათოგენური ორგანიზმების გადატანის მინიმუმამდე დაყვანის უზრუნველსაყოფად. გეგმის დანიშნულებაა იზოლირებული ბალასტური წყლების მართვის პროცედურების უსაფრთხო და ეფექტური უზრუნველყოფა.
2. იზოლირებული ბალასტური წყლების მართვის გეგმა უნდა იყოს ჩართული გემის ექსპლუატაციის დოკუმენტაციის კომპლექტში, ითვალისწინებდეს გემიდან იზოლირებული ბალასტური წყლების ჩაშვების ან ჩაბარების პროცედურებს, მონაცემებს მათ დასამუშავებელ მოწყობილობებზე, სინჯების აღების წერტილების განლაგებაზე და სხვა.
3. იზოლირებული ბალასტური წყლების აღების ან ჩაშვებისას რეგისტრირდება: წყლის აღების თარიღი, გეოგრაფიური ადგილმდებარეობა, გემის ტანკები და სატვირთო ტრიუმები, იზოლირებული ბალასტური წყლის ტემპერატურა და მარილიანობა და ასევე ჩატვირთული ან ჩაშვებული იზოლირებული ბალასტური წყლის რაოდენობა. შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექცია და ნავსადგურის კაპიტნის სამსახური გემის ინსპექტირების დროს ვალდებულნი არიან გადაამოწმონ ეს ჩანაწერები.
4. თუ შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექცია იზოლირებულ ბალასტურ წყლებთან დაკავშირებით ითხოვს განსაკუთრებული პროცედურების შესრულებას, მაგრამ უამინდობის, ზღვის მდგომარეობის ან შესაბამის სამუშაოთა ტექნიკურად განუხორციელებლობის გამო მათი შესრულება შეუძლებელია, კაპიტანი ვალდებულია სასწრაფოდ აცნობოს შავი ზღვის დაცვის კონვენციურ ინსპექციას და ნავსადგურის კაპიტანს ამის შესახებ.
5. გემების მიერ იზოლირებული ბალასტური წყლების მიღებისას უნდა გატარდეს ღონისძიებები წყლის პოტენციურად მავნე და პათოგენური ორგანიზმების და იმ ლექების მიღების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც შეიცავენ ასეთ ორგანიზმებს. იზოლირებული ბალასტური წყლის მიღება უნდა იქნეს მინიმუმამდე დაყვანილი, ან შესაძლებლობის შემთხვევაში გამორიცხული ზღვის ისეთ რაიონებში, სადაც შეიმჩნევა: წყლის მავნე და პათოგენური ორგანიზმების პოპულაციების უეცარი მასიური გამოვლენა, წყლის „ყვავილობა” გამოწვეული ფიტოპლანქტონის მასიური განვითარებით, ჩამდინარე წყლების ჩაშვების წერტილების სიახლოვე, ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოების წარმოების სიახლოვე, აგრეთვე ღამის საათებში, როდესაც ბუნებრივი ორგანიზმები მიიწევენ წყლის ზედაპირისაკენ, თხელწყლიან ადგილებში და ისეთ შემთხვევებში, როდესაც წევის ხრახნმა შიძლება შეანჯღრიოს ფსკერული ნალექი.
6. იზოლირებული ბალასტური წყლების მართვის გეგმის თანახმად იზოლირებული ბალასტის ტანკების გაწმენდა მათგან ლექის მოსაცილებლად ტარდება ღია ზღვაში - შესაძლებლობის შემთხვევაში, ხოლო ნავსადგურში - კონტროლირებად პირობებში ან მშრალ დოკზე.
7. უსაფრთხო სატვირთო ოპერაციების გასაადვილებლად ერთი და იმავე ნავსადგურში იზოლირებული ბალასტური წყლის მიღების და ჩაშვების აუცილებლობის შემთხვევაში, მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი სხვა ნავსადგურში აღებული ზედმეტი იზოლირებული ბალასტური წყლის ჩაშვება.
8. იზოლირებული ბალასტური წყლის შეცვლის ან მისი დამუშავების შეუძლებლობის შემთხვევაში იზოლირებული ბალასტური წყლები ინახება ტანკებში ან ტრიუმში. თუ ესეც შუძლებელია, გემმა საგანგებო სიტუაციებში უნდა ჩაუშვას იზოლირებული ბალასტური წყლის მინიმალურად აუცილებელი მოცულობა ნავსადგურის კაპიტნის სამსახურთან შეთანხმებით ინსტრუქციის შესაბამისად და შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის ზედამხედველობით.
9. თუ ნავსადგურში შემოსულ გემს ნავსადგურის კაპიტნის სამსახური შესთავაზებს იზოლირებული ბალასტური წყლების და ლექების მიმღებ ნაგებობებს, მაშინ ასეთი ნაგებობები უნდა იქნეს გამოყენებულნი.
10. იზოლირებული ბალასტური წყლების მართვის პროცედურები აუცილებლად უნდა იყოს ეფექტური და ასევე ეკოლოგიურად უსაფრთხო, პრაქტიკულად განხორციელებადი და მიმართული გემის შეყოვნებისა და დანახარჯების მინიმუმამდე დასაყვანად.
