სს „ქართული ფოლადი“-ს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განჩინება
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
2011 წლი ს 3 ოქტომბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
განმცხადებელი – სს „ქართული ფოლადი“
წარმომადგენელი – ირაკლი მეძმარიაშვილი
მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს „ქართული ფოლადის“ დირექტორის ირაკლი მეძმარიაშვილის განცხადება საზოგადოების გადახდისუუნარობის შესახებ,
გამოარკვია
2011 წლის 30 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგი ა ს განცხადებით მიმართა სს „ქართული ფოლადის“ დირექტორმა ირაკლი მეძმარიაშვილმა და მოითხოვა საზოგადოების მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა.
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენ ტ ები, მიაჩნია, რომ განცხადება აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც განცხადება მიღებული უნდა იქნეს წარმოებაშ ი.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-14, მე-19, 21-ე, 25-ე, 26-ე და 29-ე მუხლებით,
დაადგინა:
1. სს „ქართული ფოლადი“-ს დირექტორის ირაკლი მეძმარიაშვილის განცხადება სს„ქართული ფოლადის“ გადახდისუუნარობის შესახებ მიღებულ იქნ ე ს სასამართლოს წარმოებაში;
2. მეურვედ დაინიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო.
3. აეკრძალოს მოვალეს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმე ბ ლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.
4. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს. შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან. დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყო ვ ნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით.
5. გ ა ნემარტოს სს „ქართული ფოლადის“ დირექტორს, რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ. ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფო რ მაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა, გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
6. შეჩერდეს სს „ქართული ფოლადის“ მიმართ იძულებითი აღსრულება.
7. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან განჩინების გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს თავიანთი მოთხოვნები მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად.
8. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნ ე ს 2011 წლის 7 ნო ე მბერს, 11:00 საათზე, თბილ ი სის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომის დარბაზში (მისამართი: ქ. თბილისი, დ ავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6);
9. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, გაზეთში „24 საათი“, გაზეთში „სიტყვა და საქმე“, სასამართლოს ვებგვერდზე (WWW.TCC.GOV.GE) და სასამართლო დაფაზე.
10. გ ანჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ ავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) განჩინების მხარეებისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე ლ. ქოჩიაშვილი