ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვით და მშენებლობის ნებართვის გარეშე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (2)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №34 |
|
2018 წლის 15 აგვისტო დაბა ხარაგაული |
2. ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს.
1. თუ სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს:
ა) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების ღერძულა ხაზიდან 50-მეტრიან ზონაში, I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის ასაშენებლად (გარდა იმ შენობა-ნაგებობისა, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან და I კლასს დაქვემდებარებული ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ: IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების და კავშირგაბმულობის ხაზების მშენებლობისა) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით;
ბ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და საკურორტო ზონებში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ზონებში შენობა-ნაგებობის მშენებლობა/მონტაჟი აკრძალულია ან შეზღუდულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით.
2. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის
2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დამკვეთის მიერ I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის შესახებ განცხადებასთან ერთად ნებართვის გამცემი ორგანოსათვის დამატებით უნდა იქნეს წარდგენილი შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) მიწის ნაკვეთის საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; საჭიროების შემთხვევაში მიწის ნაკვეთის ან/და არსებული საინჟინრო-საკომუნიკაციო ნაგებო(ბე)ბის მესაკუთრეთა ან/და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობა, საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შემთხვევაში ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანხმობა;
ბ) სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით;
გ) სანებართვო ობიექტის საპროექტო ტერიტორიაზე განთავსების სიტუაციური გეგმა (გაბარიტული ზომებისა და საზოგადოებრივ საზღვართან მიბმის ჩვენებით, ტერიტორიის მოწყობის ჩვენებით);
დ) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა/დასკვნა ან/და ცნობა სამშენებლო მოედნის სტიქიური გეოლოგიური საშიშროების ზონაში არმდებარეობის შესახებ.
ა) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 ოქტომბრის №37 დადგენილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 18/10/2011, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.128.016069);
ბ) ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 იანვრის №3 დადგენილება „I-ლი კლასის შენობა/ნაგებობათა, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 23/01/2012, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.128.01607).
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვით და მშენებლობის ნებართვის გარეშე
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-2, 21 და მე-3 პუნქტების, 66-ე მუხლის მე-9 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1. განისაზღვროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვით ან ნებართვის გარეშე.პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის პროცედურების გარეშე განისაზღვროს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე და 66-ე მუხლების შესაბამისად.
მუხლი 3🔗
1. თუ სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს: ა) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების ღერძულა ხაზიდან 50-მეტრიან ზონაში, I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის ასაშენებლად (გარდა იმ შენობა-ნაგებობისა, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან და I კლასს დაქვემდებარებული ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ: IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების და კავშირგაბმულობის ხაზების მშენებლობისა) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით;ბ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და საკურორტო ზონებში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ზონებში შენობა-ნაგებობის მშენებლობა/მონტაჟი აკრძალულია ან შეზღუდულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით.
2. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დამკვეთის მიერ I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის შესახებ განცხადებასთან ერთად ნებართვის გამცემი ორგანოსათვის დამატებით უნდა იქნეს წარდგენილი შემდეგი დოკუმენტაცია: ა) მიწის ნაკვეთის საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; საჭიროების შემთხვევაში მიწის ნაკვეთის ან/და არსებული საინჟინრო-საკომუნიკაციო ნაგებო(ბე)ბის მესაკუთრეთა ან/და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობა, საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შემთხვევაში ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანხმობა; ბ) სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით; გ) სანებართვო ობიექტის საპროექტო ტერიტორიაზე განთავსების სიტუაციური გეგმა (გაბარიტული ზომებისა და საზოგადოებრივ საზღვართან მიბმის ჩვენებით, ტერიტორიის მოწყობის ჩვენებით); დ) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა/დასკვნა ან/და ცნობა სამშენებლო მოედნის სტიქიური გეოლოგიური საშიშროების ზონაში არმდებარეობის შესახებ.დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე