ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების განსაზღვრის შესახებ,რომლებშიც I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა სავალდებულოა II კლასისთვის დადგენილი წესით.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2020 წლის 7 სექტემბერი დაბა ხარაგაული |
2. ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ და „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის № 255 დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს.
ა) საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ღერძიდან 100 მეტრში ორივე მხარეს I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის ასაშენებლად, სავალდებულოა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინება.
ბ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ და საკურორტო ზონებში სავალდებულოა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე და 45-ე მუხლებით დადგენილი შეზღუდვების და 41-ე მუხლით დადგენილი პირობების გათვალისწინება.
2. საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ღერძიდან 100 მეტრში ორივე მხარეს და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ და საკურორტო ზონებში I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის ასაშენებლად სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით გარდა 10 მ2‑მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 2 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობისა, 1 კ. ვოლტიდან 20 კ. ვოლტამდე ელექტროგადამცემი ხაზისა, ბანკომატის აპარატებისა; გარე რეკლამის ბანერებისა და აბრებისა; ლანდშაფტური მშენებლობისა; კონდინციონერისა და სავენტილაციო მილის მოწყობისა; საჩრდილობელის მოწყობისა; შენობა-ნაგებობის ფასადისა და სახურავის ისეთი სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოებისა, რომელთა დროსაც ხდება შენობა-ნაგებობის ფერის ან მოსაპირკეთებელი მასალის ცვლილება; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პანდუსების მოწყობისა; ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრისა და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟისა; შენობა-ნაგებობის ექსტერიერზე მცირე ზომის არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლებისა.
3.„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 106-ე მუხლის და „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის № 255 დადგენილების 23-ე მუხლის მიხედვით, II კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის შესახებ განცხადებასთან ერთად ნებართვის გამცემი ორგანოსათვის წარდგენილი დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
ა) ინფორმაციას მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის (არსებობის შემთხვევაში) საკუთრების შესახებ;
ბ) საავტომობილო გზის მომსახურე კონტრაქტორი ორგანიზაციის (შ.პ.ს. - ს.ს.
ამხანაგობა-ან/და სხვა) მიერ დამოწმებული ობიექტ(ებ)ის განთავსების გენგეგმას.რომელზეც ნაჩვენები უნდა იყოს ობიექტ(ებ)ის ზუსტი ფუნქციური დანიშნულება, საავტომობილო გზის დასახელება (კმ. პკ. მხარე, ასაშენებელი ობიექტის ან ობიექტების დაშორება გზის ღერძულა ხაზიდან და ადგილი დასახლებულია თუ დაუსახლებელი) განთავსების ადგილმდებარეობა ფაქტიური მდგომარეობით (გვერდით არსებული ობიექტები, ტროტუარი, გვერდული, კიუვეტი, გზაჯვარედინი, გამწვანება და სხვა გარემოებები)
გ) სამშენებლო მოედნის ფოტოსურათებს.
დ) არქიტექტურულ პროექტს;
ე) მშენებლობის ორგანიზების პროექტს;
ვ) საჭიროების შემთხვევაში წინასაპროექტო კვლევის შედეგებს;
ზ) წინასწარ გადაწყვეტილებას (არსებობის შემთხვევაში);
თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − არქიტექტურული პროექტის, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის, კონსტრუქციული სქემის/პროექტის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე ტექნოლოგიური სქემის/პროექტის თაობაზე აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს ან/და სერტიფიცირებული ექსპერტის დასკვნას.
ი) საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევას, კონსტრუქციულ სქემას/პროექტს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე ტექნოლოგიურ სქემას/პროექტს.
კ) საინფორმაციო დაფის ამსახველ ფოტოსურათებს;
|