საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამართლებრივი და საკადრო უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №175
2011 წლის 4 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამართლებრივი და საკადრო უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამართლებრივი და საკადრო უზრუნველყოფის სამსახურის დებულება თანდართული რედაქციით.
მუხლის 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ . კალმახელიძე
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამართლებრივი და საკადრო უზრუნველყოფის სამსახურის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში –დეპარტამენტი) სამართლებრივი და საკადრო უზრუნველყოფის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) დანიშნულებას, მის ფუნქციებს, ამოცანებს ა და მართვის ორგანიზაციას.
2. სამსახური წარმოადგენს დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3. სამსახური თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუცი ით , პატიმრობის კოდექსი თ , საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები თ , საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებები თ , ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
4. სამსახური თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს დეპარტამენტს .
5. სამსახური ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
6. სამსახურს აქვს ბეჭედი საკუთარი დასახელებით.
მუხლი 2. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები
სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები ა :
ა) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის სფეროში კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, აგრეთვე დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ ი უზრუნველყოფა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში სასამართლო დავებზე დეპარტამენტის წარმომადგენლობ ის უზრუნველყოფა;
გ) რეკომენდაციების შემუშავება და დასკვნების მომზადება დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით;
დ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების იურიდიულ ი მხარ ი ს შემოწმება და დეპარტამენტის თავმჯდომარისათვის შესაბამისი დასკვნების წარდგენ ა;
ე) უფლებამოსილების ფარგლებში დეპარტამენტში ერთიან ი საკადრო პოლიტიკ ი ს გატარება;
ვ) ნომენკლატურის ფარგლებში დეპარტამენტის თავმჯდომარისათვის წარსადგენი მასალების მომზადება და განხილვა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების, სპეციალური წოდებების მინიჭების, მოსამსახურეთა წახალისების ა და დაჯილდოების შესახებ;
ზ) ნომენკლატურის ფარგლებში ბრძანების პროექტების მომზადება მოსამსახურეთა დანიშვნის, გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დათხოვნის, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულების, მივლინებისა და შრომითი ხელშეკრულების შესახებ;
თ) მოსამსახურეთა პირად ი საქმეებ ი ს წარმოება (ნომენკლატურის ფარგლებში), საკადრო და სტატისტიკურ ი აღრიცხვიანობა;
ი) უფლებამოსილების ფარგლებში დეპარტამენტის და მის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების თანამშრომლებზე დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივი მოწმობების გაცემ ი ს უზრუნველყოფა;
კ) აწარმოებს დეპარტამენტის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ნამსახურობის ბარათებს, ამზადებს მასალებს მათი სამსახურში ჩარიცხვის, წოდების მინიჭების, გადაადგილების, დათხოვნის შესახებ;
ლ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებულ ი წერილებ ი სა და განცხადებებ ი ს განხილვა;
მ) ნომენკლატურის ფარგლებში მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მასალებ ი ს მომზადება;
ნ) სამინისტროსათვის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით ანგარიშების მომზადება;
ო) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა საკადრო ქვედანაყოფების საქმიანობა ზე ზედამხედველობა ;
პ ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 3. სამსახურის მართვა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
2. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ინსპექტორი.
მუხლი 4. სამსახურის უფროსი
სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) მონაწილეობს სამსახურში დასანიშნი კანდიდატურების შერჩევაში ;
გ) კონტროლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების შესრულებას;
დ) ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მუშაობის შესახებ ;
ე ) პერიოდულად ისმენს,სამსახურის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ ) წინადადებებს წარუდგენს დეპარტამენტის თავმჯდომარეს სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ზ ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რაც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;
თ ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს;
ი ) ახორციელებს ვიზირებას და ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
კ) ახორციელებს ვიზირებას დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების, დეპარტამენტში მომზადებული სამართლებრივი ხასიათის დასკვნების ა და წინადადებების პროექტებ ზე;
ლ ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5. სამსახურის მოსამსახურეები
1. სამსახურის მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
2. სამსახურის მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას ანგარიშვალდებულნი არიან სამსახურის უფროსის წინაშე.
3. სამსახურში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) სამსახურის მთავარი ინსპექტორები ;
ბ) სამსახურის უფროსი ინსპექტორები;
გ) სამსახურის ინსპექტორები.