აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში - რესურსცენტრში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №212
2011 წლის 23 სექტემბერი
ქ. ბათუმი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში – რესურსცენტრში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონის მე-19 მუხლის ა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანო ში – რესურსცენტრ ში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – რესურსცენტრების საჯარო მოხელეებისათვის წაყენებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის29 ივნისის№247 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. აბულაძე
დანართი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში –რესურსცენტრში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანო ში – რესურსცენტრ ში ცალკეული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) დასაკავებელი თანამდებობის შესაბამისად ამ დანართის მე-2მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების ცოდნა;
გ) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დ) კომუნიკაბელურობა;
ე) ანალიტიკური აზროვნება;
ვ) უცხო ენების ცოდნა (სასურველია).
მუხლი 2
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგან ოში – რესურსცენტრ ში ვაკანტური თანამდებობის დაკავების მსურველმა ყველა კანდიდატმა უნდა იცოდეს შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონი;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
დ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“;
ე) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – ქობულეთის რესურსცენტრის, ხელვაჩაურის რესურსცენტრის, ქედის რესურსცენტრის, შუახევის რესურსცენტრისა და ხულოს რესურსცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 ივლისის№317 ბრძანება – ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს რესურსცენტრ ებში ვაკანტური თანამდებობის დაკავების მსურველმა;
ვ) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ბათუმის რესურსცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის31 ივლისის№347 ბრძანება– ბათუმის რესურსცენტრ ში ვაკანტური თანამდებობის დაკავების მსურველმა.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანო ში – რესურსცენტრ ში განათლების დარგის მთავარი სპეციალისტი ს ვაკანტური თანამდებობის დაკავების მსურველმა კანდიდატმა დამატებით უნდა იცოდეს შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) „ზოგადი განათლების შესახებ“საქართველოს კანონი;
ბ) „პროფესიული განათლების შესახებ“საქართველოს კანონი;
გ) „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის№448 ბრძანება;
დ) „საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის№30 ბრძანება;
ე) „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანება;
ვ) ,,განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გაცემისა და საფასურის განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის4 მაისის №63/ნ ბრძანება.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანო ში – რესურსცენტრ ში კულტურის ა და სპორტის დარგის მთავარი სპეციალისტი ს ვაკანტური თანამდებობის დაკავების მსურველმა კანდიდატმა დამატებით უნდა იცოდეს შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) ,,კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ) ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) ,,სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი.
4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანო ში – რესურსცენტრ ში ფინანსისტ ის ვაკანტური თანამდებობის დაკავების მსურველ ს უნდა ჰქონდეს უმაღლესი ფინანსური ან/და ბუღალტრული განათლება და კანდიდატმა დამატებით უნდა იცოდეს შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
ბ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „ბიუჯეტ ებ ის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ’’ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის№1321 ბრძანება;
დ) ,,საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის25 აგვისტოს №672 ბრძანება;
ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის№576 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ“ინსტრუქცია.
5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანო ში – რესურსცენტრ ში იურისტი ს ვაკანტური თანამდებობის დაკავების მსურველ ს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება და კანდიდატმა დამატებით უნდა იცოდეს შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
ბ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;
ვ) ,,შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება;
ზ) ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის№448 ბრძანება.
6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანო ში – რესურსცენტრ ში სტატისტიკოსი ს/ საქმისმწარმოებლი ს ვაკანტური თანამდებობის დაკავების მსურველმა კანდიდატმა დამატებით უნდა იცოდეს შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) ,,ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ) ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის№414 ბრძანებულება.