„ქ. თბილისის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდებსა და მუხლებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 20 იანვრის N03.12.54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მთავრობა
დადგენილება №28.02.1105
2011 წლი ს 11ოქტომბერი
ქ. თბილის ი
„ქ. თბილისის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდებსა და მუხლებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 20 იანვრის №03.12.54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. „ქ. თბილისის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდებსა და მუხლებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 20 იანვრის №03.12.54 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის და ,,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“საქართველოს კანონის 231 მუხლის შესაბამისად,“ ;
ბ) დადგენილებით დამტკიცებულ „ქ. თბილისის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდებსა და მუხლებს შორის გადანაწილების წესის“:
ბ.ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქალაქ თბილისის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდებსა და მუხლებს შორის გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლისა და „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“საქართველოს კანონის 231 მუხლის საფუძველზე.
ბ.ბ) მე -2 და მე -3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ქალაქ თბილისის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების ძირითადი პრინციპები
1. ქალაქ თბილისის ბიუჯეტით მხარჯავი დაწესებულებისათვის (საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის) გამოყოფილი ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის წლიური ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნების 5%-ის ფარგლებში (გარდა მერის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს:
ა) მხარჯავი დაწესებულებების (საბიუჯეტო ორგანიზაციების) ორგანიზაციულ კოდში მოქცეულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, ცალკეულ ღონისძიებებსა და პროგრამებს შორის (ორგანიზაციულ კოდებს შორის) ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილების შესაბამისად;
ბ) მხარჯავი დაწესებულების ან საბიუჯეტო ორგანიზაციის საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის მიერ.
3. ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახური უფლებამოსილია:
ა) მოამზადოს ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილების პროექტი და დადგენილების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები (ორგანიზაციული კოდის დამატება, საბიუჯეტო ორგანიზაციის, პროგრამის, პროექტის ან ღონისძიების დასახელების შეცვლა) ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში;
ბ) მოამზადოს ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილების პროექტი და დადგენილების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის: ორგანიზაციული კოდის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. განხორციელებული ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, ცნობის სახით უნდა წარედგინოს ქ ალაქ თბილისის საკრებულოს;
გ) მოამზადოს ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილების ან ქალაქ თბილისის მერის განკარგულების პროექტი და დადგენილების ან, შესაბამისად, განკარგულების საფუძველზე, მერის სარეზერვო ან წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდ ებიდან გამოყოფილი ასიგნებებით დააზუსტოს ბიუჯეტი.
4. ქალაქ თბილისის ბიუჯეტის დამტკიცებულ განწერაში კვარტალურ გადანაწილებას ახორციელებს ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახური.
მუხლი 3. ქალაქ თბილისის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება
1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეფექტურად ხარჯვის მიზნით, მხარჯავი დაწესებულება ან საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს გადასახდელები, მიმართავს ქ ალაქ თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურ ს ასიგნებების გადანაწილების თაობაზე. წარდგენილ მოთხოვნაში მხარჯავი დაწესებულების ან საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოყვანილ ი უნდა იქნ ე ს სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთება ასიგნებების გადანაწილებისა და მასზე ვალდებულების აღების არარსებობის თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დასაბუთებული მომართვის საფუძველზე, ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურ ი ამზადებს ქალაქ თბილისის მთავრობის შესაბამისი დადგენილების პროექტს.
3. მხარჯავი დაწესებულების მიერ მოთხოვნილ ი ასიგნებების გადანაწილებაზე ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, მხარჯავმა დაწესებულებამ ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურში არ უნდა წარადგინოს ვალდებულების დოკუმენტი იმ ასიგნებაზე, რომელთა გადანაწილებაზე არსებობს მოთხოვნა.
4 . ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში (ქალაქ თბილისის მთავრობის შესაბამისი დადგენილება), ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახური ატარებს სათანადო ცვლილებას, ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
5 . საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საფინანსო საქალაქო სამსახური ამზადებს ქ ალაქ თბილისის მთავრობის დადგენილების პროექტს, ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ საფინანსო საქალაქო სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში, ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
6 . მხარჯავი დაწესებულების ან საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურში შესაბამისი არგუმენტაციისა და დასაბუთების წარმოდგენის შემთხვევაში, ერთ სა და ი მა ვე საბიუჯეტო ორგანიზაციაში ან მხარჯავ დაწესებულებაში ხარჯების ეკონომიკურ, არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციების მუხლებით გათვალისწინებულ ასიგნებებში ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახური (საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის შესაბამისი ბრძანება) უფლებამოსილია გაატაროს შესაბამისი ცვლილებები ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
7 . მოთხოვნა წლიური ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა გადანაწილების თაობაზე ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს წარედგინება წერილობითი სახით, შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის ან მხარჯავი დაწესებულების მიერ. საბიუჯეტო ორგანიზაციას და მხარჯავ დაწესებულებას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე.
8 . ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის საბიუჯეტო განყოფილება განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა,ამზადებს ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის ბრძანებ ის პროექტს ასიგნების გადანაწილების ან გადანაწილებაზე უარის თქმის შესახებ .
9 . წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებები ზუსტდება ამ წესით გათვალისწინებული გეგმის ცვლილების ცნობით (დანართი 1). ცვლილების ცნობა დგება ოთხ ეგზემპლარად. გეგმის ცვლილების ცნობის პირველი ეგზემპლარი რჩება ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის საბიუჯეტო განყოფილებას, ერთი ეგზემპლარი გადაეცემა სახაზინო განყოფილებას, ერთი ეგზემპლარი – აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილებას და ერთი ეგზემპლარი ეგზავნება შესაბამის მხარჯავ დაწესებულებას ან საბიუჯეტო ორგანიზაციას.
10 . გეგმის ცვლილების ცნობით ასევე ზუსტდება მერის სარეზერვო და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გაცემა ხორციელდება ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად.
11 . მერის სარეზერვო და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდების ასიგნების საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი ნორმატიული ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი.“
მუხლი 2 . დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) დ. ნინიძე