ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ

მიღების თარიღი 03.10.2011
ძალის დაკარგვა 20.08.2018
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016069
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111011015, 18/10/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 803 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.10.2011 მიღება
20.08.2018 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } h1 { margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; color:#365F91; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.abzacixmlChar { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } span.FooterChar { } p.a, li.a, div.a { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } span.Heading1Char { color:#365F91; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:44.95pt 22.65pt 44.95pt 37.35pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს                         დადგენილება №37 2011 წლის  3 ოქტომბერი დ. ხარაგაული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასის შენობა-ნაგე­ბო­ბა­თა განთავსება/მშენებლობის შესახებ  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე და 66-ე მუხლების და ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 25 -ე მუხლის შესაბამისად , ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:     მუხლი 1🔗 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (შემდგომში – საქართველოს მთავრობის დადგენილების) 65-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგე­ბო­ბა­თა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე და საქართველოს მთავრობის დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინე­ბუ­ლი პროცედურის დაცვით შესაძლებელია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ამ დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრული ტერიტორიისა, თუ საქართველოს კანონმდებლობით და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვა დადგენილებით კონკრეტულ ტერიტორიაზე აკრძალული ან შეზღუდული არ არის შენობა-ნაგე­ბო­ბა­თა განთავსება/მშენებლობა ან დემონტაჟი. 2. თუ შენობა-ნაგე­ბო­ბა­თა განთავსება/მშენებლობა ან დემონტაჟი ხორციელდება ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, დამატებითი დოკუმენტაციის სახით სავალდებულოა (გარდა გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრებისა) გამგეობაში წარმოდგენილ იქნეს: ა) შენობა-ნაგებობის ფასადის მდებარეობის ამსახველი ადგილის ტოპოგრაფიული რუკა ფასადის მდებარეობის ადგილის ჩვენებით; ბ) შენობა-ნაგებობის ესკიზური ნახაზი.     მუხლი 2🔗 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგე­ბო­ბა­თა განთავსებისთვის/მშენებლობისთვის მშენებლობის ნებართვის აღება სავალდებულოა, (გარდა გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრების სამუშაოებისა) თუ ასაშენებელი/დემონტაჟისთვის განკუთვნილი შენობა -ნაგებობა მდებარეობს: ა) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ამ დადგენილების №1 დანართით გათვალისწინებულ ზონაში; ბ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზების ორივე მხარეს მიმდებარე 50-მეტრიან ზოლში; გ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დასახლებაში გამავალი „ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 იანვრის №4 დადგენილებით გათვალისწინებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ორივე მხარეს მიმდებარე 20-მეტრიან ზოლში, №1 დანართით განსაზღვრულ ზოლში; დ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ზონებში შენობა-ნაგებობის მშენებლობა/მონტაჟი აკრძალულია ან შეზღუდულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით); ე) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ „საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების ნუსხის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის №655 ბრძანებულებით განსაზღვრულ კურორტებსა და საკურორტო ადგილებში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟის შემთხვევაში, თუ ანტრესოლი, კიბე, ვიტრინა, კარი, ფანჯარა და სხვა ღიობები არ უკავშირდება შენობის ფასადის ცვლილებას, მათი მოწყობა/დემონტაჟი ხორციელდება შესაბამისი ნებართვის აღების გარეშე, საქართველოს მთავრობის დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისა და 66-ე მუხლით გათვალის­წი­ნე­ბუ­ლი პროცედურის დაცვით.     მუხლი 3🔗. აკრძალულია საქართველოს მთავრობის დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების განთავსება საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფო მნიშვნელობის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დასახლებაში გამავალი საავტომობილო გზების ორივე მხარეს მიმდებარე 50-მეტრიან რადიუსში.     მუხლი 4🔗. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგე­ბო­ბა­თა სახეობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნე­ბართვის ან/და ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალის­წი­ნე­ბუ­ლი პროცედურის გარეშე არის შესაძლებელი“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 დეკემბრის №46 დადგენილება.     მუხლი 5🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე               ა. მაჭავარიანი  დანართი № 1   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების ჩამონათვალი, სადაც I კლასს  დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა აკრძალულია მშენებლობის ნებართვის გარეშე 1. დაბა ხარაგაულის მთელ ტეტიტორიაზე. 2. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებთან დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 20 მეტრიან ზოლში გზის ორივე მხარეს.