მუხლი 5🔗. ფუნქციები ბალასტური წყლების მართვის პროცედურების სფეროში
1. საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის ფუნქციები:
ა) „საქართველოს საზღვაო კოდექსის”, „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ”, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ”, „გარემოს დაცვის შესახებ”, „წყლის შესახებ” და „ზღვისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციისა და მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელება;
ბ) ნავსადგურის მოქმედ წესებში ცვლილებების შესატანი პროექტების შემუშავება;
გ) ბალასტური წყლის მართვის პროცედურების შესახებ დებულების პროექტის შემუშავებაში მონაწილეობა.
2. ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის ფუნქციები:
ა) ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის საქმიანობის განხორციელება საერთაშრისო საზღვაო ორგანიზაციის A 787(19) და A 882(21) რეზოლუციების საფუძველზე;
ბ) გემის ეკიპაჟის წევრების ცოდნის დონის შემოწმება;
გ) ნაოსნობის უსაფრთხოების წესების მოთხოვნა ზღვაში ბალასტური წყლების შეცვლის პროცესში;
დ) ინფორმაციის მიღება-გადაცემა დაინტერესებული სამსახურებისათვის;
ე) ნავსადგურში შემავალი გემის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენა ბალასტური წყლების მართვისა და წყლის ხარისხზე მავნე და პათოგენური ორგანიზმების ზემოქმედების შესახებ;
ვ) ნავსადგურში შემავალი გემისათვის ბალასტური წყლების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ დაწვრილებითი მონაცემების წარდგენა.
3. საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის ფუნქციები:
ა) „საქართველოს საზღვაო კოდექსის” შესაბამისად შემოსული გემების ტანკებიდან ბალასტის ლექის ეკოლოგიურად უსაფრთხო მოცილების შესაძლებლობის უზრუნველყოფა მიმღები და გადამამუშავებელი ნაგებობებით;
ბ) ბალასტური წყლის მიღებისათვის შენობა-ნაგებობათა გამოყოფა და გაწმენდის ორგანიზაციის უზრუნველყოფა;
გ) გემებისათვის ინფორმაციის წარდგენა ბალასტის შეცვლის ალტერნატიული ზონების ადგილმდებარეობებისა და მათი გამოყენების პირობების შესახებ, აგრეთვე საგანგებო სიტუაციებისას ნავსადგურში განსახორციელებელი ნებისმიერი სხვა ღონისძიების შესახებ.
4. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის ფუნქციები:
ა) იზოლირებული ბალასტური წყლების ზღვაში ჩაშვებასა და მართვაზე სახელმწიფო კონტროლი. გემებიდან და ბალასტური წყლების გამწმენდი ნაგებობებიდან საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფზე ბალასტური წყლების შეცვლის წესების დარღვევის ან მათი უკანონო ჩაშვების შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, გარემოზე მიყენებული ზიანის განსაზღვრა („შავი ზღვის წყლების დაბინძურებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის დაანგარიშების” დებულება, დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1998 წლის 7 მაისის №67 ბრძანებით) და აღნიშნული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის წარდგენა სასამართლოში;
ბ) ბალასტური წყლების და ლექების სინჯების აღებისა და ანალიზების საფუძველზე წყლის მავნე და პათოგენური ორგანიზმების სიცოცხლისუნარიანობის დადგენის მიზნით მონიტორინგის წარმოება. აღნიშნული მონიტორინგის წარმოებისას გემის შეჩერება-შეყოვნების ვადების მინიმუმამდე დაყვანა;
გ) მონიტორინგის ან სამეცნიერო კვლევების ჩატარების მიზნით სინჯების აღების შესახებ ინსპექცია რაც შეიძლება ადრე აცნობებს გემის ხელმძღვანელობას გემის ეკიპაჟიდან პერსონალით დახმარებისათვის;
დ) ინსპექცია აცნობებს გემის კაპიტანს, ან პასუხისმგებელ პირს, სინჯის აღების მიზანს (მონიტორინგი, მეცნიერული კვლევა). ანალიზების შედეგები წარედგინება გემის კაპიტანს მისი მოთხოვნის საფუძველზე. გემის კაპიტანი კი ვალდებულია გაუწიოს გონივრული დახმარება ზემოაღნიშნულ მონიტორინგს, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს მეთაურთა და რიგითი შემადგენლობის პირების, სახომალდო გეგმების, ჩანაწერების და სხვა დაწვრილებითი ცნობების წარდგენას ბალასტური სისტემების და სინჯების აღების წერტილების განლაგების შესახებ.
ე) სინჯებში წყლის მავნე და პათოგენური ორგანიზმების აღმოჩენის შემთხვევა განიხილება როგორც განსაკუთრებული და ინსპექცია ვალდებულია მოამზადოს რეკომენდაციები გემის კაპიტნისათვის საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით.
მუხლი 6🔗. დებულების გავრცელების არეალი
აღნიშნული დებულება არ ვრცელდება სამხედრო და სამხედრო-სატრანსპორტო დანიშნულების გემებზე. დებულების მოქმედების არეალია საქართველოს ტერიტორიული წყლები და ეკონომიკური ზონა.
მუხლი 7🔗. პასუხისმგებლობა დებულების მოთხოვნათა დარღვევისათვის
პასუხისმგებლობა ამ დებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 8🔗. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა წარმოებს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციებისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით.