a) ტერმინი „შემოზიდვის ბაჟი და მოსაკრებლები“ ნიშნავს საბაჟო ბაჟს და ყველა სხვა ბაჟს, გადასახადებს, მოსაკრებლებს და სხვა თანხას, რომელსაც ახდევინებენ შემოზიდვისას ან ტვირთების შემოზიდვასთან დაკავშირებით, მაგრამ იმ თანხებისა და მოსაკრებლების გამოკლებით, რომლებიც თავისი სიდიდით შეზღუდულია გაწეული მომსახურების მიახლოებით ღირებულებამდე;
b) ტერმინი „დროებითი შემოზიდვა“ ნიშნავს დროებით შემოზიდვას – შემდგომი გაზიდვის პირობით – საბაჟო ბაჟისა და მოსაკრებლების გადახდისაგან გათავისუფლებით და საიმპორტო აკრძალვებისა და შეზღუდვების გამოყენების გარეშე;
c) ტერმინი „კონტეინერი“ ნიშნავს სატრანსპორტო მოწყობილობას (გალია, მოსახსნელი ცისტერნა ან მსგავსი მოწყობილობა):
I) რომელიც წარმოადგენს მთლიანად ან ნაწილობრივ ჩაკეტილ მოცულობას, რომელიც გათვალისწინებულია ტვირთის მოსათავსებლად;
II) რომელსაც აქვს მუდმივი ხასიათი და ამის გამო საკმაოდ გამძლეა იმისათვის, რომ მრავალჯერ იქნეს გამოყენებული;
III) რომელიც სპეციალურადაა კონსტრუირებული იმისათვის, რომ გააადვილოს ტვირთების გადატანა ერთი ან რამდენიმე სახის ტრანსპორტის საშუალებით ტვირთების შუალედური გადატვირთვის გარეშე;
IV) კონსტრუირებულია იმგვარად, რომ გააადვილოს მისი გადატვირთვა, კერძოდ, ერთი სახის ტრანსპორტიდან მეორე სახის ტრანსპორტზე;
V) კონსტრუირებულია იმგვარად, რომ იოლად შეიძლებოდეს მისი დატვირთვა და გადმოტვირთვა;
VI) აქვს შიდა მოცულობა არანაკლებ ერთი კუბური მეტრისა.
ტერმინი „კონტეინერი“ მოიცავს კონტეინერის კუთვნილ ნაწილებს და მოწყობილობას, რომლებიც აუცილებელია მოცემული ტიპის კონტეინერისათვის, იმ პირობით, რომ ასეთი კუთვნილი ნაწილებისა და მოწყობილობების გადაზიდვა კონტეინერებთან ერთად ხდება ტერმინი „კონტეინერი“ არ მოიცავს სატრანსპორტო საშუალებებს, კუთვნილი ნაწილებს, სატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილებს და შეფუთვას;
d) ტერმინი „შიდა გადაზიდვები“ ნიშნავს ტვირთების გადაზიდვებს, რომლებიც იტვირთება მოცემული ქვეყნის ტერიტორიაზე და ექვემდებარება გადმოტვირთვას იმავე ქვეყნის ტერიტორიაზე;
e) ტერმინი „პირი“ ნიშნავს, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს;
f) ტერმინი „კონტეინერების საექსპლუატაციო საწარმო“ ნიშნავს პირს, რომელიც მიუხედავად იმისა, არის თუ არა მფლობელი, ახლორციელებს ეფექტურ კონტროლს კონტეინერის გამოყენებაზ