სს „ქართული ფოლადის“ კრედიტორთა საყურადღებოდ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს ,,ქართული ფოლადის“ კრედიტორთა საყურადღებოდ
გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის (მოსამართლე ლ.ქოჩიაშვილის) 2011 წლის 03 ოქტომბრის №2/10974-2011 განჩინების საფუძველზე გაიხსნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება სს „ქართული ფოლადის“ (მის: ქ.რუსთავი. გაგარინის ქ.№12; ს/№216414164) მიმართ.
აღნიშნული განჩინების საფუძველზე: მეურვედ დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო;
გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნული განჩინების შესაბამისად, სს „ქართული ფოლადის“ კრედიტორთა კრება მოწვეული იქნება 2011 წლის 07 ნოემბერს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომის დარბაზში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6);
ამასთან, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის საფუძველზე, გთხოვთ 2011 წლის 4 ნოემბრამდე წერილობით წარმოადგინოთ (სს „ქართული ფოლადის“ მიმართ არსებული) თქვენი მოთხოვნები აღსრულების ეროვნულ ბიუროში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-10 კმ.) და თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოთხოვნას თან უნდა ერთოდეს მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტები და მტკიცებულებები. გაცნობებთ, რომ მოთხოვნა წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში.
მეურვის _ აღსრულების ეროვნული ბიუროს
წარმომადგენელი
თამაზ კიკიანი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „ქართული ფოლადის“ კრედიტორთა საყურადღებოდ“?
- დიახ, განცხადება „სს „ქართული ფოლადის“ კრედიტორთა საყურადღებოდ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.10.2011.
- როდის იქნა მიღებული „სს „ქართული ფოლადის“ კრედიტორთა საყურადღებოდ“?
- „სს „ქართული ფოლადის“ კრედიტორთა საყურადღებოდ“ მიღებულია 26.10.2011. მიმღები ორგანო — თბილისის სააღსრულებო ბიურო. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „სს „ქართული ფოლადის“ კრედიტორთა საყურადღებოდ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.10.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „სს „ქართული ფოლადის“ კრედიტორთა საყურადღებოდ“, №0, 26.10.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.10.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1498414/