ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.10.2011 ძალადაკარგული 15.08.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№37
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.128.016069
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111011015, 18/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს                        

დადგენილება №37

2011 წლის  3 ოქტომბერი

დ. ხარაგაული

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასის შენობა-ნაგე­ბო­ბა­თა განთავსება/მშენებლობის შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე და 66-ე მუხლების და ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 25 -ე მუხლის შესაბამისად ,

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (შემდგომში – საქართველოს მთავრობის დადგენილების) 65-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგე­ბო­ბა­თა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე და საქართველოს მთავრობის დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინე­ბუ­ლი პროცედურის დაცვით შესაძლებელია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ამ დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრული ტერიტორიისა, თუ საქართველოს კანონმდებლობით და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვა დადგენილებით კონკრეტულ ტერიტორიაზე აკრძალული ან შეზღუდული არ არის შენობა-ნაგე­ბო­ბა­თა განთავსება/მშენებლობა ან დემონტაჟი.

2. თუ შენობა-ნაგე­ბო­ბა­თა განთავსება/მშენებლობა ან დემონტაჟი ხორციელდება ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, დამატებითი დოკუმენტაციის სახით სავალდებულოა (გარდა გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრებისა) გამგეობაში წარმოდგენილ იქნეს:

ა) შენობა-ნაგებობის ფასადის მდებარეობის ამსახველი ადგილის ტოპოგრაფიული რუკა ფასადის მდებარეობის ადგილის ჩვენებით;

ბ) შენობა-ნაგებობის ესკიზური ნახაზი.

    მუხლი 2

1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგე­ბო­ბა­თა განთავსებისთვის/მშენებლობისთვის მშენებლობის ნებართვის აღება სავალდებულოა, (გარდა გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრების სამუშაოებისა) თუ ასაშენებელი/დემონტაჟისთვის განკუთვნილი შენობა -ნაგებობა მდებარეობს:

ა) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ამ დადგენილების №1 დანართით გათვალისწინებულ ზონაში;

ბ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზების ორივე მხარეს მიმდებარე 50-მეტრიან ზოლში;

გ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დასახლებაში გამავალი „ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 იანვრის №4 დადგენილებით გათვალისწინებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ორივე მხარეს მიმდებარე 20-მეტრიან ზოლში, №1 დანართით განსაზღვრულ ზოლში;

დ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ზონებში შენობა-ნაგებობის მშენებლობა/მონტაჟი აკრძალულია ან შეზღუდულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით);

ე) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ „საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების ნუსხის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის №655 ბრძანებულებით განსაზღვრულ კურორტებსა და საკურორტო ადგილებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟის შემთხვევაში, თუ ანტრესოლი, კიბე, ვიტრინა, კარი, ფანჯარა და სხვა ღიობები არ უკავშირდება შენობის ფასადის ცვლილებას, მათი მოწყობა/დემონტაჟი ხორციელდება შესაბამისი ნებართვის აღების გარეშე, საქართველოს მთავრობის დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისა და 66-ე მუხლით გათვალის­წი­ნე­ბუ­ლი პროცედურის დაცვით.

    მუხლი 3.

აკრძალულია საქართველოს მთავრობის დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების განთავსება საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფო მნიშვნელობის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დასახლებაში გამავალი საავტომობილო გზების ორივე მხარეს მიმდებარე 50-მეტრიან რადიუსში.

    მუხლი 4.

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგე­ბო­ბა­თა სახეობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნე­ბართვის ან/და ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალის­წი­ნე­ბუ­ლი პროცედურის გარეშე არის შესაძლებელი“ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 დეკემბრის №46 დადგენილება.

    მუხლი 5.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე               ა. მაჭავარიანი

                                                           

                                                                              დანართი № 1

  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების ჩამონათვალი, სადაც I კლასს  დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა აკრძალულია მშენებლობის ნებართვის გარეშე

 

1. დაბა ხარაგაულის მთელ ტეტიტორიაზე.

2. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებთან დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 20 მეტრიან ზოლში გზის ორივე მხარეს.